ერთი ღამისთვის...
დამწყვდეული ვარ მიწისქვეშა ლაბირინთებში და სანთლის შუქზე ვაკოწიწებ მწუხრის დეიმას, გაიბნა ფიქრი, ჩანავლებულ დროის მითებში, მკვდართა მზეა და ცასაც ახლა მითის ფერი აქვს. წითელ ხარებზე შემომჯდარი წითელხალათა ჰადესი, ღამეს ცეცხლის ეტლით მიერეკება, ზეფირებს შენსკენ უკანასკნელ წერილს გავატან და გეტყვი-მალე გასაფრენი ფრთები მექნება!.. ოღონდ ცოტათი, თუ გიყვარვარ, შენც დამეხმარე, შავი ღრუბლები დამიჩეხე ჰეფესტოსივით, ნუ დაუჯერებ მოირებს და ნიმფებს მკვეხარებს, ღრუბლებში აწვდილ ოლიმპოზე დავთქვათ ქორწილი... ან სულაც, როცა დაიძინებს მთელი სამყარო, კოშკის გუმბათზე შენთვის ავალ ჩემი სანათით. დაგელოდები, რომ სიშორემ ვეღარ გაგვყაროს, რომ სიბნელეში მოიკვლიო გზა-მისამართი... როს ზეთისხილის სამშვიდობო რტოების მსურველს- მოიტან დუმილს, სიჩუმე რომ დაამტევანო... თუ შენს მკლავებზე სხვა დალალთა შევიგრძნობ სურნელს, ქორწილის ღამეს ავხორცდები, როგორც თეანო... ლაბირინთებში მიწისქვეშა სივრცე ღამდება, და სანთლის შუქზე სანთლის ფრთები მაინც ავისხი, რად მინდა ფრთები, თუ მზეს ცვილად ჩამოადნება, ან რად მჭირდები, ოცნებაო, ერთი ღამისთვის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს, როენა, საოცრად ლამაზი და კეთილხმოვანი! 5 არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს, როენა, საოცრად ლამაზი და კეთილხმოვანი! 5
7. ოღონდ ცოტათი, თუ გიყვარვარ, შენც დამეხმარე, შავი ღრუბლები დამიჩეხე ჰეფესტოსივით, ნუ დაუჯერებ მოირებს და ნიმფებს მკვეხარებს, ღრუბლებში აწვდილ ოლიმპოზე დავთქვათ ქორწილი...
ძალიან ლამაზია...55555555 ოღონდ ცოტათი, თუ გიყვარვარ, შენც დამეხმარე, შავი ღრუბლები დამიჩეხე ჰეფესტოსივით, ნუ დაუჯერებ მოირებს და ნიმფებს მკვეხარებს, ღრუბლებში აწვდილ ოლიმპოზე დავთქვათ ქორწილი...
ძალიან ლამაზია...55555555
6. ზოგჯერ ჩემო ძვირფასო, ხდება რომ არ გჭირდება, ოცნება კი არა, საერთოდ არაფერი...ასეთ განწყობაზე ნაწერიც კი საინტერესოა, თუნდაც ერთი დღით... ზოგჯერ ჩემო ძვირფასო, ხდება რომ არ გჭირდება, ოცნება კი არა, საერთოდ არაფერი...ასეთ განწყობაზე ნაწერიც კი საინტერესოა, თუნდაც ერთი დღით...
5. ოცნება ყველას ჭირდება,თუნდ ერთი ღამით ....
კარგია... ოცნება ყველას ჭირდება,თუნდ ერთი ღამით ....
კარგია...
4. წითელ ხარებზე შემომჯდარი წითელხალათა ჰადესი, ღამეს ცეცხლის ეტლით მიერეკება,
კარგად გაქვს მოძებნილი. წითელ ხარებზე შემომჯდარი წითელხალათა ჰადესი, ღამეს ცეცხლის ეტლით მიერეკება,
კარგად გაქვს მოძებნილი.
3. რად მინდა ფრთები, თუ მზეს ცვილად ჩამოადნება, ან რად მჭირდები, ოცნებაო, ერთი ღამისთვის...
... ეეჰ, ეგ რომც ვიცოდეთ... :) 5
რად მინდა ფრთები, თუ მზეს ცვილად ჩამოადნება, ან რად მჭირდები, ოცნებაო, ერთი ღამისთვის...
... ეეჰ, ეგ რომც ვიცოდეთ... :) 5
2. ღრუბლებში აწვდილ ოლიმპოზე დავთქვათ ქორწილი... ან სულაც, როცა დაიძინებს მთელი სამყარო, კოშკის გუმბათზე შენთვის ავალ ჩემი სანათით. დაგელოდები, რომ სიშორემ ვეღარ გაგვყაროს, რომ სიბნელეში მოიკვლიო გზა-მისამართი... როს ზეთისხილის სამშვიდობო რტოების მსურველს- მოიტან დუმილს, სიჩუმე რომ დაამტევანო... თუ შენს მკლავებზე სხვა დალალთა შევიგრძნობ სურნელს, ქორწილის ღამეს ავხორცდები, როგორც თეანო...
რად მინდა ფრთები, თუ მზეს ცვილად ჩამოადნება, ან რად მჭირდები, ოცნებაო, ერთი ღამისთვის...
:) ლამაზიააა :) ღრუბლებში აწვდილ ოლიმპოზე დავთქვათ ქორწილი... ან სულაც, როცა დაიძინებს მთელი სამყარო, კოშკის გუმბათზე შენთვის ავალ ჩემი სანათით. დაგელოდები, რომ სიშორემ ვეღარ გაგვყაროს, რომ სიბნელეში მოიკვლიო გზა-მისამართი... როს ზეთისხილის სამშვიდობო რტოების მსურველს- მოიტან დუმილს, სიჩუმე რომ დაამტევანო... თუ შენს მკლავებზე სხვა დალალთა შევიგრძნობ სურნელს, ქორწილის ღამეს ავხორცდები, როგორც თეანო...
რად მინდა ფრთები, თუ მზეს ცვილად ჩამოადნება, ან რად მჭირდები, ოცნებაო, ერთი ღამისთვის...
:) ლამაზიააა :)
1. ძალიან მაგარი ლექსია! მომეწონა ძალიან :) ძალიან მაგარი ლექსია! მომეწონა ძალიან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|