ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


დეპრესია

ახლა წვიმა ისე საჩემოა,
როგორც დარდზე - ყავა არაბიკის.
ცხრაჯერ ჩალაგებულ ამ ჩემოდანს
ისევ თუ ამოვყრი, აღარ მიკვირს.
თმები გრძნეულივით გაწეწილი,
ისევ იმართებენ ისტერიკას.
ჩემი უთავბოლო ნაწერიდან
უკვე ერთ სტრიქონსაც ვეღარ ვიტან.
გრძნობა - ამომშრალი დოქში წყალი,
ფიქრი - უკლავიშო პიანინო.
სულზე მეგონა რომ მომისწარი,
თუმცა, ყველაფერი გვიანია...
უკვე არაფერიც არ მგონია,
ყელზე დარდის ყულფით თავს ვაშინებ.
ჩემი მონატრების მაგნოლია
უკვე წლებია, რაც არ გაშლილა.
ახლა წვიმა ისე საჩემოა,
როგორც დარდზე - ყავა არაბიკის.
ცხრაჯერ ჩალაგებულ ამ ჩემოდანს
გრძელი აივანი გადამიყრის... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები