ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთვარეული
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2009


***

დილა დაწურული ყურძენივით
შემოდგომის პირზე მიიყვანე
ხოდა გადაღლილი ამ ცხოვრებას
განზე როცა გაწევ, ირიჟრაჟებს.
ნეტა თუღა დარჩა დასაწერი
წერ და უწერობაც გერჩის რაღას
ვფიქრობ ტაძრები მაქვს აღსაწერი
მაგრამ ვერ ვიხსენებ მათ მისამართს.
მერე ბუნებაში ვბოდიალობ,
ვიწყებ მაჯებიდან მკლავის მართვას
არადა ტკივილიც ორი არის...
სული კი რატომღაც ძაფებს ართავს.
ბებერი ქუჩაში ძაღლს ჯოხს უქნევს
ქვებივით ჩაყრილა თვალებში ცრემლი
ისმის რომ ვიღაცა თითქოს ურჩევს
ცხოვრება მათია და  რაღას ერჩი.
ხოდა კიდე უკვირთ რატომ ელი
ასე მონდომებით ღამის მოსვლას
ღამე მუქია და არაერთი
ჭირისუფლივით ვიხდენთ მოთქმას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები