 | ავტორი: poeti-007 ჟანრი: პოეზია 10 აპრილი, 2008 |
ციკლიდან: `პოემატოგრაფი~ ფილმიდან: `მუმია~
არ მგონია, ჩემნაირი კიდევ სადმე სხვა თუა (ეჰ, რამდენი საუკუნე გაპარულა ნატვრაში...) წყევლასავით ვერ ვიშორებ ანუბისის სტატუას, დილის სხივიც ვეღარ აღწევს ჩემს ბნელ ჰამუნაპტრაში!
ხოჭოები და ფიქრები ისევ მჭამენ, მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა ქვიშა ვარ... მე ვარ ბოროტი... და არ ვიცი, რა დამიშავა დანარჩენმა კაცობრიობამ.
სივრცე წინ მაქვს გადაშლილი, თითქოს ტაროს კარტია, მეც ვმკითხაობ _ დროის მონა დარდით ნალამუნები... მინდა, თავი დავაღწიო ამ ქაჯების პარტიას, მიმელიან სადღაც ჩემი ანაქსუნამუნები!
მე ვარ ბოროტი... მაგრამ მიყვარს, ისე როგორც ადრე მიყვარდა, ფარაონის ძვირფასი ცოლი, მასაც ვუყვარდი, სწორედ ამისთვის დაგვსაჯეს, და ჩემი გული, ხოჭოებისგან შეჭმული გული და ტვინი, და რწმენა სადღაც პირამიდის ბნელ სენაკში გადამივარდა...
და მას შემდეგ ვწევარ ასე, ურწმუნო და უტვინო, შემარჩინეს მხოლოდ სული _ ისიც უღვთოდ ვნებული, და აქედან როცა ვუმზერ თქვენს დამქანცველ რუტინას, მგონია, რომ ყველანი ხართ მუმიფიცირებული!
ბევრს, და, მათ შორის, თქვენც, გეგონათ, რომ მე მთელი ეს დრო სარკოფაგში ვიწექი, და მერე ავდექი, დაახლოებით ისე, როგორც ერთმა პოეტმა დაწერა: `სარკოფაგიდან დგებაო მუმია!~ მაგრამ ცდებით!
მე აქა ვარ, არაერთხელ შერაცხული ავსულად, როგორც ხედავთ, შერისხვამაც ვერ ამომდო აღვირი, მე აქა ვარ და არასდროს თქვენგან არსად წავსულვარ, მე _ ქურუმი იმჰოტეპი, ოსირისის მახვილი!
და როდესაც ხალხთან გამოვედი, მე ისინი დავიმორჩილე, და მათ დაიწყეს ჩემთვის და ჩემი სახელით ბრძოლა, ისინი დადიოდნენ ქუჩაში და იძახდნენ ჩემს სახელს (მე კი მრავალი სახელი მაქვს):
_ იმ-ჰო-ტეპ! _ იმ-ჰო-ტეპ! _ ჩაუ-შეს-კუ! _ ჩაუ-შეს-კუ! _ ზვი-ა-დი! _ ზვი-ა-დი! _ იუ-შენ-კო! _ იუ-შენ-კო! _ მი-შა! _ მი-შა! _ ზიგ ჰაილ! _ ზიგ ჰაილ! _ ზიგ ჰაილ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ეს კაცი მგონი აქ ყველას დაავიწყდა :) ნათლისღებას გილოცავ :) ეს კაცი მგონი აქ ყველას დაავიწყდა :) ნათლისღებას გილოცავ :)
17. მაგარია! გაიხარე! 5 მაგარია! გაიხარე! 5
15. ყველა ურწმუნო მჯერა ნამდვილი უტვინოა ლექსის ავტორი ძალიან მაგარია, გავვოცდი ყველა ურწმუნო მჯერა ნამდვილი უტვინოა ლექსის ავტორი ძალიან მაგარია, გავვოცდი
14. leqso , zalian kargad cer, shenshi uzlieresi nihi devs leqso , zalian kargad cer, shenshi uzlieresi nihi devs
11. ლე-ქსო! ლე-ქსო!
ლე-ქსო! ლე-ქსო!
10. საინტერესოა! საინტერესოა!
9. საინტერესო ლექსია. საინტერესო ლექსია.
8. :) არ ვიცი რა ვთქვა :) არ ვიცი რა ვთქვა
7. ეს ვინ არის? ჩემზე რომ დაუწერია ლექსი, არ ეშინია? მეც რომ დავწერო რამე "მისი უდიდებულესობა ინგლისის დედოფლის აგენტზე"? ქვიშაც ხარ და ხოჭო-სკარაბეიც... ეს ვინ არის? ჩემზე რომ დაუწერია ლექსი, არ ეშინია? მეც რომ დავწერო რამე "მისი უდიდებულესობა ინგლისის დედოფლის აგენტზე"? ქვიშაც ხარ და ხოჭო-სკარაბეიც...
6. შენ ვინ ხარ აქ გავიგე....ძალიან მომწონს შენი ლექსები,ერთმა ადამიანმა გამაცნო შენი შემოქმედება და შემაყვარა. ეს კი ნუ პოეზიად არ ვთვლი,ეს მე...შენი ლექსები კი ძალიან მიყვარს....რამდენიმე დაჟე ზეპირად ვიცი. ;)))) წარმატებებიო შენ ვინ ხარ აქ გავიგე....ძალიან მომწონს შენი ლექსები,ერთმა ადამიანმა გამაცნო შენი შემოქმედება და შემაყვარა. ეს კი ნუ პოეზიად არ ვთვლი,ეს მე...შენი ლექსები კი ძალიან მიყვარს....რამდენიმე დაჟე ზეპირად ვიცი. ;)))) წარმატებებიო
5. ბაკურ, პოეტი-007 ვარ, ხო მიცნობ? ნეკერ, არ უთხრა! ბაკურ, პოეტი-007 ვარ, ხო მიცნობ? ნეკერ, არ უთხრა!
4. ბაკურ სათაური და დააწერა ლექსს და აღარ გამოჩნდება ასე მომივიდა დილით მეც და წავშალე ლექსი ხვალ დადებს თავიდან უთხარით რომ ელიაშვილმა უნდა წაშალოს ლექსია თუ რაცაა
ბაკურ სათაური და დააწერა ლექსს და აღარ გამოჩნდება ასე მომივიდა დილით მეც და წავშალე ლექსი ხვალ დადებს თავიდან უთხარით რომ ელიაშვილმა უნდა წაშალოს ლექსია თუ რაცაა
3. "მი-შა" უფრო მეტჯერ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მაგარია :D ეეჰ საქართველოვ. გვეშველება ნეტა რამე? 1 ქულა "მი-შა" უფრო მეტჯერ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მაგარია :D ეეჰ საქართველოვ. გვეშველება ნეტა რამე? 1 ქულა
2. აზრი გასაგებია! ლექსად ვერ აღვიქვი, შეიძლება ჩემი გემოვნების ბრალია!...:) აზრი გასაგებია! ლექსად ვერ აღვიქვი, შეიძლება ჩემი გემოვნების ბრალია!...:)
1. კეთილი იყოს შენი ფეხიც, ხელიც და ლექსიც :D მინდა, თავი დავაღწიო ამ ქაჯების პარტიას, მიმელიან სადღაც ჩემი ანაქსუნამუნები! მაგარი ხარ რა! კეთილი იყოს შენი ფეხიც, ხელიც და ლექსიც :D მინდა, თავი დავაღწიო ამ ქაჯების პარტიას, მიმელიან სადღაც ჩემი ანაქსუნამუნები! მაგარი ხარ რა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|