 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2009 |
ორშაბათი
დილის ბლუზი: “Guns n roses - don't cry” , თუ ამასაც ბლუზი ქვია, მაგრამ ტექსტის სათაური “don't cry” უკვე გაძლევს ხასიათის მიმართულებას და შენც ძალაუნებურად ყოველ 10-10 ჭუთში ამეორებ, სამი გამეორების შემდეგ იძულებული ხდები ფართოდ დააჭყიტო თვალები, მაღვიძარა გათიშო და სპორტული მოძრაობით 07:30 ლოგინიდან ცუხცუხით სამზარეულოში გახვიდე ჩაის დასადგმელად...
ხუთშაბათი
მიყვარს ხუთშაბათი, არც კი ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ასეა. ალბათ ამოვიჩემე. სახლიდან გასულს გვერდით კორპუსთან ჩემი მეზობელი ქალი მხვდება, რომელიც ეზოდან ელაპარაკება ვიღაც ქალს მეოთხე სართულზე და ქვემოდან უხსნის როგორ აწუხებს წნევები, თავის ტკივილი, ნაწლავებიც პრობლემატური ჰქონია თურმე... :ჰმ, ეს ქალი ხომ მთელი ცხოვრება "იშლება" რა, ...” ვფიქრობ , ვესალმები და გზას სწრაფი ნაბიჯით ვაგრძელებ... ...-აუ ხვალისთვის ბევრი გაქვს? -კიიიი -ვერ ვიტან პარასკევს რა- ვჯუჯღუნებ
სამშაბათი
ჩვენი ოთახის კედელი იმდენად თხელია, რომ ყოველ საღამოს გარკვევით ისმის რატომ ეჩხუბება მეზობელ ბინაში ცოლი ქმარს, მერე როგორ ურტყამს ქმარი ცოლს და -ირაააააააააა -რა იყო ? -აუ კიდე ჩხუბობენ ისინი და ვერ ვიძინეეეეებ -ეგენი ხომ გიჟები არიან, მალე გაჩუმდებიან, არ მიაქციო ყურადღება...
შაბათი
რა კარგია შაბათი, გვიანობამდე შემიძლია ვიძინო გადაბმულად, ვფიქრობ დილის ბურუსში გახვეული. რა კარგია რა კარგია რა კარგია მერე ვყუჩდები, ვუსმენ როგორ დაბოდიალობს ოთახში და თავისთვის პატარა ხელებით იმზადებს საუზმეს. შაბათ-კვირა მასვენებს, ცდილობს არ იხმაუროს, საყვარელი... მეღიმება და ბალისში ვყოფ ცხვირს. დედას სურნელმა შემიღიტინა. მენატრება... ალბათ იმას უფრო...
ოთხშაბათი
დღეს მოწყენილი მეჩვენა, უფრო ცოტას ლაპარაკობდა ვიდრე ადრე, არც მე დამიტანებია ძალა, მგონი მეც რაღაც უჩვეულო განწყობა ამეკიდა, “ არც ლაპარაკი, არც მოქმედება, არს სულის სიშიშვლე, არც სიგიჟე, არც ხმაური... მაღიზიანებს, მარტო ფიქრი” ფიქრი ფიქრი ფიქრი რა კარგი შეგრძნებაა დაღლილზე ღრმა ამოსუნთქვა და მოშვება სხეულიდან... -წადი დაიძინე -ჯერ შენ წადი და გავალ -კაი ძილინების... და უამრავ კოცნას ვტოვებ სკაიპის ფანჯარაში და ისე გამოვდივარ პასუხს არც კი ველოდები...
პარასკევი
-მაწონი, მაწონიიიიიიიიიი - ყვირის სადარბაზოში ვიღაც ქალი და ძლიერად ურტყამს კარს. ყურადღებას არ ვაქცევ, მშვიდად განვაგრძობ კითხვას... ესეც ასე, დასასრული... რა ცუდია დასასრული, ვერ ვიტან დასასრულებს, მაგრამ მთელი ხიბლი დასასრულის დასაწყისშია და ეს შედარებით კარგ ასოციაციებს იწვევს, თუმცა იშვიათად. აბა რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს იმის გაგება რომ ვიღაცის სიკვდილს ახალი სიცოცხლე მოსდევს, მაინც ვერაფერს უშველი შენს დამოკიდებულებას. მაგით შენ სიცოცხლეს და ცხოვრებას რა მისი ფეხები? ეგოისტური შემოტევები დამეწყო. ჩარკვიანი ისევ თავისთვის მიყვება ქაღალდის ნავით ტალღებს და : “მაწონი, მაწონიიი, სტაკანჩიკი...” ტელეფონის ზარი
კვირა
-დღეს საღამოს ამოგიარო? -რა ნებართვას მთხოვ სულელო? -ლუდები, პილმენი და -ოჰოოოოო -რა გჭირს ხმაზე? -გაციებული ვარ -მაშინ წიწაკის არაყს ამოვიტან -მაინც უნდა მაცდუნოოო, კაი გელოდები – მეცინება
ოთხშაბათი
დილით ისევ ჩხუბის ხმა გვაღვიძებს, ახლა დედა-შვილი ჩხუბობენ, ისეთი სიტყვების კორიანტელი დგას რომ... -რეებს ეუბნებიან ერთმანეთს, რა სიტყვებია -უზრდელები არიან, შენ ნუ უსმენ -ხო უზრდელები არიან, ქალმა ეგეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას? -ხო ჭკვიანი ხარ შენ, ვკოცნი და აბაზანაში ვაგდებ მხიარული ტონით.
შაბათი
ბარნო ჩემთან ჩვეული ჰეიდური ნაბიჯით და კიკინის ქანქარით მოდის, მერე ჟივილ-ხივილით დარბის ოთახიდან-ოთახში და, რაღაცეებს მიყვება გაფართოვებული ცისფერი თვალებით... რამდენჯერაც შევხედავ ვფიქრობ რომ ულამაზესი თვალები აქვს და როცა მიყურებს ან მისმენს, ისე მიყვარს მის თვალებში ბანაობა, სულ რომ არაფერი მითხრას , ისედაც ვთბები, ვთბები ვთბები ვთბები -მოდი ეხლა მე შეგჭრი, ის კომუნისტკა ქალი იყო და გოიმი, ვერ გაიგო რა როგორც გვინდოდა -მიდი და შემჭერი ჰა, მკიდია ხომ იცი -აუ არადა ხომ ვუთხარით აცაბაცა ქენიო ვაჰ, -გაგიჟდა ქალი ვერ გამიმეტა მთლად ხომ დაინახე- მეცინება- იფიქრა გიჟიაო ალბათ -მოიცა რა, რა ესმის მაგას თანამედროვეობის მერე იღებს მაკრატელს და მირბენს აქეთ-იქით, ესეც ესე, ეხლა უკეთესია მგონი, მარა ეს ჩოლკა რაღაც... -დაიკიდე რააააა -შენს პრიჩოს ქვია: დაიკიდე - იცინის -ჰოდა მკიდია -პარიზელი მადმუაზელი გაიჩითე მეც მეცინება...
სამშაბათი
“ოღონდაც ახლა მე არ გამაჩეროს და აარაფერი მინდა”- ვფიქრობ და აი... -გამარჯობა ირინა -გამარჯობა თინა დეიდა – დამასწრო მოსალმება, აუ არ მინდა ვკითხო როგორ ხართ მეთქი და – -როგორ ხართ? - რავიცი აბა მე ხომ სულ პრობლემები მაქვს, აი თავი, ეს წელიც, ეს წნევებიც... ბლაბლაბლა... და უკვე მე მტკივდება წელიც, თავიც, ფეხებიც მეკვეთება და აუუუუუუუ, ჩქარაააააა, ჩქარაააა, გაასწარი, იბრიდებიიიიი- საცოდავი სახით ვუსმენ, საათს შეფარვით დავხედე, მაგვიანდება, ეს კიდევ არ ჩერდება... არადა მთელი ცხოვრება რაც მახსოვს ეს ქალი ასეა, სულ რაღაც აწუხებს და ამდენხანს მაინც მამალი ყოჩივითაა, მისი ქმარი კიდევ, საწყალი, არაფერი აწუხებდა და უცებ... -ბოდიში თინა დეიდა ძალიან დამაგვიანდა, როგორც იქნა ჩავაგდე საჭირო მომენტში სიტყვა -კაი გენაცვალე, დედა მომიკითხე -კარგად იყავით
ხუთშაბათი
-დაღლილი ხარ? -ხო ძალიან, შენ როგორ ჩაატარე დღე -როგორც ყოველთვის -არ ხარ ხასიათზე? -ისე რა... -გნახავ ამ დღეებში -ისედაც ვიცი – მეღიმება, მერე დათუნიების ასხმას ვუშვებ ვირტუალურ ფანჯარაში და... უუუფ, მომაბეზრა ამ ნეტმა თავი რა, ისევ გაითიშა. ეგ არაფერი და ღიმილით ვითვლი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9... ტელეფონის ზარი..
კვირა
დაღლილობა, საშინელი დაღლილობა, მერე გაორება, გაუგებარი ტკივილი. მგონი ისევ ავად გავხდი. არადა თითქოს ამ ბოლო დროს უარაფრისობას არ ვუჩივი, მაგრამ ალბათ შემოდგომის ბრალია, ისევ შემოდგომას ვაბრალებს სულიერ გრეხებს, ვიღებ ჩანთას და გავდივარ სახეტიალოდ... არაჩვეულებრივი პაემანია ოქტომბერთან, სექტემბერი უკვე მოვილიე, მიყვარდა მაგრამ ყველაფერი ხომ მთავრდება? მომავალ წელს შევძხვდებით ალბათ... მასთან შედარებით ნოემბერს გაუმართლა, სულ რაღაც 21 დღე და... -ალო -როგორ ხართ დე? -კარგად დე , შენ? და მერე ვყვებით ვდუმვართ ვყვებით ვდუმვართ -როგორ შეიცვალე დე... ხმა ეცვლება დედას სადღაც იქით, ვერ ვხედავ მაგრამ თითოეულ ნაკვთს ვგრძნობ მის სახეზე და ვჩუმდები... როგორ გინდება ასეთ დროს ღმა ამოსუნთქვით, გაშალო ფრთები და გადაეშვა...
პარასკევი
-გოგო იუზა გარდაიცვალა თურმე -რა იცი? -შენს ლიფტთანაა გამოკრული და შენ არ იცი? -არვიცოდი, საწყალი...
ორშაბათი
ისევ “Guns n roses - don't cry” და ვმეორდებით ვმეორდებით ვმეორდებით
* * *
მ ა პ ა ტ ი ე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. -გოგო იუზა გარდაიცვალა თურმე -რა იცი? -შენს ლიფტთანაა გამოკრული და შენ არ იცი? -არვიცოდი, საწყალი...
:)) ვნახე -გოგო იუზა გარდაიცვალა თურმე -რა იცი? -შენს ლიფტთანაა გამოკრული და შენ არ იცი? -არვიცოდი, საწყალი...
:)) ვნახე
29. მშვენიერია!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერია!!! გაიხარე შენა!!!
28. ირინკა და ყირამალა ერთია ოღონდ სხვადასხვა მდგომარეობაში :))
ია-ია :-* გაკოცე ბეევრი ირინკა და ყირამალა ერთია ოღონდ სხვადასხვა მდგომარეობაში :))
ია-ია :-* გაკოცე ბეევრი
27. მართლაც გოგო-საოცრება :)) მიყვარხართ შენ და ბარნო :) თქვენს ფოტოებს რომ ვუყურებ გულს უხარიაა :-* მართლაც გოგო-საოცრება :)) მიყვარხართ შენ და ბარნო :) თქვენს ფოტოებს რომ ვუყურებ გულს უხარიაა :-*
25. ვერ გავიგე ეს ყირამალამ დაწეა თუ ირინკამ:)) ვერ გავიგე ეს ყირამალამ დაწეა თუ ირინკამ:))
24. დილის ბლუზი: “Guns n roses - don't cry” , თუ ამასაც ბლუზი ქვია -
ხოდა ვინ თქვა რო ბლუზია მეთქიი:)) დილის ბლუზი: “Guns n roses - don`t cry” , თუ ამასაც ბლუზი ქვია -
ხოდა ვინ თქვა რო ბლუზია მეთქიი:))
23. რაშიდ კი არ ვიცოდი რომ არ გეთქვა :)) რაშიდ კი არ ვიცოდი რომ არ გეთქვა :))
22. ვინ თქვა რომ განზები ბლუზს მღერიან?:))) ვინ თქვა რომ განზები ბლუზს მღერიან?:)))
20. მეღიმება და ბალისში ვყოფ ცხვირს. დედას სურნელმა შემიღიტინა. მენატრება... ალბათ იმას უფრო...
-როგორ შეიცვალე დე... ხმა ეცვლება დედას სადღაც იქით, ვერ ვხედავ მაგრამ თითოეულ ნაკვთს ვგრძნობ მის სახეზე და ვჩუმდები... როგორ გინდება ასეთ დროს ღმა ამოსუნთქვით, გაშალო ფრთები და გადაეშვა...
საყვარელი გოგო-საოცრება.... :) მეღიმება და ბალისში ვყოფ ცხვირს. დედას სურნელმა შემიღიტინა. მენატრება... ალბათ იმას უფრო...
-როგორ შეიცვალე დე... ხმა ეცვლება დედას სადღაც იქით, ვერ ვხედავ მაგრამ თითოეულ ნაკვთს ვგრძნობ მის სახეზე და ვჩუმდები... როგორ გინდება ასეთ დროს ღმა ამოსუნთქვით, გაშალო ფრთები და გადაეშვა...
საყვარელი გოგო-საოცრება.... :)
19. მე ვარ გოგო საოცრება ;;) =)) მე ვარ გოგო საოცრება ;;) =))
18. არა ხო მართლა მაგარი პრიჩო აქვს? არა ხო მართლა მაგარი პრიჩო აქვს?
17. მედეა მადლობა :)
ნიჩ კვირა მოგეწონებოდა შენ , ვიცოდი :)) მედეა მადლობა :)
ნიჩ კვირა მოგეწონებოდა შენ , ვიცოდი :))
16. პიჩო ვპრიჩიომ, პრიჩო :D
აჰა, გავაჯაზე და ეგაა :)) პიჩო ვპრიჩიომ, პრიჩო :D
აჰა, გავაჯაზე და ეგაა :))
15. და ისა, რა ვიცი, მე მომეწონა შენი პიჩო, ნუ ახლა, ამდენადაც ეს კამერით დავინახე საყვარელი იყავი ძალიან :-* და ისა, რა ვიცი, მე მომეწონა შენი პიჩო, ნუ ახლა, ამდენადაც ეს კამერით დავინახე საყვარელი იყავი ძალიან :-*
14. კვირა :D :D კვირა :D :D
13. როგორ შეიცვალე დე... ხმა ეცვლება დედას სადღაც იქით, ვერ ვხედავ მაგრამ თითოეულ ნაკვთს ვგრძნობ მის სახეზე და ვჩუმდები... როგორ გინდება ასეთ დროს ღმა ამოსუნთქვით, გაშალო ფრთები და გადაეშვა...
მომეწონა! როგორ შეიცვალე დე... ხმა ეცვლება დედას სადღაც იქით, ვერ ვხედავ მაგრამ თითოეულ ნაკვთს ვგრძნობ მის სახეზე და ვჩუმდები... როგორ გინდება ასეთ დროს ღმა ამოსუნთქვით, გაშალო ფრთები და გადაეშვა...
მომეწონა!
12. ემილი :-*
მეც წავიკითხე ახლა... აიწონა-დაიწონა :) ემილი :-*
მეც წავიკითხე ახლა... აიწონა-დაიწონა :)
11. აუ ეხლა ჩვენი აიწონა-დაიწონა წავიკითხე და იუზა გამახსენდა : ( ჭაო, ჭაო :-* აუ ეხლა ჩვენი აიწონა-დაიწონა წავიკითხე და იუზა გამახსენდა : ( ჭაო, ჭაო :-*
10. 55555555 :-* წავიკითხავ ბოლომდე. 55555555 :-* წავიკითხავ ბოლომდე.
9. ბარნო :)) მესმის შენი :))
ნან ბევრი ჩახუტება შენ :-* ჩვენც გვიყვარხარ :) ბარნო :)) მესმის შენი :))
ნან ბევრი ჩახუტება შენ :-* ჩვენც გვიყვარხარ :)
8. ხო...დამავიწყდა...ბარნოც თავისთავად... ხო...დამავიწყდა...ბარნოც თავისთავად...
7. ყირამალა!...ძალიან...ძალიან მიყვარხარ შენი დღის რეჟიმიანად...55555555555 ყირამალა!...ძალიან...ძალიან მიყვარხარ შენი დღის რეჟიმიანად...55555555555
6. კარგად იკითხება :) კარგად იკითხება :)
5. უკომენტაროდ მე ვიყავი :P ხოოოოდააა მიყვარხარ :-* (ხო მართლა, მაიკო არ მაცდიდა კითხვას, მაგრამ მაინც წავიკითხე =))დანარჩენი ლაპასიდი სკაიპის კურორტზე გავაგრძელოთ =)) უკომენტაროდ მე ვიყავი :P ხოოოოდააა მიყვარხარ :-* (ხო მართლა, მაიკო არ მაცდიდა კითხვას, მაგრამ მაინც წავიკითხე =))დანარჩენი ლაპასიდი სკაიპის კურორტზე გავაგრძელოთ =))
4. ისე რატომღაც ასეც ვიფიქრე რომ შენ(თქვენ) დამიწერდი-თ :) მადლობა დიდი :) ისე რატომღაც ასეც ვიფიქრე რომ შენ(თქვენ) დამიწერდი-თ :) მადლობა დიდი :)
3. მე დაგიწერე ირინკა. :) მომეწონა ძალიან..ჭკვიანი ხარ! მე დაგიწერე ირინკა. :) მომეწონა ძალიან..ჭკვიანი ხარ!
2. უკომენტაროდ ვინ დაწერა ქულა? :| გამოცხადდეს პოსტზე :))
ჯალალ :-* უკომენტაროდ ვინ დაწერა ქულა? :| გამოცხადდეს პოსტზე :))
ჯალალ :-*
1. მე რატომღაც ხუთშაბათი მომეწონა ძაან...:) "უუუფ, მომაბეზრა ამ ნეტმა თავი რა, ისევ გაითიშა. ეგ არაფერი და ღიმილით ვითვლი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9... ტელეფონის ზარი.."
ამან რაღც გამახსენა...:) მოკლედ ხუთშაბათი-თქო... მე რატომღაც ხუთშაბათი მომეწონა ძაან...:) "უუუფ, მომაბეზრა ამ ნეტმა თავი რა, ისევ გაითიშა. ეგ არაფერი და ღიმილით ვითვლი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9... ტელეფონის ზარი.."
ამან რაღც გამახსენა...:) მოკლედ ხუთშაბათი-თქო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|