ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2009


ჭადარი

ჩვეულებრივი დილა იყო, ისეთი როგორიც იცის ხოლმე საქართველოში გაზაფხულზე, ირგვლივ სასიოამოვნო სუნი ტრიალებს აყვავილებული ატმის და აკაცისს ყავავილებისა, ჩიტებიც ისე ლამაზად გალობენ რომ ყოველი ვინც კი შეიგრძნობს ამ ყოველივეს იფიქრებს რომ "აი ჩვენი საქარეთველოა სწორედ სამოთხე"
  არც სხვებისგან გამორჩეული იყო ეს დღე რაიმეთი, მაგრამ ბებერ ჭადარს რაღაც აწუხებდა, არ არაფერი განსაკუთრებული ხდებოდა მის ირგვლივ მაგრამ ბებერი ჭადარი ბევრის მომსწრე და მნახველი იყო, მის ტოტებს არაერთხელ შეხებია ქარიშხალი და მოსაკლავად ემუქრებოდა მაგრამ წარბიც კი არ შეურხევია არასოდეს, პირქუშად ხვდებოდა ყველა ბრძოლას მის წინააღმდეგ, შემოიხვევდა გრძელ ტოტებს გულში ჩაიკრავდა და გაისუსებოდა, არც არასოდეს უცდია სამაგიეროს გადახდა რომელიმეს მიმართ ღმერთი ყველაფერს ხედავსო ამბობდა, არასოდეს ღმერთი იმხელა ცოდვას არ ამკიდებს რომლის ტარებაც ვეგარ შევძლოო.
  ამ გაზაფხულზეც ისე აყვავილდა რომ დედოფალს გავდა, დილით გამოიღვიძებდა თუ არა ააშრიალებდა ფოთლებს, და მის ტოტებზე შემომსხდარ ბეღურებს დაუფრთხობდა ძილს, ღამის მტვერს ჩამოიფერთხავდა მხრებიდან და იდგა არხეინად.
  ამ დილითაც ჩვეულებრივად მოიქცა, გაიღვიძა მზეს მისალმა. იგრძნო მისი მაცოცხლებელი ძალა, უნდოდა დამტკბარიყო ამ სიამოვნებით დიდხანს დიდხანს, მაგრამ უეცრად საოცარი ჩხვლეტა იგრძნო ისეთი რომ მთელი სხეული აუტოკდა. მას ტოტებს აჭრიდნენ...  ბევრის მნახველ ბებერ ჭადარს ტოტებს აჭრიდნენ...  სულში აფურთხებდნენ... ხელ-ფეხს უკრავდნენ....  ყოველი დართყმა ცულისა იმდენ ფიზიკურ ტკივილს არ აყენებდა ჭადარს ვიდრე სულის...  სულის სიშიშვლეს გრზნობდა და ტკიოდა....ნახევარსაათიანი ტანჯვის მერე ჭადარი  მიხვდა მარტოდმარტო დარჩა ამქვეყნად,  ნაიარევ ტანზე სისხლი სდიოდა სულთმოძრავს, ცრემლი და სისხლი ერთმანეთში არეულიყო მინდვრის ცვარად ექცია განგებას. ჭადარი კი იდგა მარტოდმარტო ეული, არც არავინ ყავდა ნუგეშის მიმცემი არც არავინ ჭირისუფალი. მასთან იყო მხოლოდ მზე და საქართველოს ბედკრული მიწა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები