 | ავტორი: MZESumzira ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 ოქტომბერი, 2009 |
( დავწერე ის, რასაც ვგრძნობდი .. ისე უბრალოდ )
ხშირად ვამბობ ხოლმე „ რა სწრაფად მირბის დრო“ .. ხო იმასაც მეუბნებიან 18 წლის ხარ რა დროის შენი დროის „დათვლააო“.... მეცინება ჩემთვის.. წინადღეს კარადაში ჩემი ბავშვობის სურათების ალბომი აღმოვაჩინე... ხოო აი ის ალბომიი.. ყველა დედა რომ უკეთებს თავის შვილს.. თითქოს წამებს ითვლის და ეჩქარება ნეტა მალე გაიზარდოს და ნახოსო...... ხელში რომ ავიღე იმავე წამს ცხვირთან მივიტანე ...ჩვენი ძველი სახლის სურნელი ცხვირის ნესტოებში და შემდეგ გულში ვიგრძენი... ვუსუნე და მომენატრა იქაურობა.. მივხვდი , რომ რაღაც იყო და სადღაც წარსულში დარჩა...ყავისფერი, რაღაც უცნაური ნაჭერი ჰქონდა ზედ გადაკრული .. ხელი გავუსვი უკვე გაუხეშებული მაგრამ მაინც ყველაზე სასიამოვნო ზედაპირი ... წარსულს შევეხე ...... გავიფიქრე ცოტახნით მაინც დავბრუნდები მეთქი იქ .. კარადასთან ჩამოვჯექი..
პირველი გვერდი ...
„ მე ვარ ნათია.......... დავიბადე1991 წლის პირველ ნოემბერს, პარასკევს 3 საათზე.სახელი მამიკომ დამარქვა. წონით : 3კგ 400 გრამი .სიგრძე 50 სმ. 2 თვის ვიყავი პირველად, რომ გავიცინე. სამი თვისამ პირველი „აღუ“ ვთქვი. მტირალა არ ვარ. მიყვარს თამაში და სიცილი...“
ჰმმმ.... გამეცინა და დედის კოცნა მომინდა.. ყველაზე თბილი..... „ ჩემს შვილსაც გავუკეთებ .. აუცილებლად გაუკეთებ ასეთ ალბომს... „
” ... პირველად დედის მაგივრად მამა უფრო სწორად „ ბაბა „ დავიძახე..ალბათ იმიტომ , რომ მამიკო მენატრებოდა.. 7 თვის ვიყავი ცეკვა რომ დავიწყეე.. ( მუსიკის ფონზე ხელს ვატრიალებდი ).. ალბათ მალე გავივლი.. „
ალბომი გვერდზე გადავდე.. კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.. თვალწინ დედა მიდგას, ლამაზი გაღიმებული სახითა და გაბერილი მუცლით... ჯერ პატარაა.. ნელ-ნელა მუცელი იზრდება და დროა დავიბადო... აი ექიმებიც მოვიდნენ და მიჰყავთ დედაჩემი საავადმყოფოში... ცოტაც .... და გაჩნდებაა.... პატარა ნათია დაიბადა.....
არ ვიცი რამდენი ხანი ვმოგზაურობდი წარსულში ....დავუბრუნდი აწმყოს და გავაგრძელე დათვალიერება.... ჰაჰაჰ აი სურათი სადაც დედაჩემს ვყავარ აყვანილი ხელში და ისეთი გაბერილი ვარ , რომ მიკვირს საერთოდ როგორ მიძლებდა ვინმე =)) დედას თვალები უბრწყინავს.. სულ სხვანაირად... გული სწრაფად მიფეთქავდა.. ვუყურებდი დედის თვალებს და ვგრძნობდი , რომ ახლა უფრი ფერმკრთალი და ჩამქრალი თვალები აქვს... სად წავიდა ნეტა ის ძველი ეშხი? დრომ წაიღო .. ალბათ...მენანება რაღაცნაირად.....
დედას დავუძახე.... - დეეეეეე.... - ჰო რა იყო დედა? (მეორე ოთახიდან) - არა ისე არაფერი.....
საკუთარ თავს გავუბრაზდი, რადგან საკუთარმ დედას ვერ გავუზიარე რასაც ვგრძნობდი.. ვერ ვუთხარი ის რისი თქმაც მსურდა.... არა და როგორ მინდოდა მეთქვა , მადლობა... იმისთვის რომ 9 თვე მატარა მუცლით... და სიცოცხლე მაჩუქა.. იმისთვის , რომ მომცა ყველაფერი კარგი, ჩადო ჩემში უამრავი კარგი თვისება... უამრავი გრძნობა და სითბო.. მასწავლა სიყვარული...მომცა განათლება და ჩამომაყალიბა ადამანად ! მინდოდა და ვერ ვთქვი... თითქოს და დედა ყველაზე ახლოა.. რისი ან ვისი მერიდება?... და მაინც ვერ.... არ ვიცი.... რამდენს ვაბრაზებ ხოლმე... ნერვებს ვუშლი .. უხეშად ველაპრაკები... რატომ? ალბათ შვილი ყოველთვის დამნაშავეა , რადგან არ მეგულება ისეთი ადამიანი , რომელსაც საკუთარი შვილისთვის ცუდი უნდოდეს.. ვწუხვარ , რომ ყოველ დღე არ ვკოცნიდი დედას და არ ვეუბნებოდი მიყვარხარ..განა იმიტომ , რომ არ მიყვარს... არა უბრალოდ არ ვიცი..... ავანაზღაურებ აუცილებლად...
დედა ისევ ისეთია , როგორიც მაშინ იყო.. როდესაც სურათებს მიღებდნენ ამ ალბომისთვის... უბრალოთ ცოტათი თვალების შუქი ჩაუქრა.. ნაოჭები გაუჩნდა და ალბათ ისეთი ლაღიც აღარ არის....
დავათვალიერე ყველა სურათი...მოვეფერე და ცოტათი დავსევდიანდი.. არა იმიტომ კი არა , რომ გავიზარდე..უბრალოდ ვერ გავეცი იმდენი სითბო რამდენსაც ვიღებდი.....
ცხოვრება გრძელდება და მე დედას ყოველ დღე ვეფერები... დრო კი რა უცბად მირბის .....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვწუხვარ , რომ ყოველ დღე არ ვკოცნიდი დედას და არ ვეუბნებოდი მიყვარხარ..განა იმიტომ , რომ არ მიყვარს... არა უბრალოდ არ ვიცი..... ავანაზღაურებ აუცილებლად...
ვერასდროს ვერ აანაზღაურებ, რამდენიც არ უნდა ეფერო საკმარისი არასდროს იქნება, ის მთელი შენი ცხოვრება და + 9 თვე (როცა ორსულად იყო) გეფერებოდა, ზრუნავდა, დარდობდა... შენ კი, ალბათ, ყველაზე ცოტა, 9 თვით ყოველთვის უკან იქნები :)
შენ კი არა.. ჩვენ! :) ვწუხვარ , რომ ყოველ დღე არ ვკოცნიდი დედას და არ ვეუბნებოდი მიყვარხარ..განა იმიტომ , რომ არ მიყვარს... არა უბრალოდ არ ვიცი..... ავანაზღაურებ აუცილებლად...
ვერასდროს ვერ აანაზღაურებ, რამდენიც არ უნდა ეფერო საკმარისი არასდროს იქნება, ის მთელი შენი ცხოვრება და + 9 თვე (როცა ორსულად იყო) გეფერებოდა, ზრუნავდა, დარდობდა... შენ კი, ალბათ, ყველაზე ცოტა, 9 თვით ყოველთვის უკან იქნები :)
შენ კი არა.. ჩვენ! :)
15. ეკატო დიდი მადლობა :) ვუმზერ ვუმზეერ..... ეკატო დიდი მადლობა :) ვუმზერ ვუმზეერ.....
14. <დედა ისევ ისეთია , როგორიც მაშინ იყო.. როდესაც სურათებს მიღებდნენ ამ ალბომისთვის... უბრალოთ ცოტათი თვალების შუქი ჩაუქრა.. ნაოჭები გაუჩნდა და ალბათ ისეთი ლაღიც აღარ არის....> ,,სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია!" ნაოჭებმომავლებული და წელში მოხრილი, მაგრამ თვალებანთებული დედა ბევრი მინახავს მე. მზეს უმზირე, პატარავ და დედაც არასოდეს დაგიბერდება :) <დედა ისევ ისეთია , როგორიც მაშინ იყო.. როდესაც სურათებს მიღებდნენ ამ ალბომისთვის... უბრალოთ ცოტათი თვალების შუქი ჩაუქრა.. ნაოჭები გაუჩნდა და ალბათ ისეთი ლაღიც აღარ არის....> ,,სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია!" ნაოჭებმომავლებული და წელში მოხრილი, მაგრამ თვალებანთებული დედა ბევრი მინახავს მე. მზეს უმზირე, პატარავ და დედაც არასოდეს დაგიბერდება :)
13. თუ არ გინდა სექტანტო კობა არ არის პრობლემა არც ეგ : ))))))) თუ არ გინდა სექტანტო კობა არ არის პრობლემა არც ეგ : )))))))
12. აეუფ რა წამაკითხებს აეუფ რა წამაკითხებს
11. ჰო .. მამას საერთოდ ვერ ვეფერები ხოლმე.. ძააალიან მერიდება რაღაც არა და ძალიან შეხუმრებულები ვართ დაა აი ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს მამასთან მარა მოფერებით არა .. : (((( ჰო .. მამას საერთოდ ვერ ვეფერები ხოლმე.. ძააალიან მერიდება რაღაც არა და ძალიან შეხუმრებულები ვართ დაა აი ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს მამასთან მარა მოფერებით არა .. : ((((
10. ამეტირა!
მეც ვერ ვეფერები დედას....ძალიან მერიდება...მამას ვეფერებოდი,მაგრამ აღარა მყავს....
მ ო ე ფ ე რ ე თ მ შ ო ბ ლ ე ბ ს ! ამეტირა!
მეც ვერ ვეფერები დედას....ძალიან მერიდება...მამას ვეფერებოდი,მაგრამ აღარა მყავს....
მ ო ე ფ ე რ ე თ მ შ ო ბ ლ ე ბ ს !
9. უიიიი... ნათ მადლობა :*
სმარიმური :* უიიიი... ნათ მადლობა :*
სმარიმური :*
8. ვაიიი, ეს რა კარგი რაღაც იყო სეხნიავ. :-* ნათიიი ;;) :-* ვაიიი, ეს რა კარგი რაღაც იყო სეხნიავ. :-* ნათიიი ;;) :-*
7. დრო კი რა უცბად მირბის ..... და რამდენი რამის გაკეთება გვინდა .. ერთბაშად.. ერთი ამოსუნთქვით.. :-* ნათოუ დედიკოს ერთი ჩემს მაგივრადაც აკოცე.. ასეთი კარგი ორმ გაგზარდა :-* დრო კი რა უცბად მირბის ..... და რამდენი რამის გაკეთება გვინდა .. ერთბაშად.. ერთი ამოსუნთქვით.. :-* ნათოუ დედიკოს ერთი ჩემს მაგივრადაც აკოცე.. ასეთი კარგი ორმ გაგზარდა :-*
6. ია-ია მიხარია... ია-ია მიხარია...
5. ბევრი სითბო მოდის შენი ნაწერიდან :) ბევრი სითბო მოდის შენი ნაწერიდან :)
4. მარიამ მადლობა დიდიი.....შეენც გილოცავ... :* მარიამ მადლობა დიდიი.....შეენც გილოცავ... :*
3. ნათ ძალიან თბილი ნაწერია.გაიხარე:-* სვეტიცხოვლობას გილოცაააააააააავ ნათ ძალიან თბილი ნაწერია.გაიხარე:-* სვეტიცხოვლობას გილოცაააააააააავ
2. ვწუხვარ , რომ ყოველ დღე არ ვკოცნიდი დედას და არ ვეუბნებოდი მიყვარხარ..განა იმიტომ , რომ არ მიყვარს... არა უბრალოდ არ ვიცი..... ავანაზღაურებ აუცილებლად...
დავათვალიერე ყველა სურათი...მოვეფერე და ცოტათი დავსევდიანდი.. არა იმიტომ კი არა , რომ გავიზარდე..უბრალოდ ვერ გავეცი იმდენი სითბო რამდენსაც ვიღებდი....
გაიხარე გენაცვალე...არასოდესაა გვიანი სითბოს გაცემა.... ვწუხვარ , რომ ყოველ დღე არ ვკოცნიდი დედას და არ ვეუბნებოდი მიყვარხარ..განა იმიტომ , რომ არ მიყვარს... არა უბრალოდ არ ვიცი..... ავანაზღაურებ აუცილებლად...
დავათვალიერე ყველა სურათი...მოვეფერე და ცოტათი დავსევდიანდი.. არა იმიტომ კი არა , რომ გავიზარდე..უბრალოდ ვერ გავეცი იმდენი სითბო რამდენსაც ვიღებდი....
გაიხარე გენაცვალე...არასოდესაა გვიანი სითბოს გაცემა....
1. ხო ისე იმდენად სწრაფად დავდე , რომ არც გადამიმოწმებია ნაწერი და გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდიი.... ხო ისე იმდენად სწრაფად დავდე , რომ არც გადამიმოწმებია ნაწერი და გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდიი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|