ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2009


ენკი-ბენკი (კიდევ ერთი გამოსულელებული წერილი ბარნოს)

-ალო, ალოოოოო, გესმით ჩემიიი? ალოოოო, სოს , სოს,
-რა გაღრიალებთ ქალბატონო? გასკდა რადიოშოკოლადის სადენები, რა მოხდა?
-ციყვები, ციყვებიიიიი, ყველგან ციყვებიიიიიიი, დარბიან, დახტიან და ვაიმე გული, ჰეიდების შემოსევაა შემოსევააააა, ყველგან კაკლების და თხილების მტვრევის ხმაა, ყურებიიიი
-ციყვები არიან ქალბატონო, ვირთხები ხომ არა, რა გაყვირებთ?
-სულელები ხართ თქვენ და უმაქნისები...
სადენებში ხმა გაწყდა და მხოლოდ შხრიალი ისმოდა...
 
  ჰო ეს ისე, არ ვიცი როდის მოხდა ან თუ მოხდა სადმე, მაგრამ თუ მოხდა ეჭვიც არ მეპარება შენი რადიშოკოლადის ამბებიდან იქნებოდა ან სულაც შენი სიზმრებიდან...

* * *

-ენკი ბენკი სიკლისა, ენკიბენკისა, მერე ისააააა, აუ დამავიწყდაააა, ბარნ გინდა რაღაც მოგიყვე?
-მომიყევი
-ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა
-რას მიყვები?
-დამაცადე, ჰოდა როდესაც პრინცმა პრინცესას აკოცა და იმან კიდევ გაიღვიძა, მანამდე  ბოროტმა ჯადოქარმა დააძინა და იმ ვითომ უფლისწულსაც გონება გამოულაყა, ხო მართლა ის უფლისწული გგონია მართლა უფლისწული იყო? არა არ ყოფილა
-აბა ვინ იყი?
-ვინ და თურმე მოჯადოებული ბაყაყი იყოო ამბობენ, მაგრამ მე მაინც არ მჯერა ამ მოჯადოების ამბების. ყველა ბაყაყი ბაყაყად დარჩება და უფლისწულები უფლისწულებად, მაგრამ ეს ხომ ზღაპარია არა? მისმენ?
-ხო გისმენ
-ხოდა ვითომ გამოულაყა ტვინიო, არადა რა უნდა გამოელაყებინა რაც არ ქონიათ? ან როგორ შეიძლება მელოტ და ღიპიან ბაყაყს ტვინი ქონდეს თავში?
-ეე რეებს ბოდიალობ შენ? კიდევ მთვრალი ხარ?
-ჰოდა დამაცადე, მაგ ბაყაყას თურმე სანამ უფლისწული გახდებოდა, არადა მე სულაც არ მჯერა რომ ოდესმე გახდებოდა, ყიყინის გარდა არაფერი შეეძლო, იჯდა და ყი ყი ყი ყი ყი ყი ყი ყი...
-რას აყიყინდი ირა, მოგიარეს?
-მერე იცი? თურმე იმ მეფის ასულს რომ აკოცა და იმანაც გამოიღვიძა, იმდენად ლამაზი ყოფილა რომ, შეშინებია
-შეშინებია? ეგეთი ზღაპარი არასდორს მომისმენია
-ჰო, ისეთი ლამაზი ყოფილა რომ შეშინებია, მერე თურმე ისაო ესაო, იმდენად კარგი ხარო რო, ენა დაბმია, მერე ხომ იცი ბაყაყებს როგორი წებოვანი ენები აქვთ?
- ჰა ჰა ჰაააააააა, მერე?
-მერე ამ მეფის ასულს უთქვამს, წადი ჯერ საქმენი საგმირონი მიჩვენეო, არა განა მართლა ჯერ ენა ამოიდგი, მერე მოდი და მითხარი რა გინდაო, მანმადე აგერ ცოტას გავიტანსავ-გამოვიტანსავებ, კაკლის ხეზეო
-კაკლის ხეზე რა უნდოდა?
-უი ეგ როგორ დამავიწყუდა ეს მეფის ასული სინამდვილეში  ჰეიდი ყოფილა, აი ჰეიდები ხომ იცი? გრძელი ფუმფულა კუდებით? ჰოდა აი ის ყოფილა. მერე ამბობენ მეფის ასულად გადაიქცაო, თუმცა არც მაგის მჯერა. ჰეიდებიც ჰეიდებად რჩებიან ყოველთვის, როგორც ბაყაყები ბაყაყებად, მაგრამ ჰეიდები და ისიც კიკინიანი ჰეიდები სულაც არ არიან ღიპიანები და მელოტები, ხომ იცი?
-კი კი ვიცი... მერე როგორ დამთავრდა ზღაპარი?
-ზღაპარი ჯერ არ დაწყებულა ბარნ და შენ კიდევ დამთავრდაო მეუბნები. მერე თურმე რო წასულა ბედის საძიებლად ეს უფლისწული დაუსჯია ჯადოქარს, ისე არც მაგის მჯერა მაგრამ ასე ამბობენ, ჰოდა ის საცოდავი ისევ ბაყაყდ გადაქცეულა... რას გაიგებ ამ ზღაპრებისას
-ჰეიდი?
-ჰეიდი?. . . ხომ გითხარი ზღაპარი ეხლა იწყებამეთქი?...
- აი თურმე რა
- ბარნ იცი? არსებობს ერთსიტყვიანი განმარტება “ბედნიეროფობია” არ გაგიგია?
-არა
-ჰოდა ფობიებით შეპყრობილი ბაყაყი ამხტარა, დამხტარა და ბოლოს ისევ გუბეში ჩამხტარა, ისე მემგონი ახლაც იქ უნდა იყოს...

* * *

-ალოოოოო, ალოოოოოოოოოოოოოოოოო, გესმით ჩემიიიიიიიიიიიი? რადიოშოკოლადში ვააააააააააარ?
-ისევ თქვენ ღრიალებთ ქალბატონო?
-მიშველეთ დამეხმარეეეეეეთ, დააბრუნეეეეეეეეეეთ
-ისევ ციყვები გაწუხებენ?
-არა ბაყაყებიიიიიიიი, მომაშორეთ ეს ბაყაყებიიიიიიიი, ყიყიყიყიყიყიყიყიყიყიყი, შეიძლება სულ ასე მთელი 24 საათი ყიყინებდნენ?
-კი მაგრამ ციყვები?????????
-დააბრუნეთ, დააბრუნეეეეეეეეეეეთ მე თქვენ გელაპარაკებით, დააბრუნეთ ჰეიდებიიიიიიიიიიიი...
რადიოსადენებში ისევ შხრიალის ხმა გაისმა...

  ესეც ალბათ რომელიმე სიზმრის ამონაგლეჯი თუ იქნებოდა თორემ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები