ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მონუსხული მისჩერებოდა ხაკი თუუალას. იცოდა, რომ თეთრ კლდეში გამოჭრილ სახლში ულამაზესი საროელი მდედრი ცხოვრობდა, მაგრამ... ნანახმა გაგონილს გადააჭარბა. წარმოდგენითაც კი ვერასოდეს წარმოიდგენდა საროზე ასეთი მდედრის არსებობას.
ხაკს უკვე ჰყავდა ერთი მუდმივი მდედრი... მაგრამ ის შარშან წყალდიდობისას დაიღუპა. და ახლა მის წინ დგას საროს უმშვენიერესი მდედრი, მასთან და მისთვის მოსული ხაკის სასახლეში! მისი გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა ახლა. ხაკმა თვალით ანიშნა მის მსახურს და ისიც მაშინვე გარეთ გავიდა.
თუუალამ გვერდით მიიხედა და რუნოს დაუწყო ძებნა თვალებით, - რუნოც გარეთ გასულიყო. ხაკის მსახური დაინახა, რომელსაც უმშვენიერესი თეთრი ყვავილები მოჰქონდა თუუალასთვის ფეხქვეშ დასაყრელად. თავადაც ვერ გააცნობიერა, რატომ აუფართხალდა გული თუუალას. გულმა აშკარად რუნოსკენ გაუწია. მაგრამ რუნო დარბაზში აღარ იყო.
ხაკი, ულამაზესი თაიგულით ხელში, მტკიცე ნაბიჯებით მოდიოდა თუუალასკენ. ზედმეტად თავდაჯერებული გამოხედვა ჰქონდა, - თითქოს ამბობდა, “ჩემი ტოლ-სწორი აქ არავინ ხართო”... თუუალას მიუახლოვდა, მის წინ მუხლი მოიყარა და ის იყო, ხელი შემართა თუუალას ფერხთით ყვავილების გასაშლელად, რომ თუუალას თავზე გადმოეყარა ვიღაცის მიერ შორიდან ნასროლი ყვავილები.
თუუალამ თავი ასწია და... რუნოს თვალები დაინახა, ტკივილიანი, ცრემლიანი და ვნებით სავსე თვალები.
და ვიდრე ვინმე გონზე მოსვლას მოასწრებდა, თუუალამ ხელი დასტაცა რუნოს ყვავილებს და გულში ჩაიკრა. რუნომ საროელთა შეშინებულ სახეებს მოავლო თვალი, შემდეგ ორიოდე ნახტომით გაჩნდა თუუალას გვერდით და მკერდზე მიიხუტა. ხაკმა სიბრაზისგან ფერი დაკარგა და იმ ყვავილებზე მეტად გათეთრდა. მისი მებრძოლები სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ერთი ხელის აღმართვა და... რუნო მკვდარი დაეცემოდა დარბაზში.
რუნომ მთელი ძალები მოიკრიბა, კიდევ უფრო მეტად ჩაიხუტა თუუალა და შესძახა:
- მე გავიმარჯვე, ხაკ! შენ გერგო მთელი ჩვენი ქონება, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა, მაგრამ მე მერგო საროს ულამაზესი მდედრის სიყვარული! და მე შენზე ბედნიერი ვარ! - მდედრმა თავად გააკეთოს არჩევანი... მოვიდეს და ერთ-ერთს დაგვადოს ხელი! - მან არჩევანი უკვე გააკეთა... აი დასტურიც, - რუნომ თუუალას ხელიდან გამოართვა მისი მიძღვნილი ყვავილები და ხელი ზეაღმართა. - თქვენ ორივე ინანებთ ამას! – მკაცრი ხმით თქვა ხაკმა და დარბაზი დატოვა.
რუნომ ჩაიცინა, ხელი დაავლო თუუალას და დარბაზიდან გაიყვანა. - გმადლობ, თუუალა... არ მეგონა, თუ მე ამომირჩევდი... - თავად ვერ ვხვდები, რატომ გავაკეთე ასე, რუნო! უბრალოდ, არ შეიძლება, ერთს შეხვდეს ყველაფერი და მეორეს არაფერი დარჩეს. - ქონება რომ მე დამრჩენოდა, ვის აირჩევდი, თუუალა? - მაშინ, ალბათ, ხაკს... არა, ალბათ კი არა, აუცილებლად ხაკს ავირჩევდი, რუნო! - რატომ ამბობ ასე? შენთვის მე არაფერს წარმოვადგენ? - ჯერ არაფერს, რუნო... ისევე, როგორც ხაკი... - მაგრამ, შენ მე ამირჩიე!... - ჰო, რადგან მას შეხვდა მთელი ქონება და შენ არაფერი შეგხვდა. - თუუალა, შენ ხომ ნივთი არ ხარ? შენ ამ განაწილებასთან არაფერ შუაში ხარ... შენ ვინ გინდა შენს გვერდით? - ჯერ არც შენ გიცნობ, რუნო და არც ხაკს! თქვენი შინაგანი სამყარო უცხოა ჩემთვის... და გარეგნულად კი იმდენად ერთნაირები ხართ, მეშინია კიდეც, არ ამერიოთ ერთმანეთში! - მე ნაკლები წყალდიდობა მაქვს ნანახი! - ეს არაფერს ნიშნავს! - მე არასოდეს მყოლია მუდმივი მდედრი! - არც ესაა მიზეზი... მდედრი აღარც ხაკს ჰყავს ახლა. - მე უფრო ადრე გნახე და შემიყვარდი... - და ხაკს რომ ვენახე უფრო ადრე? ხომ მან გამოგაგზავნა ჩემს მოსაძებნად?! - შენ მე არაფერს მიტოვებ ხელჩასაჭიდს, თუუალა... - არაფერს? მე შენთან დავრჩი... განა ეს ცოტაა? - არაა ცოტა, მაგრამ არც ბევრია! – ჩაეცინა რუნოს, - მე მეტი მინდა! - მაპატიე, რუნო... მე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ჯერ ხაკს უნდა დავლაპარაკებოდი. მე უნდა გამოვასწორო ეს შეცდომა.
თუუალამ რუნოს ხელი გააშვებინა და სასახლისკენ წავიდა. რუნო თავისი სახლისკენ გაემართა. ვინმეს რომ დაენახა ახლა რუნო, ალბათ შეეშინდებოდა, იმდენად ცარიელი და არაფრისმთქმელი თვალებით იყურებოდა იგი.
თუუალამ დარბაზში შესვლისთანავე დაინახა კუთხეში მიყრილი ულამაზესი თეთრი ყვავილები, ხაკის მიერ მისთვის მოტანილები. ყვავილები აკრიფა და ხაკის ოთახისკენ გაემართა. ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ფრთხილად შევიდა ოთახში და გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდა. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად.
ოთახის კუთხეში ყვავილთა ფურცლებით ამოგებული სარეცელი შენიშნა. თუმცა ამას არც ეთქმის ამოგებული... ფურცლები იმდენად ბევრი იყო ჩაყრილი, რომ მასში ჩაკარგვა შეიძლებოდა. თუუალამ დაღლილობა იგრძნო. მივიდა და ამ ფურცლებში ჩაწვა, მაგრამ... - მიშველეთ, აქ ვიღაც არის! – იყვირა თუუალამ და ფეხზე წამოხტა.
ფურცლები ხელით მიყარ-მოყარა და... ხაკი დაინახა! - ხაკ, აქ რას აკეთებ?! – შეანჯღრია თუუალამ, მაგრამ ხაკი არ გამოეპასუხა.
თუუალამ სახეზე დახედა და ისევ იყვირა: - მიშველეეეეთ!!! არავინ ხაააართ? ხაკი მოკვდაააა! – თუუალამ შენიშნა, რომ თვალდათვალ ცივდებოდა ხაკის სხეული და ცრემლები გადმოსცვივდა. - რატომ ყვირი, თუუალა? – თავი შემოჰყო ოთახში ნიმ. - ნი, ჩქარა!... ხაკი მოკვდა! მიშველე, ნიიიიიი! - მოიცა, ნუ ყვირი. მიმიშვი!... – ნიმ გულზე დაადო ყური, - ნუ გეშინია, ცოცხალია, მაგრამ... ცუდად არის! თუმცა, ვეცდები მოვასწრო მისი გადარჩენა! შენ აქ იყავი და, ვიდრე მე დავბრუნდები, ყურები დაუსრისე. ოთახიდან არ გახვიდე! არნაირი მიზეზით არ გახვიდე და არ მიატოვო ხაკი!
ნი ოთახიდან გავარდა, თუუალამ კი მონდომებით დაიწყო ხაკის ყურების სრესა. მალე დაბრუნდა ნი რაღაც ბალახებით ხელში. თან დიდი ქვაც შემოიტანა და ამ ბალახების დანაყვას შეუდგა. შემდეგ წვენი გამოწურა და პატარა ფიალით ხაკს ტუჩებთან მიუტანა.
ხაკს რეაქცია არ ჰქონია. მაშინ ნიმ ბალახის წკირით ამოიღო სითხის რამოდენიმე წვეთი და ძალად დაღებულ პირში ჩაასხა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ხაკს სითბო დაუბრუნდა და შემდეგ თვალიც გაახილა. იფიქრა, მეჩვენებაო, როცა მის სახესთან დახრილი თუუალას სახე დაინახა.
- თუუალა... შენ აქ ხარ? - - აქ ვარ, ხაკ... შენთან... - ძალიან ლამაზი ხარ, თუუალა... არ მინდა შენი დაკარგვა!... - ჩუუ, გაჩუმდი... სუსტად ხარ ჯერ... - რა მჭირდა? - უგონოდ იყავი. - რატომ? - იმიტომ, რომ ვიღაცამ საწამლავი ჩაგირია სასმელ წყალში, - ჩაერია მათ საუბარში ნი. - რას ამბობ, ნიი? – შეცბა თუუალა და უცებ გაახსენდა რუნოს ნათქვამი: “ან ის უნდა მოკვდეს და ან მეო”... ისიც გაახსენდა, როგორ გავიდა ყვავილების შემოსატანად... და მანამდე? სად იყო მანამდე? ხაკი არსად გასულა! რუნო გავიდა მხოლოდ! - ხაკ, მაპატიე... მე ვარ ყველაფერში დამნაშავე!... ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი... - არა, თუუალა... შენ არაფერ შუაში ხარ. ვიცი, ვინცაა ჩემი მტერი... საკუთარი ძმა! - და მიზეზი, ხაკ? - მიზეზი უმარტივესია: მას არვინ უყვარს საკუთარი თავის გარდა! არც მე... არც შენ, თუუალა! შენ სჭირდები მხოლოდ იმ მიზნით, რომ იტრაბახოს, საროს ულამაზესი მდედრი ჩემი მუდმივი მდედრიაო... - მივხვდი, ხაკ... მაშინვე მივხვდი ამას... - მაგრამ, საროელთა წინაშე, შენ რუნო აირჩიე! - ასე იყო საჭირო. სხვანაირად მე ვერ გავიგებდი, რას ფიქრობდა რუნო სინამდვილეში. - მხოლოდ ლამაზი კი არა, ჭკვიანიც ყოფილხარ, თუუალა. გახდები ჩემი მუდმივი მდედრი? და მე ხელმეორედ დაგიფენ ფეხქვეშ ყვავილებს! - არ მინდა ყვავილები. მე ისედაც გავხდები შენი მუდმივი მდედრი! - და არ შეუშინდები იმას, რომ მე ბევრი წყალდიდობა მაქვს ნანახი? - არა, ხაკ, მე შენი მუდმივი მდედრი ვარ, დღეიდან და სამუდამოდ! - ხაკ, თუ გინდა, რომ სწრაფად მომჯობინდე, ეს დალიე... – უთხრა ნიმ და მომცრო ფიალა მიაწოდა.
ხაკმა სულმოუთქმელად დალია ნის მიწოდებული სასმელი. ნიმ რაღაც ჩაურია ბალახის გამოწურულ წვენში და ხაკსაც ნელ-ნელა დაეხუჭა თვალები, მერე კი ისეთი მშვიდი ძილით დაიძინა, თითქოს 1-2 წყალდიდობაზე მეტი არ ჰქონოდა ნანახი. თუუალა გვერდიდან არ მოცილებია ხაკს. მერე დაღლილობამ თავისი გაიტანა და ისიც იმ ყვავილების ფურცლებში გაეხვია, ხაკს რომ ეყარა სარეცელში. თუუალამ თავი მიადო მხარზე მძინარე ხაკს და მანაც დაიძინა.
პირველს ხაკს გამოეღვიძა და მის მხარზე მძინარი თუუალა რომ შეიგრძნო, კინაღამ გრძნობა დაკარგა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასე სწრაფად შეუყვარდებოდა მდედრი. და მიხვდა, რომ თუუალა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდედრი იყო უკვე, საროს ყველა მდედრს შორის! მალე თუუალასაც გაეღვიძა და ხაკს გაუღიმა.
- ძალიან ლამაზი ხარ, თუუალა! - შენ ეს უკვე მითხარი, ხაკ! - როდის მომცემ შენზე დაჯდომის უფლებას? - 7 გათენების შემდეგ! მანამდე ნი მომამზადებს... - მანამდე მეც მოგიმზადებ სარეცელს, თუუალა. ყვავილები ძალიან სურნელოვანი გინდა თუ ნაზსურნელიანი? - ნაზსურნელიანი, ხაკ! - მომეცი უფლება, გაგზომო, რამხელა უნდა იყოს შენი სარეცელი, რომ ადვილი იყოს შენთვის შეწყვილება.
თუუალა მორჩილად დადგა ხაკის წინ და რაღაც უჩვეულოსთვის მოემზადა. ხაკმა თუუალას ზომვა დაიწყო. ჯერ გვერდით დაუდგა და მიიზომა, - თუუალა პირამდე სწვდებოდა ხაკს. შემდეგ კედლის კუთხეში დააყენა გვერდულად და მეორე გვერდამდე გაზომა, - ლამაზი ფორმა ჰქონდა თუუალას სხეულს, მრგვალი, გლუვი... და კანი ხომ საოცრად კრიალა ჰქონდა თუუალას და გაცილებით ბაცი სხვა საროელებთან შედარებით.
ხაკს თუუალას მკერდისკენ გაექცა თვალი. ხელი ფრთხილად ასწია და მწვანეთა კუდის მსგავსად აპრეხილ მკერდზე ჩამოუსვა. სრულიად მშვიდად იდგა თუუალა, - მას ხომ მხოლოდ ზომავდნენ?! სამაგიეროდ ასევე მშვიდი ვერ დარჩა ხაკი. და მთელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სხეულის ძირზე განთავსებული ხვრელიდან მის გამრავლების ორგანოს არ გამოეყო თავი.
მკერდიდან მუცლისკენ ჩაასრიალა ხელი ხაკმა. სწრაფად მიაგნო თუუალას გამრავლების ორგანოს, რომელსაც მჭიდროდ ჰქონდა პირები ერთმანეთზე მიკრული, - ჯერ ხომ არავინ მიჰკარებოდა მას?! - თუუალა, ნის სთხოვე, ისეთი ბალახების წვენით დაგზილოს, რომელც შენს კანს ყველგან დაარბილებს. მაშინ არაფერი გეტკინება. - მთელი სხეული უნდა დამიზილოს? სახეც? - არა, სახე არა... მუცელი დააზელინე.... და აი, აქ!... –გაეცინა ხაკს და შეკრულ ჭრილზე დაუსვა ხელი. - კარგი, ხაკ!...’
სწრაფად გავიდა დრო. შვიდჯერ დაღამდა და გათენდა. ყოველდღე აგროვებდა ნი რაღაც ბალახებს და მისი წვენით ზელდა თუუალას. თუუალას შეკრული ჭრილის კანი დაურბილდა, გაუთხელდა, მგრძნობელობა მოემატა. ნის ხელის შეხებაზეც კი მოწყვეტილი ფოთოლივით თრთოდა და კანკალებდა თუუალა. და აი, მოვიდა აღთქმული დღე.
თუუალა სასახლეში მომსახურე მდედრებმა მდინარესთან მიიყვანეს და იისფერი მტვერი გულდასმით ჩამობანეს. შემდეგ ერთ-ერთი სახეობის ბალახი აიღეს, დანაყეს და მისგან გამოწურული წვენი ფიალაში ააქაფეს. ეს სურნელოვანი ქაფი მთელ სხეულზე წაუსვეს და წრიული მოძრაობებით კანში შეაზილეს. თუუალამ კანზე გადაისვა ხელი, - მისი ისედაც გლუვი და პრიალა კანი იმდენად განაზდა და აპრიალდა, რომ თავადაც კი ესიამოვნა მისი ხელით შეხება.
ახლა სხვა ბალახი გამოწურა ერთ-ერთმა მდედრმა და თუუალას სახეზე და ყელზე წაუსვა, შემდეგ – მკერდზე, განსაკუთრებით დიდხანს – კერტებს უმუშავებდა ამ წვენით, და ბოლოს გამრავლების ორგანოს დახურულ ჭრილზე. იმდენ ხანს ზილა ეს მოკუმული ტუჩები, სანამ ოდნავ არ შესივდნენ და გასაშლელად მოემზადნენ. შემდეგ სულ ოდნავ დაატანა ძალა ამ შეკრულ პირს და იმდენზე გახსნა, რომ მასში ბალახის წკირი ჩატეულიყო. დარჩენილი წვენი ბალახის წკირით ამოიღო და გამრავლების ორგანოს იმ პაწაწკინტელა ჭრილში ჩაასხა. და მაშინვე რაღაც უცნაური გრძნობა გაუჩნდა თუალას, - რაღაც უნდოდა, იქ, შიგნით, და არ კი იცოდა, - რა!
თეთრი ყვავილებით მოწნული გვირგვინი დაადგეს თუუალას. ასეთივე მოწნული ყვავილების შვიდი გირლანდა დაჰკიდეს ყელის გარშემო და უზარმაზარ თეთრ თაიგულს დაამსგავსეს.
თუუალას ზარუმ მოაკითხა მდინარესთან და დარბაზისკენ წაიყვანა. უზარმაზარი დარბაზი თეთრი ყვავილებით იყო მორთულ-მოფენილი. დარბაზის ჭერსა და კედლებზე დიდი პეპლები ისხდნენ, გამჭვირვალე ულამაზესი ფრთებითა და მანათობელი სხეულებით. ამ პეპლების გამო დარბაზს ზღაპრული იერი ჰქონდა. ხანდახან ეს პეპლები კედლებიდან აიშლებოდნენ და დარბაზში იწყებდნენ ფრენას. მაშინ დარბაზის ნახვას არაფერი სჯობდა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ელფების სამყაროში მოხვდი და ახლა ამ ელფების საოცარ ცეკვას ადევნებ თვალსო. ცოტა ხნის შემდეგ ელფი-პეპლები ისევ კედლებს უბრუნდებოდნენ და მაშინ დარბაზის კედლები და ჭერი კვლავ უთვალავი ვარსკვლავით გაბრწყინებულ ზაფხულის ცას ემსგავსებოდა.
დარბაზის ცენტრში უჩვეულო ფორმის სარეცელი იდგა. სარეცელი იმდენად ვიწრო იყო, რომ ნებისმიერი საროელი ადვილად გადააჯდებოდა ზევიდან, ისე, რომ ფეხებით იატაკზე მდგარიყო. სერეცელს უცნაური ფორმის ამოჭრილი გული ჰქონდა: ის, ვინც მასში ჩაწვებოდა, ქვემოდან არ გავარდებოდა, მაგრამ მისი სხეულის წელსქვევითი სიგლუვე სარეცელსგარეთ აღმოჩნდებოდა. კიდევ ორი ნახევარჭრილი ჰქონდა სარეცელს, ფეხების მოხერხებულად მოსათავსებლად.
ზარუმ თუუალა სარეცელთან მიიყვანა და დაემშვიდობა. თუუალა მარტო დარჩა დარბაზში. ელფმა-პეპლებმა ერთად შეიფრთხიალეს და თუუალას გარშემო ცეკვა დაიწყეს, - ეს იმას ნიშნავდა, რომ კარი გაიღო და დარბაზში ვიღაც შემოვიდა. პეპლები სულ მალე დამშვიდდნენ და ისევ კედლებზე დასხდნენ. დარბაზის ცენტრისკენ ხაკი მოდიოდა.
ხაკი თუუალას მიუახლოვდა და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. შემდეგ ხელი მოჰკიდა და სარეცელის გვერდით მდგარ გადაჭრილ მორზე შემოსვა. თუუალა სიმაღლით ხაკს გაუთანაბრდა. ხაკმა ყელთან მიუტანა პირი და კისერზე შებმული გირლანდიდან ერთი ყვავილი მოწყვიტა კბილებით, თან კი თუუალას ჩაჰკიდა ორივე ხელი და თავის სხეულთან ახლოს მიიზიდა. თუუალას, თითქოს ბევრი ჭიანჭველა ერთად შეესიაო, ისე შეაჟრჟოლა. ხაკმა ახლა მეორე გირლანდას წაატანა პირი და შეაწყვიტა, თან კი ენა აუსვა თუუალას ყელს. თუუალამ ხელები მოუჭირა ხაკის ხელებს. ასე კბილებითა და ენით შეაჭრა ხაკმა თუალას ყელიდან ექვსი გირლანდა.
ხაკი მუხლებზე დაეშვა და თუუალას ფეხებზე შემოხვია ხელები. მეშვიდე გირლანდას, რომელიც ყელიდან მკერდის ბორცვებს შორის ეშვებოდა და ლამის მუხლებამდე სწვდებოდა თუუალას, სულ დაბლიდან ამოჰყვა ხაკი და თითო-თითო ყვავილს აცლიდა. ყოველი ყვავილის შეწყვეტის დროს ხაკს თუუალას სხეულთან ახლოს მიჰქონდა ცხვირი და მის სურნელს ამოწმებდა.
როცა იმ ყვავილს წაეტანა ტუჩებით, რომელიც გამრავლების ორგანოს უფარავდა, ხაკმა მდედრის სუნი შეგრძნო, რაც აქამდე არ უგრძვნია თუუალასთან. მიხვდა ხაკი, რომ თუუალა მზად იყო შეწყვილებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ უნდოდა მისი გაღიზიანება, რათა ტკივილის ნაცვლად სიამოვნება ეგრძნო თუუალას.
ხაკი სულ ზევით და ზევით მოუყვებოდა მეშვიდე გირლანდას. მკერდის ბორცვებს შორის “გაუჭირდა” ყვავილის კბილით გადაკვნეტა და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ხელები მიაშველა ყვავილებს. ეს ხელები “უნებურად” აღმოჩნდა თუუალას ძუძუებთან, რომლებმაც შეხებისთანავე აპრიხეს კერტები. ხაკი თუუალას ძუძუს აპრეხილ კერტს წაეტანა ტუჩებით და მოქაჩა. თუუალას გაურკვეველი ბგერები აღმოხდა. ხაკმა ახლა პატარა ბავშვივით დაუწყო წოვა თუუალას მკერდს. ხან ერთ ძუძუს წოვდა, ხან მეორეს, ვიდრე მასზე წასმულმა ბალახის წვენმა მოტკბო გემო არ დაკარგა. ეს თითქოს ნიშანი იყო, უკვე მზად ვარ შეწყვილებისთვისო, - კერტები და მოკუმული ქვედა ტუჩები დაებერა თუუალას.
ხაკმა ხელში აიტაცა თუუალა და ფრთხილად ჩააწვინა სარეცელში. სარეცელი ზუსტად თუუალას ზომაზე იყო ამოკვეთილი, ასე რომ თუუალა სრულიად უმოძრაო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვერც თავისით ადგებოდა, ვერც გვერდს იცვლიდა. სიმართლე რომ ითქვას, არც ჰქონდა გვერდის შეცვლის სურვილი. პირიქით, ელოდა კიდეც, როდის შეეხებოდა ხაკი მის გამრავლების ორგანოს, რომელშიც მისთვის გაურკვეველი და უჩვეულო რამ ხდებოდა ახლა.
ხაკი ახლოს მივიდა სარეცელთან და ცალი ფეხი გადაატარა. თუუალა ხაკის ფეხებს შორის აღმოჩნდა. მერე თუუალამ დაინახა, როგორ გამოყო თავი ქვედა ხვრელიდან ხაკის გამრავლების ორგანომ. იგი წვრილი და გრძელი ღრუიანი ბალახის ფორმისა იყო. ეს წვრილი ორგანო თუუალას იმ პაწაწკინტელა ხვრელში შეძვრა, საროელმა მდედრმა რომ ჩახსნა. ხაკმა სარეცელს ქვემოდან ამოსდო ხელები და თუუალამ ზურგის რბილ სიმრგვალეზე იგრძნო ხაკის თითების ნაზი შეხება და სრიალი. მერე ამ ხელებმა ოდნავ ზეაწიეს თუუალას სხეული, კიდევ, კიდევ... და უეცრად თუუალას სხეულში რაღაც მოხდა, - ის წვრილი ღერო ძალზე სწრაფად გამსხვილდა და სულ ბოლომდე ჩახსნა მოკუმული ქვედა ტუჩები, შემდეგ კი თუუალას სიღრმეში დაიწყო პულსირება: ხან გაფართოება და ხან დავიწროვება.
მერე კიდევ ერთხელ მოხდა რაღაც ისეთი, რომ ერთიანად დაიკლაკნა თუუალა... შემდეგ ხაკმაც იყვირა მისთვის უჩვეულო ხმაზე და... ყველაფერი დამთავრდა!
- ჩვენ მალე შვილი გვეყოლება, თუუალა... შენნაირი ლამაზი და ჭკვიანი... - და შენნარი მაღალი საროელი, ხაკ! - მე ბედნიერი ვარ, თუუალა!... - მეც ბედნიერი ვარ, ხაკ!
ხაკმა ფრთხილად ამოიყვანა საქორწილო სარეცელიდან თუუალა და თეთრი ყვავილების სურნელოვან ფურცლებზე დააწვინა, შემდეგ თვითონაც გვერდით მიუწვა და თუუალას თავი მიიხუტა მკერდზე.
* * * სწრაფად გადიოდა დრო. თუუალას უკვე კარგად ემჩნეოდა მუცელი. სულ მალე პატარა ნაცრისფერი საროელი შემოემატებოდა ხაკის სასახლეს. ნი სიხარულით ადგილს ვერ პოულობდა.
გახარებულნი იყვნენ მალუ და ნაორიიც... მაც... და აი, ერთ მშვენიერ დღეს მალუმ და ნაორიიმ გადაწყვიტეს თუუალას მონახულება. მაც თან წაიყვანეს.
საღამომდე მივიდნენ სასახლეში. გაუხარდათ თუუალასა და ხაკს სტუმრების დანახვა. ნი ძმას ჩაეხუტა და რაღაცას ეტიტინებოდა მწვანეთა ენაზე.
შეღამებულზე ისადილეს კიდეც უგემრიელესი ბალახეულითა და უცნაური რბილი მასით, რომელიც ხეზე იზრდებოდა და პური ერქვა. და როცა სუფრაზე თაფლიც მოიტანეს, მალუსა და ნაორიის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
ხაკს ადრეც უკვირდა, როცა თუუალამ უთხრა, “ნი – ჩემი და არისო” და ახლა მა რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა. - ეს ნადავლია თუუალა თუ ესეც შენი და არის? - მა ძმა არის ჩემი... მამრი მწვანეა... - და... არ იჭმევა? - შენ შეჭამდი შენს დას ან ძმას? - მაგრამ ის ხომ მწვანეა? - მაგრამ ის ხომ ჩემი ძმა არის?! – გაეღიმა თუუალას.
ნი და მა თუუალას ფერხთით ჩამოსხდნენ და მწვანეთა ენაზე დაიწყეს საუბარი. ხაკმა რამდენჯერმე მიხედა მათ, მხრები აიჩეჩა და დარბაზიდან გასვლა დააპირა, რომ თუუალას საუბარს მოჰკრა ყური მწვანეთა ენაზე. - შენ მათ ენაზეც საუბრობ? - დიახ, ხაკ! მე ვიცი მათი ენა, ისე, როგორც მათ იციან ჩვენი. - და რაო, რა თქვეს ახლა? - რა და.... მეომრებს უხმე, ხაკ! რუნო თავისი ხალხით აქეთ მოემართება თურმე. - ადრე რატომ არ მითხარი? - მეც ახლა გავიგე, მასგან... - მა, მომიყევი, რა ნახე... - ხაკ, რუნო წინ მოუძღვება თავის ჯარს. ამბობდა, ყველაფერი უნდა დავიბრუნო, რაც ხაკმა წამართვაო. - მაინც? - ქონება და თუუალაო... - ქონებას სულ შუაზე გავუყოფ, მაგრამ... თუუალას თავიდან ბალანიც არ მემეტება მისთვის!
უცებ მა ფეხზე წამოხტა. შემდეგ გაწვა და მიწაზე ყური დაადო. - მოდიან, ხაკ!... ახლოს არიან ძალიან! - მე რატომ არაფერი მესმის? - იმიტომ, რომ შენ ნაცრისფერი ხარ... მე კი მწვანე ვარ და შენზე უკეთესი სმენა მაქვს! გაიქეცი, ხაკ! გაიქეცი და თუუალაც თან წაიყვანე! - არა, მა... მე ვღებულობ ბრძოლას!!
და უეცრად მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, - თუუალამ დაინახა, როგორ გამოძვრა ბუჩქიდან ჩასაფრებული რუნო, მშვილდი მოზიდა და... ისროლა. - არა, ხაკ!... – იყვირა თუუალამ, ხაკს წინ გადაუხტა და...
სისხლმა იფეთქა თუუალას მუცლიდან. მოწყვეტილი ყვავილივით დაეცა თუუალა ხაკის ფეხებთან.
- ააა... – იყვირა მამ და ბუმერანგი ისროლა რუნოს მიმართულებით. - თუუალაააა! – იყვირა რუნომ და... ბუმერანგით თავგატეხილი, მკვდარი დაეცა თავისივე სამალავთან. - თუუალა, მომხედე, მე ვარ, ხაკი... თვალი გაახილე, გთხოვ... – ხაკი ზედ დაემხო თუუალას უსულო სხეულს. - თუუალააააა! – ერთად ყვიროდნენ ნი და მა, მაგრამ თუუალას აღარაფერი ესმოდა. თავის დაუბადებელ შვილთან ერთად სინათლის ანგელოზები მიაფრენდნენ მამა ღმერთის სამყოფელისკენ.
- გიორგიიიიი... ნიაააააააა! მე დავბრუნდი, ნიიიიიიიიიი! – შორიდანვე იყვირა თეომ, ლოდთან მიირბინა და მიეხუტა. - როგორ მომენატრეთ, იციიით?
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ეს ძალიან მაგარი თავია, თამრი! 5 ეს ძალიან მაგარი თავია, თამრი! 5
45. კარგია,თუმცა დედამიწა მირჩევნია ჯერჯერობით:) კარგია,თუმცა დედამიწა მირჩევნია ჯერჯერობით:)
44. ქეთ, იმათ იმხელა ყურები აქვთ, ადამიანებს არც კი დაესიზმრებათ!... :)))))))) ქეთ, იმათ იმხელა ყურები აქვთ, ადამიანებს არც კი დაესიზმრებათ!... :))))))))
43. ვაჰ, ვაჰ.. ყურების დაზელვაც ნამეტანი ცუდად მომხვდა ყურში, კი არადა თვალში :) ადამიანი ხომ არ არის ყურები დაუზილონ.
ფრიად საინტერესოდ კი წერთ :) ვაჰ, ვაჰ.. ყურების დაზელვაც ნამეტანი ცუდად მომხვდა ყურში, კი არადა თვალში :) ადამიანი ხომ არ არის ყურები დაუზილონ.
ფრიად საინტერესოდ კი წერთ :)
42. თქვენც როგორც ლორიას იმდენად ჭკვიანი მზერა გაქვთ ალბათ კარგად უნდა წერდეთ, მაგრამ მე ჯერ თავს ვერ ვაბავ წაკითხვას და ამიტომ მხოლოდ მზერას შეგიფასებთ ჯერ მხოლოდ +2 ით:) თქვენც როგორც ლორიას იმდენად ჭკვიანი მზერა გაქვთ ალბათ კარგად უნდა წერდეთ, მაგრამ მე ჯერ თავს ვერ ვაბავ წაკითხვას და ამიტომ მხოლოდ მზერას შეგიფასებთ ჯერ მხოლოდ +2 ით:)
41. მაგრად ვისიამოვნე. ცოტა ფინალზე მწყდება გული. მაგრად ვისიამოვნე. ცოტა ფინალზე მწყდება გული.
40. რა იქნებოდა გააეჩინა ეღტი პატარა , რაჰქვია იმასა , საროელ ბავშვს? ჰო, სარუკუნა , პატარა , რა მოხდებიდა? ის არ ეყოფიდა , აქ რა დრეც აწიე ? გაეხარა ბაღანას საროზე მაინც< გავბრაზდი :) რა იქნებოდა გააეჩინა ეღტი პატარა , რაჰქვია იმასა , საროელ ბავშვს? ჰო, სარუკუნა , პატარა , რა მოხდებიდა? ის არ ეყოფიდა , აქ რა დრეც აწიე ? გაეხარა ბაღანას საროზე მაინც< გავბრაზდი :)
39. ვახ ტამარ , საროულ სექსუალურ გამოცდილებას მაანდომებ რა ადამიანს, მი ტოჟე საროიცი ცავატანემ , ვააააააააააა:) ვახ ტამარ , საროულ სექსუალურ გამოცდილებას მაანდომებ რა ადამიანს, მი ტოჟე საროიცი ცავატანემ , ვააააააააააა:)
38. დაიძინე, ნინი... ეს 4 დღე - ვერანაირად ვერ მოვიცალე! ასე რომ... დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! ის კი არა, იქით კვირამდე არ დაიდება ახალი თავი, - თბილისში არ ვიქნები... :((((((( დაიძინე, ნინი... ეს 4 დღე - ვერანაირად ვერ მოვიცალე! ასე რომ... დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! ის კი არა, იქით კვირამდე არ დაიდება ახალი თავი, - თბილისში არ ვიქნები... :(((((((
37. რამხელა პაუზაა 4 დღე? ველოდები დღეს, გაგრძელებას,ისე არ დავიძინებ.:)
რამხელა პაუზაა 4 დღე? ველოდები დღეს, გაგრძელებას,ისე არ დავიძინებ.:)
36. კარგი ხარ თამარ!!! თბილი ნაწილი ვიხილე!!! მაგრა ადამიანო. ცოტა ელასტიური გახადო ეგ უცხოპლანეტელები არ შეიძლება ჰაა? :)) :)) :)) სიმართლე გითხრა ძალიან შემეცოდააა!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ თამარ!!! თბილი ნაწილი ვიხილე!!! მაგრა ადამიანო. ცოტა ელასტიური გახადო ეგ უცხოპლანეტელები არ შეიძლება ჰაა? :)) :)) :)) სიმართლე გითხრა ძალიან შემეცოდააა!!! გაიხარე შენა!!!
35. წავიკითხე! მართლა საინტერესოდაა აღწერილი ყველაფერი! და რაც დაუჯერებელია, ალბათ სწორედ ის ანიჭებს ამ ნაწარმოებს მომხიბლველობას! გაიხარე, თამარ! საუკეთესო სურვილებით! 555555555 წავიკითხე! მართლა საინტერესოდაა აღწერილი ყველაფერი! და რაც დაუჯერებელია, ალბათ სწორედ ის ანიჭებს ამ ნაწარმოებს მომხიბლველობას! გაიხარე, თამარ! საუკეთესო სურვილებით! 555555555
34. გარედან ვკითხულობ ხოლმე თამ :-* არ გეგონოს მავიწყდები :) გარედან ვკითხულობ ხოლმე თამ :-* არ გეგონოს მავიწყდები :)
33. მხოლოდ ლამაზი კი არა, ჭკვიანიც ყოფილხარ, თუუალა. გახდები ჩემი მუდმივი მდედრი? და მე ხელმეორედ დაგიფენ ფეხქვეშ ყვავილებს!
ვაა, იქაც კი ჭკვიანია ეს ქალი! გადამრევს, რააა... 5 მხოლოდ ლამაზი კი არა, ჭკვიანიც ყოფილხარ, თუუალა. გახდები ჩემი მუდმივი მდედრი? და მე ხელმეორედ დაგიფენ ფეხქვეშ ყვავილებს!
ვაა, იქაც კი ჭკვიანია ეს ქალი! გადამრევს, რააა... 5
32. ვხედავ,ვხედავ:)) და მეცოდება :) ვხედავ,ვხედავ:)) და მეცოდება :)
31. რა ვქნა, აბა? ასეთი ხათაბალა ქალია! :)) :)) რა ვქნა, აბა? ასეთი ხათაბალა ქალია! :)) :))
30. ეს უცებვე წავიკითხე გარედან,დაკომენტარება კი დაგვიგვიანდა მე და მელოდიას :)
თეო ყველგან ხათაბალაში რატომ უდან გაებას :) ? ეს უცებვე წავიკითხე გარედან,დაკომენტარება კი დაგვიგვიანდა მე და მელოდიას :)
თეო ყველგან ხათაბალაში რატომ უდან გაებას :) ?
29. ერნესტო, წიგნი ჯერ არ არსებობს... დიდხანს მოგიწევს ლოდინი. :))))))))))))))))) ერნესტო, წიგნი ჯერ არ არსებობს... დიდხანს მოგიწევს ლოდინი. :)))))))))))))))))
27. აუ როგორ მინდა თქვენი წიგნი, კიდევ ერთხელ თავიდან წავიკითხავდი. აუ როგორ მინდა თქვენი წიგნი, კიდევ ერთხელ თავიდან წავიკითხავდი.
26. მდაააა....რაღა დაგიმალო და ცოტა მაზოხისტური მეჩვენა ხაკი დამოკიდებულება ...:( ეს რა სარეცელია გაფიცეებ? რომ ხარ გაკავებული და ვერ მოძრაობ?;;) ნუ რა ვიცი ..რა ვიცი...ერთი სხვა პლანეტებსაც დაველოდები და მერე გადავწყვიტავ სად ვიმოგზაუროოო :)) :P :-* მდაააა....რაღა დაგიმალო და ცოტა მაზოხისტური მეჩვენა ხაკი დამოკიდებულება ...:( ეს რა სარეცელია გაფიცეებ? რომ ხარ გაკავებული და ვერ მოძრაობ?;;) ნუ რა ვიცი ..რა ვიცი...ერთი სხვა პლანეტებსაც დაველოდები და მერე გადავწყვიტავ სად ვიმოგზაუროოო :)) :P :-*
25. რა ჩემი ბრალია? აბა, როცა ძალიან გემრიელადაც ვარგებდი ყველაფერს, გადაირია ურაკის მოსახლეობა, - "მოსაწყენი გახდა რომანიო"! ა, ბატონო, იმხიარულეთ და ნუ მოიწყენთ! არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას! :)))))))))))))) რა ჩემი ბრალია? აბა, როცა ძალიან გემრიელადაც ვარგებდი ყველაფერს, გადაირია ურაკის მოსახლეობა, - "მოსაწყენი გახდა რომანიო"! ა, ბატონო, იმხიარულეთ და ნუ მოიწყენთ! არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას! :))))))))))))))
24. მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდეს ეს ქალი, ყველგან მისწვდები და არაფერს შეარგებ, ხოლმე რა! რა გინდა? რას ერჩი ადამიანო? :) არ გეცოდება? :) მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდეს ეს ქალი, ყველგან მისწვდები და არაფერს შეარგებ, ხოლმე რა! რა გინდა? რას ერჩი ადამიანო? :) არ გეცოდება? :)
23. ნეტა სხვა პლანეტებზე რა ხდება? ძალიან საინტერესოა. გააგრძელე. ვფიქრობ სხვა პლანეტებზე მაინც გამრავლდებიან სხვაგავრად.
ნეტა სხვა პლანეტებზე რა ხდება? ძალიან საინტერესოა. გააგრძელე. ვფიქრობ სხვა პლანეტებზე მაინც გამრავლდებიან სხვაგავრად.
22. მეც წლოვანება მეგონა მაგრამ ეჭვი მეპარებოდა... :) მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას...სხვა პლანეტები მაინტერესებს ძალიან :) მეც წლოვანება მეგონა მაგრამ ეჭვი მეპარებოდა... :) მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას...სხვა პლანეტები მაინტერესებს ძალიან :)
21. რას ნიშნავს და გაზაფხულობით დიდი წვიმებია და მდინარეები დიდდება. სხვას არაფერს ნიშნავს, მერაბ... და რამდენი გაზაფხულიც აქვს გავლილი, იმდენი წყალდიდობა აქვს ნანახი, ანუ იმდენი წლისაა. რას ნიშნავს და გაზაფხულობით დიდი წვიმებია და მდინარეები დიდდება. სხვას არაფერს ნიშნავს, მერაბ... და რამდენი გაზაფხულიც აქვს გავლილი, იმდენი წყალდიდობა აქვს ნანახი, ანუ იმდენი წლისაა.
20. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თააავს:) მოუთმენლად ველოდები შემდეგ თააავს:)
18. მე ძალიან მომეწონა ეს პლანეტა....აღფრთოვანებული ვარ ქალბატონო თამარ თქვენი ფანტაზიით...წარმომიდგენია სხვა პლანეტები რა საინეტერესონი იქნებიან ... :) ერთი ეს წყალდიდობის ნახვა რას ნიშნავს გამაგებინეთ რა :D მე ძალიან მომეწონა ეს პლანეტა....აღფრთოვანებული ვარ ქალბატონო თამარ თქვენი ფანტაზიით...წარმომიდგენია სხვა პლანეტები რა საინეტერესონი იქნებიან ... :) ერთი ეს წყალდიდობის ნახვა რას ნიშნავს გამაგებინეთ რა :D
17. ეს სულ სხვა რამეა... დამიჯერე! ეს სულ სხვა რამეა... დამიჯერე!
16. ჩემი და , გიჟდებოდა ისე უყვარდა ბაბუა, გარდაიცვალა. მარა ახლა სახელს რომ მეძახის ბაბუა არ ახსენდება, მაგ დროს :) ჩემი და , გიჟდებოდა ისე უყვარდა ბაბუა, გარდაიცვალა. მარა ახლა სახელს რომ მეძახის ბაბუა არ ახსენდება, მაგ დროს :)
15. მე რასაც ვფიქრობდი, დავწერე კიდეც, გუდა! მას ისე ენატრებოდა ნია, რომ პატარა მწვანესაც კი ნი დაარქვა... :)))))))))) მე რასაც ვფიქრობდი, დავწერე კიდეც, გუდა! მას ისე ენატრებოდა ნია, რომ პატარა მწვანესაც კი ნი დაარქვა... :))))))))))
14. რავიცი აბა, განსხეულდა და მე რეინკარნაციად აღვიქვი :)
დასასრულზე მაინც ეს აზრი მაქ ვფიქრობ :)
ჰა, შენ რას ფიქრობ თამარ ? :) რავიცი აბა, განსხეულდა და მე რეინკარნაციად აღვიქვი :)
დასასრულზე მაინც ეს აზრი მაქ ვფიქრობ :)
ჰა, შენ რას ფიქრობ თამარ ? :)
13. რა მააგარიაააა:) რა მააგარიაააა:)
12. ეს სულ არ იყო რეინკარნაცია... ეს იყო მოგზაურობა საროზე... ასეთი მოგზაურობებით გაგაცნობთ ექვსივე პლანეტას, იქაური ცხოვრების წესებს, ზოგი მოგეწონებათ, ზოგი - არა... :)))))))))) ეს სულ არ იყო რეინკარნაცია... ეს იყო მოგზაურობა საროზე... ასეთი მოგზაურობებით გაგაცნობთ ექვსივე პლანეტას, იქაური ცხოვრების წესებს, ზოგი მოგეწონებათ, ზოგი - არა... :))))))))))
11. ძალიან საინტერესოააა:) ეს ბოლო რეინკარნაცია იყო ხო?:) ძალიან საინტერესოააა:) ეს ბოლო რეინკარნაცია იყო ხო?:)
10. - გიორგიიიიი... ნიაააააააა! მე დავბრუნდი, ნიიიიიიიიიი! – შორიდანვე იყვირა თეომ, ლოდთან მიირბინა და მიეხუტა. - როგორ მომენატრეთ, იციიით?
წინა თავებთან შედარებით, დასასრული არაბუნებრივი მეჩვენა, ვინაიდან მანამდე ყველა დაბრუნებას იმედგაცრუება და დიდი ტკივილი ახლდა, რეინკარნაციის დროს განცდილის გამო.
ყველაფერი კარგადაა დანარჩენი. :)
მოწამეთობას გილოცავ. - გიორგიიიიი... ნიაააააააა! მე დავბრუნდი, ნიიიიიიიიიი! – შორიდანვე იყვირა თეომ, ლოდთან მიირბინა და მიეხუტა. - როგორ მომენატრეთ, იციიით?
წინა თავებთან შედარებით, დასასრული არაბუნებრივი მეჩვენა, ვინაიდან მანამდე ყველა დაბრუნებას იმედგაცრუება და დიდი ტკივილი ახლდა, რეინკარნაციის დროს განცდილის გამო.
ყველაფერი კარგადაა დანარჩენი. :)
მოწამეთობას გილოცავ.
8. ეს ქალი შემშლისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!! ეს ქალი შემშლისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!
7. უძახე შენ ნაცრისფერები და მწვანეები....კი ჰქონიათ დახვეწილი ყველაფერი....
თამრო, თანდათან უფრო საინტერესო ავტორი ხდები...5555
უძახე შენ ნაცრისფერები და მწვანეები....კი ჰქონიათ დახვეწილი ყველაფერი....
თამრო, თანდათან უფრო საინტერესო ავტორი ხდები...5555
6. ხაკმა ხელში აიტაცა თუუალა და ფრთხილად ჩააწვინა სარეცელში. სარეცელი ზუსტად თუუალას ზომაზე იყო ამოკვეთილი, ასე რომ თუუალა სრულიად უმოძრაო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვერც თავისით ადგებოდა, ვერც გვერდს იცვლიდა.
უF,დაილოცა ჩვენი დედამიწა... ხაკმა ხელში აიტაცა თუუალა და ფრთხილად ჩააწვინა სარეცელში. სარეცელი ზუსტად თუუალას ზომაზე იყო ამოკვეთილი, ასე რომ თუუალა სრულიად უმოძრაო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვერც თავისით ადგებოდა, ვერც გვერდს იცვლიდა.
უF,დაილოცა ჩვენი დედამიწა...
5. ლამის საროზე გადავსახლდე ისე ლამაზად აღწერ იქაურ ეროტიულ სცენებს ;;) მაგარია მთლიანობაშიც და ისეც ძაან საინტერესოა და თხრობა კიდევ უკეთესი :) ჩემი უმაღლესი შეფასება ამ ნაწეს 2 ლამის საროზე გადავსახლდე ისე ლამაზად აღწერ იქაურ ეროტიულ სცენებს ;;) მაგარია მთლიანობაშიც და ისეც ძაან საინტერესოა და თხრობა კიდევ უკეთესი :) ჩემი უმაღლესი შეფასება ამ ნაწეს 2
4. ეეეეჰ,რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში!ინტერნეტმა მიღალატა.თამარ! გენიოსურია....მეც მინდა მათთან! რიტუალმა გამაოგნა და საერთოდ...პირდაღებული ვკითხულობდი. ეეეეჰ,რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში!ინტერნეტმა მიღალატა.თამარ! გენიოსურია....მეც მინდა მათთან! რიტუალმა გამაოგნა და საერთოდ...პირდაღებული ვკითხულობდი.
3. რა საინტერესო თავგადასავალი იყო......;) საროზე ალბათ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება......., განსაკუთრებით მწვანეებსა და ნაცრისფერებს შორის.....:) ველით...შემდგომ ამბებს......:) რა საინტერესო თავგადასავალი იყო......;) საროზე ალბათ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება......., განსაკუთრებით მწვანეებსა და ნაცრისფერებს შორის.....:) ველით...შემდგომ ამბებს......:)
2. ჩემი მოკითხვა თბილ და ლამაზ ქალბატონს ჩემი მოკითხვა თბილ და ლამაზ ქალბატონს
1. რას არ წაიკითხავს კაცის თვალი! მაგარი ხარ, თამრი... მეც მინდა საროზე. აქამდე არ მინდოდა და მომინდა! :))))))))))))))))))))) 5 რას არ წაიკითხავს კაცის თვალი! მაგარი ხარ, თამრი... მეც მინდა საროზე. აქამდე არ მინდოდა და მომინდა! :))))))))))))))))))))) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|