იამამოტო ცუნეტომო, ჰაგაკურე – “ფოთლებქვეშ დაფარული”, სამურაის წიგნი
1. “ვიღაც ამბობს, რომ ადამიანებისადმი მომთხოვნი უნდა იყო, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები.
ყველასთვის ცნობილია, რომ თევზი არ დასახლდება იქ სადაც მხოლოდ სუფთა წყალია. ხოლო თუ წყალი დაფარულია წყალმცენარეებით, თევზი მათ ქვეშ დაიმალება და ადვილად გამრავლდება.
მსახურნიც უფრო წყნარად იცხოვრებენ, თუ მათი ცხოვრების რაღაც მხარეებს ყურადღების მიღმა დავტოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს ეს, როდესაც ადამიანების ქცევას აფასებ”
2. “ერთ-ერთ შეკრებაზე, ერთი კაცი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უნდა აერჩიათ. გადაწყვიტეს, რომ ეს კაცი არ იყო ღირსი ამ თანამდებობისა, რადგან გაიხსენეს, რომ ოდესღაც, რომელიღაც ქეიფში, მან მთვრალი დებოში მოაწყო. მაგრამ ერთი დამსწრე წინააღმდეგ წავიდა: - თუ ჩვენ ყველაზე, ვისაც შეცდომა მოსვლია, უარს ვიტყვით, მაშინ მოსალოდნელია საჭირო ადამიანი ვერ ვიპოვოთ. ის, ვისაც ერთხელ შეეშალა, უფრო პრინციპული და დაკვირვებული იქნება, რადგან იგი ინანიებს თავის საქციელს. მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა უნდა დაიკავოს განსახილავი თანამდებობა. - თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ კაცზე? - დიახ, ავიღებ – თქვა გამომსვლელმა. - რატომ იღებთ ამ დიდ პასუხისმგებლობას? – ჰკითხეს მას სხვებმა. - მე მას ვენდობი იმიტომ, რომ ამ ადამიანს ერთხელ შეეშალა. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათოა. ამის შემდეგ, ეს ადამიანი აირჩიეს თანამდებობაზე.”
3. “ერთხელ, როდესაც ბატონი მიცუსიგე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბერმა კაიონმა დაავალა მას ხმამაღლა წაეკითხა ტექსტი წიგნიდან. მაშინ ბატონმა მიცუსიგემ სხვა ბავშვებსა და მსახურებს დაუძახა და უთხრა:
- გთხოვთ, მობრძანდით და მოისმინეთ. ძნელია კითხვა, როდესაც არავინ გისმიენს. ბერზე ამ საქციელმა ძალიან იმოქმედა და მან შეკრებილთ უთხრა: - აი მაგალითი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ საქმე. “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან საინტერესოა:) ძალიან საინტერესოა:)
5. მე მას ვენდობი იმიტომ, რომ ამ ადამიანს ერთხელ შეეშალა. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათო
здесь каждый раз есть что-то интересное მე მას ვენდობი იმიტომ, რომ ამ ადამიანს ერთხელ შეეშალა. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათო
здесь каждый раз есть что-то интересное
4. - მე მას ვენდობი იმიტომ, რომ ამ ადამიანს ერთხელ შეეშალა. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათოა.
არ ვიცოდი, სამურაები და მე ერთნაირად თუ ვფიქრობდით :) ვერ ვიმსჯელებ თარგმანის ხარისხზე სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან საინტერესოა. - მე მას ვენდობი იმიტომ, რომ ამ ადამიანს ერთხელ შეეშალა. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათოა.
არ ვიცოდი, სამურაები და მე ერთნაირად თუ ვფიქრობდით :) ვერ ვიმსჯელებ თარგმანის ხარისხზე სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან საინტერესოა.
3. ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათოა. ხო, მგონი ასეა, იმიტომ რომ არ იცი რას უნდა ელოდო მისგან:)5 ის, ვისაც არასოდეს შეშლია, სახიფათოა. ხო, მგონი ასეა, იმიტომ რომ არ იცი რას უნდა ელოდო მისგან:)5
2. კარგი და საინტერესო. გაიხარე ლევან! კარგი და საინტერესო. გაიხარე ლევან!
1. საინტერესოა! საინტერესოა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|