 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 17 ოქტომბერი, 2009 |
თავი მეექვსე
ვით დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი.... წინ გვიძღვის უფალი... და წირთხლზე სისხლად დარჩენილ ნიშანთა, შენს გახსნილ კართან: წინ?--- თავისუფლება, მონა? ---იქ, ეგვიპტეს, დარჩა.....
ეს რა, თქვენი სიმღერა იყო? მოსეს ჩაეღიმა. დიახ, ხალხი ასე მღეროდა...
მეწამული ზღვის გაშავებული ტალღის ტყლაშუნი ახლაც საზარლად ჩამესმის სიზმრად...... პირდაღებული...გულგახსნილი.... მომზადებული ჩვენს ჩასანთქავად....უფლის ბრძანებით ყალყზე შემდგარი, თითქოს ელოდა...როდის დავუშვებდი კვერთხს, რომ გადავეყლაპეთ.... მე კი, კვერთმოღერებულს, კიდევ ნუგეშიც უნდა მეცა..... რომ გაებედათ დამფრთხალ მონებს და... წყალმოშიშვლებული ზღვის ფსკერისათვის ფეხი დაედგათ....თან ამეტანა ღვთის უბოდიშო დამუნათება, წუწუნი და საყვედურები..... ,,რარიგ ვნანობთ, რომ დავუჯერეთ ამ ბებერ გიჟსო... წინ --- მეწამული ზღვა გველეშაპად პირდაღერილი...უკან--- გამწყრალი ფარაონი უთვალავი სპით....რა ეგვიპტეში ვერ მოვკვდებოდით, ამ უდაბნოში, რომ არ გვერბინა?!.... თან აქ ყველა ერთად გავწყდებით და იქ კი, ზოგნი ხომ მაინც დავრჩებოდითო.’’
........,,არა, ამ მონას თავი მართლა ღმერთი ხომ არ ჰგონია, ნეტა?!... არ შეაჩეროთ ეტლები და მისდიეთ კვალში!.... ეს ღრუბელი რომ ხედვას გვიფარავს, და თან ბორბლებიც სულ ჩაეფლნენ ამ მწვანე ლაფში... ბატონო, მგონი, ზღვის ფსკერზე ვართ!... რას ბოდავ?! ეს ხომ... მეწამული ზღვის ჭანჭრობებია!.... გარეკე, შლეგო!...................
....... როცა ხიდზე გადავრბოდით მე და ჩემი ამხანაგები...სადღაც ზემოდან ავტომატის ჯერი დაგვიშვეს.... ასე მეგონა, რომელიღაცა ფილმის გმირი ვიყავი.... რეალობის შეგრძნება სრულიად დავკარგე..... ........ საკენისაკენ აღმართს მივუყვებით... ეს თოვლი და ქარბუქი ნამდვილად ღვთის სასჯელია.... აბა, სექტემბრის მიწურულს, თუნდაც, ზემო სვანეთში, რა უნდა თოვლსა და ქარბუქს.....ჩემს წინ, ასე დაახლოებით ჩემი ცოლის ხნის, ახალგაზრდა ქალს ბავშვი აუტატებია, ორი-სამი წლისა, ჩემი ბიჭის ტოლი. თვალში მეცა მისი ტიტველი ფეხები.... ეტყობა სიჩქარეში, გაქცევისას, ფეხსაცმელების ჩაცმა დაავიწყდათ....თან....ვინ იფიქრებდა, ამ სექტემბერის ბოლოს დაზამთრებას?....დედას გვერდით ჩემი გოგონას ხელა მეორე გოგო მისდევს... და უეცრად ქალმა ჩაიმუხლა.... მეტი აღარ შემიძლია!.... თითქოს თავისთვის თქვა, მაგრამ.....აქ სად დარჩებით, ქალბატონო, ამ აღმართზე ამაღამ გაიყინებით....მეტი აღარ შემიძლია!..... მისი უაზროდ გაშუშებული თვალები რომ დავინახე....მომეცით ბავშვი!..... მე კი შემიძლია?!.... ერთი,ორი, სამი, ოთხი, ხუთი,.... ოცდაათმეტიიიი,..... როგორც ბავშვობაში, მამისკისერჩახვეული, ბუშტებს რომ ვითვლიდი....და რამ გამახსენა, ნეტავი, ეს ახლა?!.... ჰო, უნდა ვითვალო, ყველაფერი ვითვალო, რომ დაღლილობა დამავიწყდეს...სიცივე დამავიწყდეს ...შიმშილი დამავიწყდეს..... და რაც მთავარია, თავიდან ამოვიგდო,იქ, სადღაც დაბლა, გონებას ჩარჩენილი სურათი: ცეცხლის გარშემო მოცეკვავე მოხუცი და სომხის ბავშვები.... აფხაზეთიდან ქართველები გარბიან და გაიხარეთო!.... არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ, რას იქმოდენ.... მივდივართ.... აღმართზე მივდივართ... ძნელია... და მუხლიც ხანდახან კი მომეკვეთება, ჯერ მაინც მომყვება!...მაგრამ ყოველ აღმართს, უთუოდ დაღმართი მოსდევს...აი, იქ მჭირდება მეტი გამძლეობა... ჯერ კი აღმართია და მუხლიც მომყვება.....
.............კვერთხი დაუშვიო!...უფალმა და ფარაონისა და მისი ჯარის თავზე მეწამულმა ზღვამ, ამ საზარელმა გველეშაპმა, პირი შეკრა..... ........... ვით დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი.... წინ გვიძღვის უფალი....... მოსემ თვალები დახუჭა. აღარაფერს ვეკითხები... ვგრძნობ, აქ არ არის.... კვლავ იმ წამის მშვენიერებას განიცდის..... პირველი აღმართის ძლევის..... თუმც იცის, წინ ახლა დაღმართი ელის... და ეს უფრო ძნელია....
...... არა, ახლა მეტს აღარ დაწერს...ვარდისფერ ბურთულებსაც შეეშვება.... რაღაც ახალი დაიწყო, მგონი, და იქნებ ეს იკმაროს?...რომ არ დაეღვაროს არცერთი წვეთი... რომ არ დაეკარგოს არცერთი განცდა...... დღეს წერა კმარა!..... მაგრამ მას არა, მას სულ არ ..... .....................ვარდისფერ ბურთულებად შეკრული წრე...... 17 ოქტომბერი, 2009 წელი. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გმადლობ, მიშა, გავასწირებ. ,,მეწამული'' ყოფილა, ვნახე ბიბლიაში, მართალი გითხრა, არც კი მიმიქცევია ყურადღება აქამდე. ;) ,,შემოატარა ღმართმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზრვისკენ'' გამოსვ. 13.18. ;) გმადლობ, მიშა, გავასწირებ. ,,მეწამული`` ყოფილა, ვნახე ბიბლიაში, მართალი გითხრა, არც კი მიმიქცევია ყურადღება აქამდე. ;) ,,შემოატარა ღმართმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზრვისკენ`` გამოსვ. 13.18. ;)
23. ყველაზე მაგრად ის მაკვირვებს რომ ყველა ნაწილი არ მაქვს წაკითხული და მაინც, შეიძლება ბევრი რამ განსაზღვრო...
ძალიან კარგია : ) ყველაზე მაგრად ის მაკვირვებს რომ ყველა ნაწილი არ მაქვს წაკითხული და მაინც, შეიძლება ბევრი რამ განსაზღვრო...
ძალიან კარგია : )
22. საინტერესოდ მიდის თხრობა და კიდეც მომწონს, მაგრამ "მეწამური" თუ "მეწამული"? 55555 საინტერესოდ მიდის თხრობა და კიდეც მომწონს, მაგრამ "მეწამური" თუ "მეწამული"? 55555
21. ძალიან ლამაზი სული გაქვთ555 ძალიან ლამაზი სული გაქვთ555
20. საინტერესოა! გაგრძელებას ველი მოუთმენლად.... 55555 ;) საინტერესოა! გაგრძელებას ველი მოუთმენლად.... 55555 ;)
19. ბრავოოო! მატულობს და მატულობს ჩემი დადებითი ემოცია :) დ. ბრავოოო! მატულობს და მატულობს ჩემი დადებითი ემოცია :) დ.
18. კარგი ხარ... გაიხარე......... კარგი ხარ... გაიხარე.........
17. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ბოლომდე, ოღონდ არა ბეჭვდითი ფორმით: ანუ მონიტორიდან ამდენის ამოკითხვა არ შემიძლია:) დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ბოლომდე, ოღონდ არა ბეჭვდითი ფორმით: ანუ მონიტორიდან ამდენის ამოკითხვა არ შემიძლია:)
16. საინტერესო არქიტექტურულ შენობას აგებ, მაიკო. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ფერისა და შინაარსის ფასადებს, ასე გულმოდგინედ რომ ძერწავ, საბოლაო, ერთობ რთული ყალიბი, ჰარმონიულს გახდის, შენი დიდი შრომისა და ნიჭის წყალობით..... ისე, ამ შენი გემრიელი ტორტიდან ცოტა დიდი ნაჭრები მოგვიჭერი....ეს ხუმრობით, არ გეწყინოს. გაიხარე და გაიხარე. საინტერესო არქიტექტურულ შენობას აგებ, მაიკო. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ფერისა და შინაარსის ფასადებს, ასე გულმოდგინედ რომ ძერწავ, საბოლაო, ერთობ რთული ყალიბი, ჰარმონიულს გახდის, შენი დიდი შრომისა და ნიჭის წყალობით..... ისე, ამ შენი გემრიელი ტორტიდან ცოტა დიდი ნაჭრები მოგვიჭერი....ეს ხუმრობით, არ გეწყინოს. გაიხარე და გაიხარე.
15. ჩემი მოკრძალებული პატივისცემა შენ მათე ბიჭო!!! უფალი შენთანააა!!! ვეფერები შენს ყოველ სიტყვას!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოკრძალებული პატივისცემა შენ მათე ბიჭო!!! უფალი შენთანააა!!! ვეფერები შენს ყოველ სიტყვას!!! გაიხარე შენა!!!
14. და რაც მთავარია, თავიდან ამოვიგდო,იქ, სადღაც დაბლა, გონებას ჩარჩენილი სურათი: ცეცხლის გარშემო მოცეკვავე მოხუცი და სომხის ბავშვები.... აფხაზეთიდან ქართველები გარბიან და გაიხარეთო!.... არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ, რას იქმოდენ....
ძალიან კარგია, მათე! ბრავო! 5 და რაც მთავარია, თავიდან ამოვიგდო,იქ, სადღაც დაბლა, გონებას ჩარჩენილი სურათი: ცეცხლის გარშემო მოცეკვავე მოხუცი და სომხის ბავშვები.... აფხაზეთიდან ქართველები გარბიან და გაიხარეთო!.... არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ, რას იქმოდენ....
ძალიან კარგია, მათე! ბრავო! 5
13. ........... ვით დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი.... წინ გვიძღვის უფალი....... ........... ვით დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი.... წინ გვიძღვის უფალი.......
12. მოკითხვა მათე-ბიჭო! რა სუფთა და ლამაზი, რა სათუთი და მშვენიერი სამყარო გაქვს! 5555555555 მოკითხვა მათე-ბიჭო! რა სუფთა და ლამაზი, რა სათუთი და მშვენიერი სამყარო გაქვს! 5555555555
11. აქ მუდამ ვისნვენებ .... იმდენად დადებითი აურა გაქვს რომ... :-*
არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ, რას იქმოდენ....
აქ მუდამ ვისნვენებ .... იმდენად დადებითი აურა გაქვს რომ... :-*
არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ, რას იქმოდენ....
10. თუ ცხოვრება დაგღლის,აქ უნდა შემოხვიდე და დაისვენო...ამაღლდე ყოფიერებაზე თუ ცხოვრება დაგღლის,აქ უნდა შემოხვიდე და დაისვენო...ამაღლდე ყოფიერებაზე
9. ამ ეპიზოდმა დამასევდიანა
მაგრამ ყოველ აღმართს, უთუოდ დაღმართი მოსდევს...აი, იქ მჭირდება მეტი გამძლეობა...
ჩაგეხუტე:-* ამ ეპიზოდმა დამასევდიანა
მაგრამ ყოველ აღმართს, უთუოდ დაღმართი მოსდევს...აი, იქ მჭირდება მეტი გამძლეობა...
ჩაგეხუტე:-*
8. ძალიან ღრმა ხარ...საინტერესო...ჩამთრევი....(რა თქმა უდნა კარგი გაგებით) ძალიან ღრმა ხარ...საინტერესო...ჩამთრევი....(რა თქმა უდნა კარგი გაგებით)
7. მოკითხვა ჩემს თბილსა და ლამაზ ქალბატონს მოკითხვა ჩემს თბილსა და ლამაზ ქალბატონს
6. არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!...
რა ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს ამ სიტყვებს... ძალიან კარგი ხარ მაიკო...ნათელი და სუფთა... არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!...
რა ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს ამ სიტყვებს... ძალიან კარგი ხარ მაიკო...ნათელი და სუფთა...
5. მაი, ძალიან მიყვარხარ! უჩვეულოდ ლამაზი სამყარო გაქვს სულში... თუ ამ სამყაროში ხარ, სულით! მოკლედ, მაგარი ხარ და ყოველთვის გელოდები! 5 მაი, ძალიან მიყვარხარ! უჩვეულოდ ლამაზი სამყარო გაქვს სულში... თუ ამ სამყაროში ხარ, სულით! მოკლედ, მაგარი ხარ და ყოველთვის გელოდები! 5
4. მათე საოცარო.....მათე საოცარო....5555555555 არ ვიცი რა ვთქვა...მთლიანად განცდა ვარ....ამის წაკითხვის მერე.... მათე საოცარო.....მათე საოცარო....5555555555 არ ვიცი რა ვთქვა...მთლიანად განცდა ვარ....ამის წაკითხვის მერე....
3. რა კარგად წერ მაი... 5555 რა კარგად წერ მაი... 5555
2. კარგო და კარგო! კარგო და კარგო!
1. გაიხარეთ! მართლა მშვენიერია, ქალბატონო მაია! გაიხარეთ! მართლა მშვენიერია, ქალბატონო მაია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|