| ავტორი: mexanic ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2009 |
მოკლე გეტყობა თუმცა კაბაზე, გიყურებ და გიჟს ვგავარ სახეთი, ხშირად ვეწევი, ვითვლი ნაფაზებს, ყელზე კოცნისთვის გვერდზე გახედებ.
შენ კი იცინი... გასცდა კალაპოტს, შენი ღიმილის ხარბი პარადი, ჩემი თვალები შენსას ღალატობს, რადგან თვალებით ტუჩებს გპარავდი.
ტუჩებს რომელიც არის არაფრით ჩემი და თუმცა მაინც ვიჩემებ, სხეულზე ცრემლებს ისე ქარგავდი, ნაძვის ხეს როგორც სცვივა გირჩები.
ბევრჯერ ნაცად თუ საცდელ მეთოდით, ჩემს თითებს ისევ შენში აწყობდი, თუმცა იღლები, მაინც მე გთხოვდი, რომ გესარგებლა ჩემი განწყობით...
ხშირად ვეწევი, ვითვლი ნაფაზებს, მკერდზე კოცნისთვის ზემოთ გახედებ, აღარ გეტყობა მოკლე კაბაზე, გიყურებ და გიჟს ვგავარ სახეთი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჰეჰ კარგია!!!
5 ჰეჰ კარგია!!!
5
5. შესრულების ფორმ მე ვერ... მაპატიეთ შესრულების ფორმ მე ვერ... მაპატიეთ
4. სახეთი და პარადი არ მომეწონა მეც. დანარჩენი კარგია. რასაკვირველია, ჩემი აზრით და გასაჩივრებას ექვემდებარება :) სახეთი და პარადი არ მომეწონა მეც. დანარჩენი კარგია. რასაკვირველია, ჩემი აზრით და გასაჩივრებას ექვემდებარება :)
3. "ჩემი თვალები შენსას ღალატობს, რადგან თვალებით ტუჩებს გპარავდი."
კარგია!
"პარადი" არ მომეწონა და კიდევ რაღაც ფრაზები... "ჩემი თვალები შენსას ღალატობს, რადგან თვალებით ტუჩებს გპარავდი."
კარგია!
"პარადი" არ მომეწონა და კიდევ რაღაც ფრაზები...
1. სახეთი<<<>>> სახით ტუჩებს რომელიც არის არაფრით<<<>>> დიდი პოეტი აჩი ბერიძის შემოქმედება გამახსენდა : მე შენზე მეტი ვარ არაფრით ცუდი ლექსი... ესე უკომენტაროდ როა მიტოვებული მაგიტო 5 დავწერ... სახეთი<<<>>> სახით ტუჩებს რომელიც არის არაფრით<<<>>> დიდი პოეტი აჩი ბერიძის შემოქმედება გამახსენდა : მე შენზე მეტი ვარ არაფრით ცუდი ლექსი... ესე უკომენტაროდ როა მიტოვებული მაგიტო 5 დავწერ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|