ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2009


სასაფლაო (თამთას)

                                              “შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
                                              გულზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი”...
                                               
                                                                            გიორგი ლეონიძე


მთვარე თითქოს უსასრულოდ, ძლიერ დარდობს,
ქარიც თითქოს ჭირისუფლად გვევლინება,
დუმს პირქუში, ცივზე ცივი სასაფლაო,
ვარსკვლავების მკრთალი შუქი ეფინება,


ქუჩის პირას, გზის მახლობლად იქვე,
ერთ საფლავზე - გადმომყურე გზაზე,
ტირის ბიჭი, დამხობილი პირქვე,
ცრემლებს აფრქვევს ცივ საფლავის ქვაზე.


“რატომ ღმერთო, მიპასუხე, რატომ რისთვის?!!!...”
ამ კითხვას სვამს მეათედ და მეასეჯერ,
”არასოდეს მიდარდია ასე სხვისთვის,
არავისთვის მიტირია მე ასე ჯერ...”


გავა წლები, დრო და ხანი ტკივილს წაშლის,
და დარჩება უსასრულო მოლოდინი,
ქარი ზოგჯერ მოუთმენელ ტკივილს აშლის,
და გულს სევდა დააწვება კვლავ ლოდივით.


ბიჭი ტირის, ვერ ჩერდება, ისევ ტირის...
იქვე ახლოს, უდევს თეთრი ზამბახები,
ამ წყვდიადში, მხოლოდ მისი ხმები ისმის,
გულზე უჭერს მონატრების არტახები.


წყევლის გულში დაუნდობელ წუთისოფელს,
წყევლის ბოროტ, უსასტიკეს განგებას,
ის არ არის, ვერ იხილავს ვერასოდეს!!!
ძლიერ უჭირს ამ ყველაფრის გაგება...


ქარი ფანტავს მოზღვავებულ ფიქრებს,
მთვარეც უკვე აღარსად ჩანს ცაზე,
ბიჭი ისევ, დამხობილი პირქვე,
ცრემლებს აფრქვევს ცივ საფლავის ქვაზე...
                                             


                                        20/09/2003

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს