ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2009


დაულაგებელი (ლექსი)

მგლოვიარე დღის შავი მანდილი...
...
ღრუბლებმა სისხლში ჩაახშვეს ამბოხი - მზე.
...
სინამდვილესთან გამწყდარი ძაფი - ძგერას და ბგერას შორის მანძილი.
...
შვილს უქრის "შვლის ნუკრის ნაამბობი", რძე
გადაესხა ნისლიან ალიონს:
ბოლმა შესუდრა დილის სიზმარი.
თითქოს ჩემს შიგნით ვიღაც სწევს ყალიონს:
ნაფაზის დარტყმას ვგრძნობ მთელი სიმწარით.
ბოლი იფანტება, განწყობა ისეთია,
თითქოს გკოცნიდე, თვალებს ვახელდე
და შენ ვერ გხედავდე, ფეთიანს,
ოცნებას გიგზავნი, მინდა, რომ გახელდე,
შენც იგრძნო რასაც ვგრძნობ, დაინახო რასაც ვხედავ და მოგენატრო.
...
შეიგნო, რომ ჩემკენ მოგელავს დრო!
...
ჩემკენ მოგაქანებს დრო და სივრცე,
იგრძენი, რომ ამაოდ დამივიწყე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები