დღეს ყველა მეგობარი ერთად მომენატრა,ჰოდა პირველის და უსაყვარლესის ნომერი ავკიფე,ტრაგიკული :ალოს" მერე,-რა ხმა გაქვსო მკითხა. მჭირდები მეთქი და-მოვალო. მეორემ-პანაშვიდზე მივდივარო და ეგრევე ამოვალ მერეო,შენ თუ გინდა ხვალ წავალო და ახლავე მოვალო..."ოკ" მეთქი ვუთხარი. მესამემ:სიცხე აქვსო კოკისო,(შვილზე)მაგრამ ათი წუთით მოვახერხებო... მეოთხემ:კედლებს ვღებავო,"კრასკიანი" მაქვსო თმაო,"ბენდენას" გავიკრავ და მოვალო მალეო... მეხუთემ:აღწერა მაქვსო,საგადასახადო მყავსო,ტელეფონში ვერ გეტყვიო და ასეთები,ძალიან შევეცდები მოვიდეო... მეექვსემ-მოვდივარო ახლავეო,(მას ყველაზე დიდი პრობლემები აქვს)ჩემი დაა და პირველიც მოვიდა... მე:ატმის ტორტი და ცივი შამპანური მაქვს,ჩემს პოეტურ ოთახში იატაკზე ვზივარ და ვინ მოვა ვუცდი. პირველი ჩემი და მოვიდა,ნამძინარევი,ფერდაკარგული და ძალიანცუდადმყოფი,კარი რომ გავაღე მეც მომენატრეო მითხრა და ჩამეხუტა... მეორე ის მოვიდა პირველს და საუკეთესოს რომ დავურეკე,ფეხით დააბრახუნა კარებზე და ვიცანი,ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა,ერთში" LM"-ის ბლოკის კოლოფში ჩალაგებული ნამცხვრები ეჭირა,მეორეში ჩანთა,მობილური და მანქანის გასაღები,არაფერი უკითხავს,ისედაც იცოდა რატომ დავურაეკე... მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ... მიხვდა ისიც... მესამემ გოგოები გადაკოცნა,რა დროს მაიმუნობაა,ხომ გითხარი ბავშვს სიცხე აქვსო და გავარდა სახლში... მერე "კრასკიანი"მოვარდა "ბენდენაწაკრული"(საშინლად არ უხდებოდა)ჩემი მშვიდი სიფათის დანახვის შემდეგ-"შეჩემა" რა გული გამიხეთქეო,რამე დამალევინე ძალიან დაღლილი ვარო და ისიც ჩემი ოთახისკენ გაქანდა... მეხუთე არ გამოუშვეს სამსახურიდან და მეოთხედ რომ დარეკა,ვუთხარი,რომ არც არაფერი მჭირდა და უბრალოდ მომენატრა... -თავს გაგიტეხავ რომ გნახავო,მითხრა..
და ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით? საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ" და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...
ჩვენი დევიზია "მიხმე"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. დრო მიყვარს !
ჩემებიც ასეთები არიან... :(
როგორ მიყვარან :(
წავედი, მივრეკ-მოვრეკო! მომენატრნენ დრო მიყვარს !
ჩემებიც ასეთები არიან... :(
როგორ მიყვარან :(
წავედი, მივრეკ-მოვრეკო! მომენატრნენ
31. ხოდა ახლა კომენტარს ხომ უხმობ:P ხოდა ახლა კომენტარს ხომ უხმობ:P
30. ბედნიერი ხარ ასეთი მეგობრები რომ გყავს. მეგობრის ფასი არაფერია. ბედნიერი ხარ ასეთი მეგობრები რომ გყავს. მეგობრის ფასი არაფერია.
29. შენც გაიხარე გიგოოოო...... შენც გაიხარე გიგოოოო......
28. ესეც მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! ესეც მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
27. 14. 11. შე ჩემა სულაც არ იყო მანდ ასე უხეშად მეც მითქვამს ჩემი დაქალებისათვის და საერთოდაც დაქალი იმას ქვია დედასაც რომ ურცხვვად აგინებ, შენი ლოგინის ამბებსაც უყვები და პოლიტიკა გკიდიათ ორივეს როცა საჭორაო ამდენი გაქვთ. აბა ასე უნდა ესაუბრო "გეთაყვა რისთვის მიხმე იქნებ მომახსენოო?" კარგით რა 21 საუკუნეა ეს ჩემისა და მოერგეთ დროს დრო ვერ მოგერგებთ...
21 -ე საუკუნე არაფერ შუაშია...მე 30-შიც რომ ვიყო, ყურში მაინც უხეშად მომხვდება...ვისაც მოსწონს ილაპარაკოს... მე ჩემი აზრი ვთქვი... 14. 11. შე ჩემა სულაც არ იყო მანდ ასე უხეშად მეც მითქვამს ჩემი დაქალებისათვის და საერთოდაც დაქალი იმას ქვია დედასაც რომ ურცხვვად აგინებ, შენი ლოგინის ამბებსაც უყვები და პოლიტიკა გკიდიათ ორივეს როცა საჭორაო ამდენი გაქვთ. აბა ასე უნდა ესაუბრო "გეთაყვა რისთვის მიხმე იქნებ მომახსენოო?" კარგით რა 21 საუკუნეა ეს ჩემისა და მოერგეთ დროს დრო ვერ მოგერგებთ...
21 -ე საუკუნე არაფერ შუაშია...მე 30-შიც რომ ვიყო, ყურში მაინც უხეშად მომხვდება...ვისაც მოსწონს ილაპარაკოს... მე ჩემი აზრი ვთქვი...
26. მზია,დიდი მადლობა თავად ძალიან ლამაზო მზია,დიდი მადლობა თავად ძალიან ლამაზო
25. შენ ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ! (უბრალოდ ახლა გამახსენდა შენი ნიკი ;;) შენ ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ! (უბრალოდ ახლა გამახსენდა შენი ნიკი ;;)
24. საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ" და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...
საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ" და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...
22. თეა მიხარია რომ მოდიხარ ხოლმე
თეა მიხარია რომ მოდიხარ ხოლმე
21. მიხმე და მეც მოვედი.:) ყოველთვის საინტერესო განწყობაა შენთან. მომწონს... მიხმე და მეც მოვედი.:) ყოველთვის საინტერესო განწყობაა შენთან. მომწონს...
20. ანემონე
დიდი მადლობა გვერდს რომ არ მივლი,ძალიან მიხარია... შენც ალბათ იგივეს მოიმოქმედებდი და ყველა დედა...
ყველას გაკოცეთ გულწრფელად
და გიხმობთ ჩემთან ანემონე
დიდი მადლობა გვერდს რომ არ მივლი,ძალიან მიხარია... შენც ალბათ იგივეს მოიმოქმედებდი და ყველა დედა...
ყველას გაკოცეთ გულწრფელად
და გიხმობთ ჩემთან
18. კარგი დევიზია ... მოგიკითხე... ;) +2 კარგი დევიზია ... მოგიკითხე... ;) +2
17. მსუბუქად რომ იკითხება შენი პროზა... ლექსიც და ქალურია, ვერ აგივლი გვერდს უბრად:)
მესამემ გოგოები გადაკოცნა,რა დროს მაიმუნობაა,ხომ გითხარი ბავშვს სიცხე აქვსო და გავარდა სახლში...
ნეტა მე რას ვიზმადი მაგ დროს? ასე ადვილად არ გადამირჩებოდნენ:D
მსუბუქად რომ იკითხება შენი პროზა... ლექსიც და ქალურია, ვერ აგივლი გვერდს უბრად:)
მესამემ გოგოები გადაკოცნა,რა დროს მაიმუნობაა,ხომ გითხარი ბავშვს სიცხე აქვსო და გავარდა სახლში...
ნეტა მე რას ვიზმადი მაგ დროს? ასე ადვილად არ გადამირჩებოდნენ:D
15. და ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით? საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ" და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...
ჩვენი დევიზია "მიხმე"
მომეწონა. მშვენიერი დევიზით გიცხოვრიათ. მისაბაძები ხართ. 5 და ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით? საქმე იმაშია,რომ "ვიხმე და მოვიდნენ" და ერთ გმირსაც არ უკითხავს რაში მჭირდებოდნენ ისინი...
ჩვენი დევიზია "მიხმე"
მომეწონა. მშვენიერი დევიზით გიცხოვრიათ. მისაბაძები ხართ. 5
14. 11. შე ჩემა სულაც არ იყო მანდ ასე უხეშად მეც მითქვამს ჩემი დაქალებისათვის და საერთოდაც დაქალი იმას ქვია დედასაც რომ ურცხვვად აგინებ, შენი ლოგინის ამბებსაც უყვები და პოლიტიკა გკიდიათ ორივეს როცა საჭორაო ამდენი გაქვთ. აბა ასე უნდა ესაუბრო "გეთაყვა რისთვის მიხმე იქნებ მომახსენოო?" კარგით რა 21 საუკუნეა ეს ჩემისა და მოერგეთ დროს დრო ვერ მოგერგებთ... 11. შე ჩემა სულაც არ იყო მანდ ასე უხეშად მეც მითქვამს ჩემი დაქალებისათვის და საერთოდაც დაქალი იმას ქვია დედასაც რომ ურცხვვად აგინებ, შენი ლოგინის ამბებსაც უყვები და პოლიტიკა გკიდიათ ორივეს როცა საჭორაო ამდენი გაქვთ. აბა ასე უნდა ესაუბრო "გეთაყვა რისთვის მიხმე იქნებ მომახსენოო?" კარგით რა 21 საუკუნეა ეს ჩემისა და მოერგეთ დროს დრო ვერ მოგერგებთ...
13. 11-ეს: ასე იყო და 11-ეს: ასე იყო და
12. ძალიან მაგარი რამე იყოოოო... ასე აქ პროზა დიდი ხანია არ მომწონებია... :-* გაიხარე თბილი, ტკბილი და გემრიელი წასაკითხი იყო... :) ;) ძალიან მაგარი რამე იყოოოო... ასე აქ პროზა დიდი ხანია არ მომწონებია... :-* გაიხარე თბილი, ტკბილი და გემრიელი წასაკითხი იყო... :) ;)
11. მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ...
კარგად წერ...თავისუფლად...საინტერესოდ...55555555 ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს იყო "შე ჩემა"... ბიჭების თავშეყრა მეგონა... მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ...
კარგად წერ...თავისუფლად...საინტერესოდ...55555555 ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს იყო "შე ჩემა"... ბიჭების თავშეყრა მეგონა...
10. თქვენი კომენტარების წამკითხავმა კატომ,კიდევ გადავწყვიტე მირეკ-მორეკვა,მაგრამ დამბრიდავენ და მართლაც რომ დამჭირდნენ ვინ დამიჯერებს მერე?:) :) :) თქვენი კომენტარების წამკითხავმა კატომ,კიდევ გადავწყვიტე მირეკ-მორეკვა,მაგრამ დამბრიდავენ და მართლაც რომ დამჭირდნენ ვინ დამიჯერებს მერე?:) :) :)
9. მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ...
-თავს გაგიტეხავ რომ გნახავო,მითხრა..
რა საყვარელია რამეა...რა კარგია...მეც მყავს ასეთი მეგობრები...თუ დამჭირდა,ღამის სამ საათზე დავურეკავ... "დრუჟბა ეტო-პონიაწიე კრუგლოსტოჩნოე" -ვო ვამბობთ ხოლმე... ზოგჯერ ჩემთან ვზივართ,ვლაპარაკობთ და გეყოთ მეთქი რაა,გავეხუმრები,ან ჩაი შემომთავაზეთ,ან ყავა,ნუ მომკალითო რა მშიერი... კარგი იყო ერთი სიტყვით... კარგ ხასიათზე დამაყენა... მეორე "საპანაშვიდო" ფორმაში გამოცხადდა,პირველად ვნახე კაბაში და სიცილი ამიტყდა,არც მას უკითხავს არაფერი,თავში წამომარტყვა და დაუპატიჟებლად გაემართა ჩემი ოთახისაკენ...
-თავს გაგიტეხავ რომ გნახავო,მითხრა..
რა საყვარელია რამეა...რა კარგია...მეც მყავს ასეთი მეგობრები...თუ დამჭირდა,ღამის სამ საათზე დავურეკავ... "დრუჟბა ეტო-პონიაწიე კრუგლოსტოჩნოე" -ვო ვამბობთ ხოლმე... ზოგჯერ ჩემთან ვზივართ,ვლაპარაკობთ და გეყოთ მეთქი რაა,გავეხუმრები,ან ჩაი შემომთავაზეთ,ან ყავა,ნუ მომკალითო რა მშიერი... კარგი იყო ერთი სიტყვით... კარგ ხასიათზე დამაყენა...
8. რა მაგარია :)
წავედი ეხლა მეც უნდა მივრეკ-მოვრეკო :) რა მაგარია :)
წავედი ეხლა მეც უნდა მივრეკ-მოვრეკო :)
7. პროზას რატომ არ კითხულობს ხ ა ლ ხ ი ი ი ???????? ???? ???? პროზას რატომ არ კითხულობს ხ ა ლ ხ ი ი ი ???????? ???? ????
6. თუ ხარ მეგობარი _ დააკაკუნე და გაგეღება პოეტური ოთახი! +2!!! თუ ხარ მეგობარი _ დააკაკუნე და გაგეღება პოეტური ოთახი! +2!!!
5. გიო,დრო მოვიდეს იქნება და თქვენც გიხმოთ და მოხვალთ ვიცი..... გიო,დრო მოვიდეს იქნება და თქვენც გიხმოთ და მოხვალთ ვიცი.....
4. რა კარგი ხარ..შენი მეგობრებიანად,მიხარიხარ! დღეს უკვე ქალბატონ თინასთან ვაპირებდი სტუმრობას,შენი ამბავი რომ გამეგო... რა კარგი ხარ..შენი მეგობრებიანად,მიხარიხარ! დღეს უკვე ქალბატონ თინასთან ვაპირებდი სტუმრობას,შენი ამბავი რომ გამეგო...
3. მე:ატმის ტორტი და ცივი შამპანური მაქვს,ჩემს პოეტურ ოთახში იატაკზე ვზივარ და ვინ მოვა ვუცდი.
ვაჰ,რა საკაიფოო იყო,
იცი, რომ ვნახე,მეთქი რა წაიკითხავს ამას,არ ვკითხულობ პროზას აქ და ... შემიყვანა რაღაცნაირად,ანუ მეც დამირეკე თითქოს...
გაიხარე... მე:ატმის ტორტი და ცივი შამპანური მაქვს,ჩემს პოეტურ ოთახში იატაკზე ვზივარ და ვინ მოვა ვუცდი.
ვაჰ,რა საკაიფოო იყო,
იცი, რომ ვნახე,მეთქი რა წაიკითხავს ამას,არ ვკითხულობ პროზას აქ და ... შემიყვანა რაღაცნაირად,ანუ მეც დამირეკე თითქოს...
გაიხარე...
2. მოვლენ აბა რააა,შენ კარგად უხმე:) მოვლენ აბა რააა,შენ კარგად უხმე:)
1. ვაიმე რა კარგი იყოო! დავმშვიდდი დავწყნარდი დავდნიი!:) არა და ემოციურია და საინტერესოდ იკითხებაა :) ნეტავ მე როცა ვუხმობ მაშინ თუ მოვლეენ? (ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა :) ) ვაიმე რა კარგი იყოო! დავმშვიდდი დავწყნარდი დავდნიი!:) არა და ემოციურია და საინტერესოდ იკითხებაა :) ნეტავ მე როცა ვუხმობ მაშინ თუ მოვლეენ? (ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა :) )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|