ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2009


კაფეში


მაღალი ყელი,
შავი დეკოლტე...
ღია ყურეში თევზაობენ საყურეები,
თეთრი თევზები დაცურავენ სადღაც სიღრმეში...
გამართვას იწყებს ჩემი ანკესიც,
მაგრამ ბარი გაძეძგილია.
კაიფშია ფრანგი დიჯეი...
გავდივარ.
ცივა.
დაიჯერებ? -
ისევ მიყვარხარ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები