ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2009


თითქმის თოვდა

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა... მოიცა!
ისევ შენით სავსე უშენობამ მომიცვა.

გაზაფხულს გაჰყვა ჭერმების გაკვირტვა,
ოქროსფერ საბნის ქვეშ სძინავთ, ალბათ, იებს.
ნოემბერი უშენობას აღარ მაპატიებს.
სიტყვის ”უშენო” შენით სავსე დატვირთვა
სულს ცივი ქარივით ენოემბერება,
უშენოდ ვარ და უშენო არ მქვია,
შენი აჩრდილი სადღაც აქვეა,
ნოემბრის ცივ ქარად მიმომეფერება.

ქარვისფერ ფოთოლთა ამქარებს,
ოცნება გაეტოტა მზისეული:
უნდოდა ეპოვნე მემკვიდრე მზის, ეული,
თუ გინდა დაეკითხე ამ ქარებს,
მზე ისე გაჩუქა, არ დანანებია.
მზისფერი ფოთლების ფეერ-ჰარმონია
ცისკენ მიფარფატებს და ასე მგონია,
ფოთლები ფიქრების დალალებია.

და მაინც, ასე წერა სისულელეა,
სისიულელეა ლამაზი ლექსის წერა,
როცა ჩაგრფენია ფრთებში ბედისწერა,
მიგათრევს იქ, სადაც სულს სულ ელიან.
და მაინც, ამ სიტყვებს ქარი გამიფანტავს,
შენ მაინც დამივიწყებ, გამიუცხოვდები,
ჩემგან შორს წახვალ, სულ სხვას მისთხოვდები,
ბედი დამაშორებს მზის ეულ ინფანტას.

თოვდა რა, თითქმის თოვდა,
ის მე არა, სხვას მისთხოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები