ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია კახიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ნოემბერი, 2009


ლ.ა. -ს

შენ - ჩემი ცხოვრების ანომალია ხარ
მე - შენი ცხოვრების ზედმეტი ფურცელი
ყოველი ცისმარე დილის გათენებად
ღირდი თუ არ  ღირდი ამაზე დავფიქრდები.

ხანდახან უცნაურად ყურადღებიანი
ხანდახან ზედმეტად უყურადღებოც
მე ერთი პატარა, მტირალა გოგო ვარ
შენთან რომ დაეძებს დროებით სამყუდროს

ხვალვე თუ არ მნახავ!!! ვამძაფრებ ულტიმატუმს
თითქოსდა მოეცეთ ამისი უფლება
არ მნახავ? ინანებ შენ თავს გეფიცები
მოხვალ და ღიმილებს დაგიფენ სასთუმლად .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები