ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2009


სასწაულთა სასწაულისა

როგორც  უკუნს 
კვეს-აბედის
ცინცხლადგანასხლეტი  სხივი,
ისე  აკრთობს 
უცაბედი
ღამეს
გაღიმება  ღივის!..

მიწის  წვენით  განასუქი
თესლის, 
ხნულში  მინათვლემის
( უკვდავების  თამასუქის!..)
ბნელით  ამოსინათლების

საოცრებას  დასცქერს  თვალი  -
სიცოცხლე  ვით  იშვის  მიწით!..
და  სიცოცხლით  თვითაც მთვრალი
გულიც  -  ღამისმთევი  მიწყივ,

გული,  მაინც  კვლავ  რომ  ფეთქავს
და  მეტიც  რომ  არც  რა  უნდა,
ცად  აღავლენს:
-  შემოქმედო!
აღმვსებს  ყოვლთა  სასწაულთა,
შენ  გთხოვ: 
-  შენს  ქმნილს  შენ  მოხედო,
ამ  ს ა ს წ ა ულ ს  ს ა ს წ ა უ ლ თ ა !..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები