წვიმს. სახლში ვზივარ და ვფიქრობ თავადაც არ ვიცი რაზე... -მარო რაზე ფიქრობ? -შემაშინე, როდის მოხვედი? ასე შეიძლება?... -მაპატიე დედოფალო, არ მინდოდა თავი შემეწყინა შენთვის... -სულელო, ასე ნუ მექცევი თორე გაგითამამდები. -შენ ისედაც თამამი ხარ პატარავ, თანაც ზედმეტად... -დიახაც ვარ... -მაკოცე... -არა! -მომეხვიე... -არა! -მარ, მოდი მეთქი ჩემთან! შენთვის ჩამოვედი შენთან მოვედი მხოლოდ შენ მაკავებ ამ აყროლებულ ქვეყანაში და შენც ნუ მკრავ ხელს... -არა რატომ უნდა მოვიდე? არ მიყვარხარ, არ მიზიდავ, ვერ გიტან, არ მაღელვებ როგორც მამაკაცი... ისეთი სახით შემომხედა სიცილი ვეღარ შევიკავე, მოდი ჩემთან ჩემო სულელო, ხომ იცი რომ მხოლოდ შენით ვარსებობ? ხომ იცი ისე მჭირდები, როგორც არასდროს არავინ?.. ვუთხარი და მის მკერდს შევეყუჟე. -როგორ გამაბრაზე... -მგელს ასეთი ჩვილი გული არ უნდა ჰქონდეს... -არც მაქვს ეს შენთან ვარ დედოფალო ასეთი, აქაც მგელი ხომ ვერ ვიქნები? მეც ხომ მინდა სადღაც შევისვენო? -და სად აპირებ შესვენებას? -შენს ვნებით დაცლილ სხეულზე... -არც იფიქრო... -კარგი მაშინ მე წავედი და გვიან მოვალ. -სად მიბრძანდებით პატივცემულო? -"ნაშებში"... -რამდენ ლარიანებთან? -ნუ რა ვიცი აბა ვნახოთ მაგას გზაში გადავწყვეტ... -აქ რომ მოგიყვანო არ გინდა? -რაა? შენ ამომიყვან მე აქ "ნაშებს"? შენ ხომ არ აურიე გოგო ამ ბოლოს? -სულაც არა... მაგალითად მე რამდენს გადამიხდი ამაღამ რომ შენი ვიყო? -რა სასაცილო ხარ... შენში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გადახდილი, შენს გარეშე ხომ იცი არაფერი ვარ... ჩემი ოცნება ხარ და არ მინდა როდისმე გაქრე... მორჩი ეხლა ამდენ სისულელეს თორე მოგხვდება ტაკოზე და გამატარე მივდივარ... -მე არა, მაგრამ ჩემი მოთმინება გაქრება ეხლა თუ არ მოხვალ და არ მაკოცებ, მოდი ჩემთან დავიღალე ასე ყურებით... -ჩემი პატარა სულელი გოგო...
უბედნიერესი ქალი ვარ... საყვარელი მამაკაცის მკლავებში ვწევარ და ვფიქრობ რამდენი ტკივილი და გაჭირვება აქვს გამოვლილი, რამდენს გამოივლის კიდევ და მაინც რომ აქვს ჩემთან ცერცეტობის ხასიათი... ჩემი ბიჭის თმებს ვეფერები, მამაკაცის რომელსაც ქვეყანას ვურჩევნივარ, რომლისთვისაც ჩემს ღიმილად ღირს მთელი სამყარო... ეს ის ადამიანია, რომელიც ვა-ბანკზე წავიდა ჩემთან რომ ყოფილიყო... ჩემი ქმარი თავდავიწყებით მიყვარს. გამიარა ბურუსმა, ლამაზი პოეზიის სამყაროდან გამოვედი, ფრთებიანი ცისფერთვალება პოეტიც მხოლოდ წარსულის მოგონებაა და მეტი არაფერი... ჩემი სული დაიცალა წარსული სიყვარულისაგან, ვერც შევამჩნიე ისე შემიყვარდა ტატო... სასაცილოა და ტატოს მიმართ ჩემი სიყვარული სწორედ ამ მოპოეტო წარსულის დამსახურებაა. იმ დღეს მასთან სტუმრობამ და მის მერე ჩემი მეუღლის დანახვამ საკუთარი თავი კინაღამ შემაძულა, როგორ შემეძლო ასეთი ქმრის ცოლს სხვა მამაკაცზე მეფიქრა? თან ვისზე? უსუსურ არამდგრად მამაკაცზე, რომელიც იმდენად არარეალურად უყურებს ამ ცხოვრებას... მისმა მუზებთან ფრენამ დამანახა, რამდენად მყარად მიწაზე მდგარი ძლიერი მამაკაცი მჭირდება გვერდით, ჩემი ტატო... ყოველთვის, როცა მეხუტება ვგრძნობ ყველა მის ტკივილს, შეხებისთანავე ვიზიარებ მის განცდებს, რომლებზეც არასდროს ხმას არ იღებს ჩემთან... ბექა? კი ბექა უბრალოდ რომანტიული ბიჭია წარსულიდან და მეტი აღარაფერი... თუმცა მე მადლობელი ვარ ამ გრძნობისა და ადამიანის. ის რომ მე ცხოვრებას დღეს ასე ვუყურებ და ტატოს ასე ვაფასებ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა... -დედოფალო ვის დასტრიალებს შენი ლამაზი ფიქრები?... -შენ საყვარელო, როგორ ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ჩუმად შემაყვარე თავი... - რა მითხარი? -რაც გაიგე... მიყვარხარ, ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად... აქამდე მეგონა რომ ბავშვის გამო გამოგყევი ცოლად, რომ სხვა მამაკაცი მიყვარდა მაინც, მაგრამ ეხლა შენი სული, შენი სხეული ისეთი აუცილებელია ჩემთვის... ტატო, ამდენი ხნით აღარ დამტოვო რა, გთხოვ მეც წამიყვანე ხოლმე აქ ნუ მტოვებ შენს გარეშე ცუდად ვარ... რომ იცოდე როგორ მიყვარს შენი ლამაზი მხრები, შენი დაკუნთული მკლავები, როგორ მშვიდად ვარ შენს მკლავებში მიყუჟული, გაწუწული ბარტყივით...
ხმა არ გამცა, რაღაცაზე ფიქრობდა, მე ეს დუმილი გულს მიკუმშავდა... ბოლოს დაიძახა -გიო, გაემზადეთ ყველა, ჩვენს რესტორანში მივდივართ რაღაც უნდა აღვნიშნოთ... -სად მიდიხართ? -მიდიხართ კი არა მივდივართ, ჩემს დედოფალს როგორც იქნა შევუყვარდი და ეს უნდა აღვნიშნოთ. მანამდე კი შენთვის რაღაც მაქვს. -მაინც რა? -თვალები დახუჭე... ადგა, ვიგრძენი კარადასთან მივიდა რაღაც გამოიღო და ლოგინზე ჩამოჯდა... -წამოჯექი და თვალები გაახილე, ეს ისაა რასაც მაშინ მიიღებდი როდესაც შენს უანგარო სიყვარულს ვიგრძნობდი, მარ... ჩემი დედოფალი ხარ პატარავ, გპირდები რომ მუდამ ასეთი ბედნიერები ვიქნებით თუ საჭირო გახდება ამ ყველაფრის მისატოვებლადაც მზათ ვარ. რათ მინდა მგლობა თუკი შენს ლამაზ თვალებზე ცრემლი უნდა დავინახო... მარჯვენა ხელზე ჯვრისწერის "კალიცო" მომხსნა და მის ნაცვლად ჩემი საოცნებო ბეჭედი გამიკეთა 2 კარატიანი ბრილიანტის თვლით... -ეს ჩემია? -რა თქმა უნდა დედოფალო შენია ისევე როგორც მე... -საყვარელო, როგორ გამახარე... კიდევ ერთ სურვილს შემისრულებ? -ნებისმიერს დედოფალო. -ჩვენი შვილი მინდა შენნაირი პატარა ვაჟკაცი... -არა შენნაირი ცუღლუტი გოგო იქნება... -რატომ ფიქრობ მასე? -გოგოს პროექტი მაქვს უკვე შედგენილი და იმიტომ... -და როდის იწყებ მაგ საქმეს? -ეხლავე... მითხრა და ღიმილით მომეხვია. მთელი სახე მის მკერდში ჩავრგე და მივხვდი, დამსახურებული ბედნიერება მეღირსა... ცხოვრებამ ამდენი ტკივილის მერე მომცა საშუალება მეგრძნო თავი მართლა დედოფლად... ლექსი გამახსენდა სოფი რომ მიკითხავდა იმ დღეს: "თურმე თავმდაბლობა ხშირად არ ერგება, ქარი ჩაუდგება წისქვილს, სამეფო გვირგვინი ყველას მოუხდება, ვისთან იდედოფლებ ის თქვი... როგორც წმინდა ფიქრი ღალატით შეიცვლება, ფოტოს ფერს შეუცვლის ნისლი... ისე დაძინება ყველასთან შეიძლება ვისთან გაიღვიძებ ის თქვი..."
და უცებ ვიგრძენი, რომ ტატოსთან დედოფლობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა... ჩემი ქალური ბედნიერება...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. http://www.youtube.com/watch?v=8ks1ejdYQX4&feature=related http://www.youtube.com/watch?v=8ks1ejdYQX4&feature=related
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|