"დისკუსია იმაზე, მოიცავს თუ არა აიკიდო იარაღით ვარჯიშს, საკმაოდ ძველია და ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც მრავალჯერ გამართულა. მე ორივე მხარეს ყურადღებით ვუსმენდი და მონაწილეობასაც ვიღებდი ამ კამათში. დღეს მე მინდა თემას რამდენიმე ახალი მოსაზრება დავამატო, რომელთა შესახებ მსჯელობა აქამდე არ ყოფილა.
პირველ რიგში, ვფიქრობ, საჭიროა განვიხილოთ უეშიბა მორიჰეის პოზიცია იარაღის თაობაზე. მოვიხმობ რამდენიმე ფაქტს. აიკიდოს განვითარების ისტორიიდან ნათელია, რომ აიკიდოს ტექნიკური არსენალის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გავლენა იქონია დაიტო-რიუ აიკი-ძიუცუმ.
უეშიბას მასწავლებელი, ტაკედა სოკაკუ, ხმლის ოსტატი და სხვადასხვა იარაღის კარგი მცოდნე იყო. ტაკედამ ძიუ-ძუცუში ხმლით ბრძოლის ელემენტები შეიტანა, როგორც მეომართა სწავლებისათვის აუცილებელი კომპონენტი, თანაც იმ წლებში, როდესაც ხმლის ტარება კანონით აიკრძალა. ტაკედას ბუ-ძიუცუ ყოველმხრივ ბუნებრივი იყო და არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც მხოლოდ ძიუ-ძუცუთი შეზღუდული დისციპლინა. გარდა ამისა საყურადღებოა ისიც, რომ თვითონ დაიტო-რიუს ტექნიკა ხმლით ბრძოლის პრინციპებზეა აგებულია.
სხვა ფაქტი: უეშიბა მორიჰეიმ ივამაში ცხოვრებისას (1942-1950 წწ.), ძალიან დიდი დრო დაუთმო აიკი-კენისა (ხმალი) და აიკი-ჯოს (ჯოხი) ტექნიკის განვითარების ექპერიმენტებს. ამ დროს მისი მთავარი მოწაფე და თანამზრახველი - საიტო სენსეი ამის ცოცხალი მოწმეა.
კრიტიკოსები ზემოთ მოხმობილ ფაქტზე ამბობენ: ო-სენსეი მოყვარული იყო იარაღის ხელოვნებაში და აიკიდოს ვარჯიშების ეს ნაწილი ბოლომდე არასოდეს მიუყვანია ისე, როგორც ტაი-ძიუცუ, ანუ უიარაღოდ ბრძოლის ტექნიკა. მეორე მხრივ, 1937 წელს უეშიბა თავის კობუკან დოძოში აქტიურად ამტკიცებდა იმას, რომ იგი ხმლის ტრადიციული იაპონური მიმდინარეობის - კაშიმა შინტო-რიუს კლასიკური საბაზო სკოლის ოსტატი იყო. მისი სისხლით შესრულებული ფიცი ამ სკოლის ჩანაწერებში მოიპოვება.
უფრო მეტიც, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ აიკიდოს ტერმინების დიდი ნაწილი კენ-ძიუცუდანაა (ხმლის ხელოვნება) ნასესხები. ისეთი სიტყვები როგორებიცაა: ტეგატანა, შომენ უჩი, იოკომენუჩი, შიჰონაგე პირდაპირი გაგებით ასახავენ ფარიკაობის ცოდნას. ასეთსავე "მძიმე" არგუმენტს წარმოადგენს აიკიდოში არსებული სხეულის მოძრაობის ტექნიკაც, რომელიც დამყარებულია ხმლის სტილებზე: ირიმინაგე ემყარება ხმლით, წინ "მჩხვლეტავ" შესვლას. ეს ადასტურებს იმას, რომ აიკიდოს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - ირიმი (წინ შესვლა) ხმლის ტექნიკას ემყარება.
უბრალოდ, მოდით, ვიყოთ გულახდილნი: იარაღის შესწავლა და პრაქტიკა დამაარსებლის საყვარელი საქმე იყო. ისინი, ვინც სხვა ვარიანტებს გვთავაზობენ, ან აიკიდოს ისტორიას უკეთებენ იგნორირებას, ან მათ პოლიტიკური ხასიათის მიზნები ამოძრავებთ.
ისტორიული ფაქტია, რომ დამაარსებელმა აიკიკაი ჰომბუ დოძოში კენისა და ჯოს პრაქტიკა (მათ შორის საიტო სენსეის ტოკიოს ჯგუფებშიც) აკრძალა. ახლახან აღმოჩენილმა გარემოებამ კი საერთოდ სიურპრიზი მოგვიმზადა. ჰომბუ დოძოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ახლანდელი დოძო-ჩოს, მორიტერუ უეშიბას და 8-ე დანის მფლობელი ოსტატის მასატაკე ფუჯიტას ნააზრევს ემყარება, ნათქვამია, რომ იარაღით ვარჯიში არ წარმოადგენს აიკიდოს ნაწილს.
...აიკიკაი ჰომბუ დოძოს, როგორც ორგანიზაციის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია ისიც, რომ ჰომბუ დოძოს ისეთი ცნობილი ოსტატები, როგორიც შოძი ნიშიო, ნობოიოში ტამურა, კაძუო ჩიბა და მიცუნარი კანაი არიან, თავიანთ კლასებში აქტიურად ასწავლიან იაი-დოს, ხმლის ხელოვნებას, და ამაში მათ არავინ უშლის ხელს.
აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ყველანარი დისკუსია და დაპირისპირება სიტყვების სემანტიკურ თამაშად იქცევა. შეუძლებელია აიკიდოში იარაღის სტატუსზე ყველასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხის მოძებნა. იარაღით ვარჯიშის უპირატესობებზე და ნაკლებზე საუბარი, არგუმენტაცია, ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას და იარაღის მომხრენი და მოწინააღმდეგენი თავიანთთვის მისაღები გრაფიკებით მუშაობას გააგრძელებენ.
მე მაინტერესებს, ეს ბოლო სიტყვაა ამ საკითხზე? არა მგონია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ არსებული დისკუსიის თემის გარშემო კიდევ მივიღებ გამოხმაურებებსა და ახალ ამბებს.
სტენლი პრანინი, "აიკი ჯორნელის" რედაქტორი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე-3 კომენტარს ვერ დავეთანხმები :) აიკიდო არც სპორტია და მითუმეტეს არც უტვინო. რაც შეეხება ნაშრომში განხილულ თემას, მიმაჩნია, რომ აიკიდოში, მართალია, ბევრი პრინციპია ხმალზე აგებული, მაგრამ დღეისათვის, უმჯობესია, აიკიდოს სუფთა სახით შესწავლა. მე-3 კომენტარს ვერ დავეთანხმები :) აიკიდო არც სპორტია და მითუმეტეს არც უტვინო. რაც შეეხება ნაშრომში განხილულ თემას, მიმაჩნია, რომ აიკიდოში, მართალია, ბევრი პრინციპია ხმალზე აგებული, მაგრამ დღეისათვის, უმჯობესია, აიკიდოს სუფთა სახით შესწავლა.
3. თარგმანი კარგია,კიდევ ვიმორებ თბილისში ერთი წლის და მეტი დროის მანძოლზე სისტემატიურად ვესწრებოდი ვარჟიშებს,ხმალი და იარაღი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დატოვა როგორცშთაბეჭდილება როგორ უტვინო სპორტმა თარგმანი კარგია,კიდევ ვიმორებ თბილისში ერთი წლის და მეტი დროის მანძოლზე სისტემატიურად ვესწრებოდი ვარჟიშებს,ხმალი და იარაღი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დატოვა როგორცშთაბეჭდილება როგორ უტვინო სპორტმა
2. ესეც საინტერესოა, მეგობარო.:) ხომ არ მეწვეოდი?:) ესეც საინტერესოა, მეგობარო.:) ხომ არ მეწვეოდი?:)
1. რატომ არ იხედებაიან აქ, მიკვირს!!! ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. სიამოვნებით ჩავიკითხე!!! გაიხარე შენა!!! რატომ არ იხედებაიან აქ, მიკვირს!!! ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. სიამოვნებით ჩავიკითხე!!! გაიხარე შენა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|