Your browser does not support the audio element.
ოცნების კუბოს ფარავს სუდარა, ვაგლახ! - მოელის ცივი სამარე, - რა საჭიროა ლოცვა, მუდარა, მე სიყვარულით ვერ გავიხარე. ოცნებას უმძიმს შავი სუდარა, სიყვარულს ღია დარჩა თვალები, მე არ მჩვევია ხვეწნა-მუდარა, ვიცი არავის შევებრალები. გული ჩახანჯლეს სასაკლაოზე, ბინძურ ხელს რევენ ნაწამებ სისხლში, ვარ სიყვარულის სასაფლაოზე, მე, გახვეული ვარდისფერ ნისლში. შენ ანგელოზი ხარ, ჩემთვის ისევ, გრძნობას ვერ ვმალავ თოვლივით სპეტაკს, სულის საწყაოს ვერაფრით ვივსებ, ო, არა, არა, მე არ ვდგამ სპექტაკლს. გემშვიდობებით, მაგრამ იცოდე თუ ჩემი ღვიძლი კორტნეს ყორნებმა, თქვი: "სიკვდილამდე ჩემთვის იწვოდა, მე ავურიე გზა და გონება"... P.S. ვიცი არ ვარგა : ) მართლა : ) მადლობთ დათმობილი დროისთვის : )
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
7. არაფრის..ყველაფერი კარგად იქნება..................
არაფრის..ყველაფერი კარგად იქნება.................. 6. არაფერს :D და მოკითხვა :)
არაფერს :D და მოკითხვა :) 5. ლექსი მომეწონა უბრალო აქ მგონი ღვიძლი უნდა ეწეროს ხო? თუ ჩემი ღვილძლი კორტნეს ყორნებმა,
ლექსი მომეწონა უბრალო აქ მგონი ღვიძლი უნდა ეწეროს ხო? თუ ჩემი ღვილძლი კორტნეს ყორნებმა, 4. სულაც არაა ცუდი :)
სულაც არაა ცუდი :) 3. .S. ვიცი არ ვარგა : ) მართლა : ) მადლობთ დათმობილი დროისთვის : ) რატომ? კარგია.მელოდიაც მომეწონა!
.S. ვიცი არ ვარგა : ) მართლა : ) მადლობთ დათმობილი დროისთვის : ) რატომ? კარგია.მელოდიაც მომეწონა! 2. წერე ძმა ! დაიხვეწება ნელ-ნელა . მთავარია გულიდან მოდიოდეს და გაიზრდება :)
წერე ძმა ! დაიხვეწება ნელ-ნელა . მთავარია გულიდან მოდიოდეს და გაიზრდება :) 1. თუ ჩემი ღვილძლი კორტნეს ყორნებმა, რატომ ღვიძლი მიანცდამაინც,არაპოეტურია ჩემი თვალით მაგალითად;;) ლექსი ნორმალური:) ეს დაფარული კომენტარები გამანაგლებენ მე მგონი:( :D პ.ს. არაფრის:D
თუ ჩემი ღვილძლი კორტნეს ყორნებმა, რატომ ღვიძლი მიანცდამაინც,არაპოეტურია ჩემი თვალით მაგალითად;;) ლექსი ნორმალური:) ეს დაფარული კომენტარები გამანაგლებენ მე მგონი:( :D პ.ს. არაფრის:D
მონაცემები არ არის