ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოდი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2008


ტირანი

                                                                    ტირანი
წლების მანძილზე ვიქმენი, სისხლისმსმელ შავბნელ ტირანად
დღესაც კი ველი სასწაულს, რომ მომიშუშდეს იარა,
თუმცა მარტოსულ ცხოვრებას ვერა მოვხსენი უღელი
ვატყობ როდესაც ხატს ვუმზერ, მე ერთიანად ვდუღდები.
რომელმან შთამბერ მე სული და მომანიჭა ძალ-ღონე,
ვერ გავამართლე იმედი და ჩემი როლი ვერ ვჰპოვე,
მუდამ ვცდილობდი ყოველთვის, მეძია ნათელ ჭიშკარი,
თუმცა ყოველთვის მიპობდა, ხელისგულთ – ბასრი ჯინჭარი.
ჩემს წინააღმდეგ დგას თვით ბუნება, ურყევი, ამოუხსნელი
მე კი არა ვარ ფიგურა, ცისკრის ნათელ სხივთ მოსული,
მე ვარ უბრალოდ ტირანი, სევდა-ქაოსით მოცული,
ბუნებით მკვლელი, მზარავი, თუმცა მამაცი – ლომგული.
მაშინ გავუღებ გულისკარს პირმშოს ზეციერს,
როცა ვიხილავ ჩემ სატრფოს, საწოლში ჩემთან ნებიერს,
არ მეშინია სიკვდილის, თავად ეშმაკი მე მიტევს,
დამბაჩის სროლის გუგუნზე, მტერი ბრძოლაში დაიხევს.
სვავი უღირსი, როგორცა მრუში, ვიხილე გუშინ,
ჩემი პორტრეტი წარმომისახა, როგორც იცოდა უწინ,
და მაშინ ზარმა 12-ს ჩამოკრა, კედლებს გაუჩნდა მძიმე ბზარები
უმალ წაიღო უძღვნა სატანას, სევდანარევი, შავნბელ აზრები.
და თითქოს მაშინ კლიტე გაეხსნა, გარდაისახა სული მარტივად,
მყარი სხეული, ჯავშან-ნარევი იქცა უფერულ, ქროლად-აირად,
უცბად წამებში, ჩემი სახელი, ფერფლად დაიქცა კავკასიის ქედს
მოთქმა-გოდება იქმნა წადილად, სახელსა ჩემსა მალვე წაიღებს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები