ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2009


როიალური ლექსი

ლოიალურია
ნოემბერი
როგორც არასდროს!
ნოტი მპარავს დოს,
ბროლი ალურია
- სიზმარს მოებმები.

-როიალურია
ეს ტაეპი,
ვცხარობ ისევ ისე,
ვერ გაგითავისე,
- ბროლი ალურია!
გედავები.

გადაყვება ნოტებს
შენი კითარედი,
სიკვდილის წამწამზე
იფიქრებს ამ წამზე...
დაფარფატ-დააბოტებს
ბოლი სიგარეტის.


ბოლი არულია,
ფიქრზე მოებმება,
გაუშვეს ფილტვებმა,
ცისკენ გაილტვება
და ამ ნოემბერმაც
მგონი აურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები