ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2009


ზღვა

ცისფერი ზღვაა,
ზღვა გამარჯვების და ზღვა მარცხის,
ზღვა სიყარულის და ზღვა ზიზღის...
ცისფერი სისხლის ზღვა,
ზღვა იმედგაცრუება,
ზღვის სიღრმისკენ მიმართული,
ამოცვენამდე დაძაბული ზღვა თვალები.
ზღვისფერი თვალების ზღვა და...
ზღვა მეორე მე მათ სიღრმეში.
ზღვა მონატრების, ცრემლების ზღვა, უშენო ზღვა,
სადაც დაიხრჩო ზღვა ოცნებები.
ზღვა, რომლიდანაც არ ამოდის
და რომლის მიღმა ჩავა მზე.
შეკრული მუშტების, ბოღმის ზღვა,
ზღვა მოუგებელი ომის, გადაულახავი ენგურის,
მასში ჩამხვრჩალი მხედრის ზღვა,
"ზღვა, რომელიც შორია..."
რწმენის ზღვა, იმედის ზღვა, ჩემი ზღვა!
ზღვისფერი ცა და ცისფერი ზღვა.
ცისფერი ზღვაა. . .
...
ვზივარ მოსაცდელში და ვუყურებ ლურჯ კედელს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები