 | ავტორი: მოდა-არა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 ნოემბერი, 2009 |
დაინგრა ოჯახი... დარჩა დედა შვილებთან, მარტო; მამა - ფიქრებთან, მარტო. დედა კომპლექსით - გარეთ გასვლის რცხვენია, "რას იტყვიან, რას იფიქრებენ." - არადა ისინი მაინც იტყვიან, მაინც ყველაფერს იფიქრებენ. მამის გონება ორჯერ თოკიდან ჩამოხსნილის და "ვაი რომ" გადარჩენილის ფიქრებს ატარებს. დედა შვილებს: "შენ მამასთან არ ხარ, იმათ პატრონი ყავთ, შენ - მარტო დედა.. არ წახვიდე, იმათ მიხედავენ; შენ შენს თავს უნდა მიხედო.." მამა - მუდმივი მონატრების გრძნობით, ცრემლებით. კაცის ცრემლებით! ღვინო, არაყი - გამოსავალი. თვითონაც იცის დროებითი და ისევ ცრემლები.. დედა - ფიქრი, რომ უნდა გაზარდოს, უნდა აღზარდოს. დედა იქცევა პატრონად, დედა ხდება მამაც. გათენებამდე დგება, მუშაობს თავდაუზოგავად შვილებისთვის.. მაგრამ ის ქალია. ქალს ჭირდება საყრდენი და როცა ეს საყრდენი შვილების მამაა და როცა ის თუნდაც დროებით გამოცლილია, "ძლიერად" ქცეულ ქალს ფსიქიკა ერღვევა. ის ვერ აკონტროლებს ემოციებს. როგორც გულგადაბრუნებული მთვრალი ეძებს ჩუმ და ბნელ კუთხეს, რომ იქ ამოანთხიოს, იქ დაისვენოს, ისე ქალიც თავისდა უნებურად ეძებს და პოულობს... შვილებს! შვილები - მუდმივად ნერვული სტრესის ქვეშ.. "ხვალ მამა მოვა. დედას გასვლამდე გავალ; მანქანაში დაველაპარაკებით; იქ ჩავეხუტებით; იქ ერთად ვიტირებთ. დედას არ ვანახებ რომ ვტირი. გული ტკივა, რომ მომიკვდეს?" მერე დედაც გამოვა. "ნეტავ შერიგდნენ." "ნახე, გო, როგორ უყურებდა? მგონი უყვარს" "შერიგდებიან, კი.. შენ არ იტირო, კაი?" ამშვიდებს სულ რაღაც სამი წლით უფროსი "დიდი" და პატარა ძმას. "კაი" "მოდი, ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს.. ბავშვებისთვის..." სიამაყე უტეხია, დაუძლეველი. "არა!" და შეძლებს ერთი კვირა არ ნახოს შვილები. მერე ისევ "გამოდით მამა, მე ვარ"; ისევ ჩახუტება, ისევ ცრემლები. ისევ ნება უდრეკი, ქართულად უდრეკი... შვილები - ჩუმი ცრემლებით, ყველაზე მწარე, ყველაზე შხამიანი ცრემლებით.. ერთადერთი სურვილით, რომ მშობლები შერიგდნენ. "მეჩხუბება იმიტომ, რომ ტკივა. მითხრა, ვერასდროს გაიგებო.. მაგრამ მე მესმის. მთავარია შერიგდნენ. უნდა შერიგდნენ! მერე ყველაფერი კარგად იქნება!" ათობით წერილი ჩუმად მამასთან მაგიდაზე დატოვებული, დედასთან გულისფანცქალით მიტანილი: "დე, მა მიყვარხართ. ღმერთო, ჩემი მშობლები შეარიგე!" პატარა ხელებით დიდ გულში ჩახატული ფერადი დედა და მამა, შერიგების მერე რომ იქნებიან ისეთები.... სკოლაში სიმორცხვე.. "აი ის, სულ ბოლოში რომ ზის და წიგნიც კი არ აქვს, ისიც მამასთან ცხოვრობს" მეგობრის კითხვა- "დედაშენს და მამაშენს რომელ ოთახში ძინავთ?" იმან რა იცის როგორია შვილებს შორის ჩაწოლილი დედის ტირილის მოსმენა დაძინებამდე...
გადის რამდენიმე წელი და შვილების გამო სიამაყე ლღვება... ჩახუტება - მოწყურებული და გიჟური! შერიგდნენ! დედა ბედნიერია, მამაც, შვილებიც. ისევ შეიკრა ოჯახი, ის ნანატრი "ყველაფერი კარგად იქნება". მაგრამ... რჩება მამაში "ნერვები არ მყოფნის", დედაში - "გული მტკივა", შვილებში - არასრულფასოვნების კომპლექსი და არამდგრადი ფსიქიკა. და ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად, ყველას სურვილის საწინააღმდეგოდ.
თვალს როცა ახელ, უკვე იმდენად შავთეთრია ყველაფერი, უკვე იმდენჯერ აქვს ცხოვრებას შენთვის შემოფურთხებული, რომ ფიქრობ, უკვე ყველაფერი გვიანია.. სამ გზას ხედავ. პირველი - გაექცე ამ ყველაფერს; მეორე - გახდე ამ ცხოვრების ერთგული შვილი და ის სიხარულით გამოგკვებავს შხამგარეული რძით; მესამე - იყო ძლიერი, პირდაპირ დაუხვდე ყველა განსაცდელს, დაუპირისპირდე მათ რწმენით. პირველის არჩევა ადვილია. ერთი თვალის მოხუჭვა და უკვე საწყალი ხარ, არავის შენი არ ესმის, ყველას "ფეხებზე კიდიხარ".. მერე ეს მაზოხიზმში გადადის და სხვანაირად არც შეგიძლია, დისკომფორტს განიცდი... დეგრადირდები. მეორე შედარებით რთულია - აბიჯებ, თელავ შენს სინდისს, ტანჯავ ღმერთს შენში... მერე კი ნებდები ცოდვებით ტკბობას და უკვე მის ბილწ ფურთხში თავს ისე გრძნობ, როგორც დედის მუცელში. მესამე გზისკენ ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია. თავი აგყავს ხელში, ებრძვი შენს სისუსტეებს; იარაღდები ცოდნით "შეუძლებელი ჩვენგან, შესაძლებელ არს უფლისგან". გიჭირს, მაგრამ ბევრჯერ ძირს დანარცხებული მაინც ცდილობ. მუხლებზე ხოხვით მიდიხარ. ფრჩხილებით ებღაუჭები უფლის გამოგზავნილ ყველა დასაყრდენს და ცდილობ იარო სწორად... რაღაცეებს ღებულობ ცხოვრებისგან, ბევრს ის თმობს. ეს არის ჯანსაღი თანაარსებობის ფორმა.
ეს ის გზებია, რომელთაც "შემოლაწუნების" მერე ხედავ და აკეთებ არჩევანს. შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი გეჩვენოთ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე ამაზეც დამეწერა.
პრობლემა რჩება. თავიდანვე უნდა შემცირდეს იმის ალბათობა, რომ იმდენად ღრმად არ ღმოვჩნდეთ იმ ჭაობში ჩაფლულები, რომლიდან ამოსვლაც ხშირად შეუძლებელია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ლამაზია აშკარად... ყოჩაღ 777 ლამაზია აშკარად... ყოჩაღ 777
11. :( :( :( სევდიანი.... რეალურია ძალიან.. :( :( :( სევდიანი.... რეალურია ძალიან..
10. :( :( :( სევდიანი.... რეალურია ძალიან.. :( :( :( სევდიანი.... რეალურია ძალიან..
9. თავიდანვე უნდა შემცირდეს იმის ალბათობა, რომ იმდენად ღრმად არ ღმოვჩნდეთ იმ ჭაობში ჩაფლულები, რომლიდან ამოსვლაც ხშირად შეუძლებელია... ეს კარგია. :) 2 თავიდანვე უნდა შემცირდეს იმის ალბათობა, რომ იმდენად ღრმად არ ღმოვჩნდეთ იმ ჭაობში ჩაფლულები, რომლიდან ამოსვლაც ხშირად შეუძლებელია... ეს კარგია. :) 2
8. მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის :)
ლოლა, მომეწონა "ცეკვა კვადრატში". დღეს თუ გინდა მშვიდად იცხოვრო უნდა გაითვალისწინო საერთო რიტმი.. მაგრამ აქაც გააჩნია ადამიანს. ზოგისთვის ეს იმდენად რთულია, ისევ "ყველას ფეხებზე ვკიდივარ" ურჩევნია.. "ოჯახური უტოპია" - მსგავსი ტერმინიც კი მაშინებს, თუმცა... ;;)
ნატა, გეთანხმები, ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან, იმიტომ რომ პატარაობისას მიღებული სტრესი, თუნდაც ცხოვრების მცირე მონაკვეთში, აუცილებლად ილექება მის ფსიქიკაში და ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს.. პრობლემები განსხვავებულია, პატარას კი არა დიდსაც უჭირს იმის გაცნობიერება რომ შეიძლება სხვისი პრობლემა უფრო დიდი იყოს.. თუმცა მე პირადად ამით ვხელმძღვანელობ და ეს მიადვილებს პრობლემების გადალახვას. :)
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას :-* მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის :)
ლოლა, მომეწონა "ცეკვა კვადრატში". დღეს თუ გინდა მშვიდად იცხოვრო უნდა გაითვალისწინო საერთო რიტმი.. მაგრამ აქაც გააჩნია ადამიანს. ზოგისთვის ეს იმდენად რთულია, ისევ "ყველას ფეხებზე ვკიდივარ" ურჩევნია.. "ოჯახური უტოპია" - მსგავსი ტერმინიც კი მაშინებს, თუმცა... ;;)
ნატა, გეთანხმები, ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან, იმიტომ რომ პატარაობისას მიღებული სტრესი, თუნდაც ცხოვრების მცირე მონაკვეთში, აუცილებლად ილექება მის ფსიქიკაში და ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს.. პრობლემები განსხვავებულია, პატარას კი არა დიდსაც უჭირს იმის გაცნობიერება რომ შეიძლება სხვისი პრობლემა უფრო დიდი იყოს.. თუმცა მე პირადად ამით ვხელმძღვანელობ და ეს მიადვილებს პრობლემების გადალახვას. :)
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას :-*
7. ტკივილიანი ნაწერია :) მაგრამ იმის დაანახვებას თუ როგორ იკლავ სასმელში დარდს და თუ როგორ გტკივა გული ,ჯობია უბრალოდ აუხსნა ბავშვს და გააგებინო რატომ ... და მშობელმა შენი პრობემა არ უნდა მოახვიო თავზე შვილს.დღესდღეობით 10 ოჯახიდან 6 ინგრევა (მართალია საშინელებაა) მაგრამ ისეთ ოჯახში სადაც გაუგებრობა და დაძაბულობაა ,მეტად სტრესულ მდგომარეობაში და დაძაბულები არიან ბავშვები ვიდრე ესე ცალცალკე.
სკოლაში სიმორცხვე.. "აი ის, სულ ბოლოში რომ ზის და წიგნიც კი არ აქვს, ისიც მამასთან ცხოვრობს"
დედაც ყავთ მამაც ყავთ მაგრამ არ აქვთ წიგნი :)
ტკივილიანი ნაწერია :) მაგრამ იმის დაანახვებას თუ როგორ იკლავ სასმელში დარდს და თუ როგორ გტკივა გული ,ჯობია უბრალოდ აუხსნა ბავშვს და გააგებინო რატომ ... და მშობელმა შენი პრობემა არ უნდა მოახვიო თავზე შვილს.დღესდღეობით 10 ოჯახიდან 6 ინგრევა (მართალია საშინელებაა) მაგრამ ისეთ ოჯახში სადაც გაუგებრობა და დაძაბულობაა ,მეტად სტრესულ მდგომარეობაში და დაძაბულები არიან ბავშვები ვიდრე ესე ცალცალკე.
სკოლაში სიმორცხვე.. "აი ის, სულ ბოლოში რომ ზის და წიგნიც კი არ აქვს, ისიც მამასთან ცხოვრობს"
დედაც ყავთ მამაც ყავთ მაგრამ არ აქვთ წიგნი :)
6. თუმცა არსებობს სხვა გზაც: პიროვნული თავისუფლება თვით-კონფორმიზმის გზით. იგი მოქმედებს როგორც ცეკვა კვადრატში. ხალხი ცეკვისას ერთ და იმავე ილეთს აკეთებს არა იმიტომ რომ ასეა საჭირო, არამედ ერთად მოძრაობისას-ერთი და იგივე ილეთი, ერთი და იგივე რიტმი-პიროვნებისათვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი ცეკვა ნიმუშის წინააღმდეგ, ან სადმე ცეკვა განმარტოებით. . ზუსტად ამის მსგავსად, ოჯახური უტოპიაც ითხოვს ცალკეული კანონებისადმი კონფორმიზმს საერთო კეთილდღეობისათვის. თუმცა არსებობს სხვა გზაც: პიროვნული თავისუფლება თვით-კონფორმიზმის გზით. იგი მოქმედებს როგორც ცეკვა კვადრატში. ხალხი ცეკვისას ერთ და იმავე ილეთს აკეთებს არა იმიტომ რომ ასეა საჭირო, არამედ ერთად მოძრაობისას-ერთი და იგივე ილეთი, ერთი და იგივე რიტმი-პიროვნებისათვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი ცეკვა ნიმუშის წინააღმდეგ, ან სადმე ცეკვა განმარტოებით. . ზუსტად ამის მსგავსად, ოჯახური უტოპიაც ითხოვს ცალკეული კანონებისადმი კონფორმიზმს საერთო კეთილდღეობისათვის.
5. მესამე გზისკენ ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია. თავი აგყავს ხელში, ებრძვი შენს სისუსტეებს; იარაღდები ცოდნით "შეუძლებელი ჩვენგან, შესაძლებელ არს უფლისგან". გიჭირს, მაგრამ ბევრჯერ ძირს დანარცხებული მაინც ცდილობ. მუხლებზე ხოხვით მიდიხარ. ფრჩხილებით ებღაუჭები უფლის გამოგზავნილ ყველა დასაყრდენს და ცდილობ იარო სწორად... რაღაცეებს ღებულობ ცხოვრებისგან, ბევრს ის თმობს. ეს არის ჯანსაღი თანაარსებობის ფორმა.
მესამე გზისკენ ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია. თავი აგყავს ხელში, ებრძვი შენს სისუსტეებს; იარაღდები ცოდნით "შეუძლებელი ჩვენგან, შესაძლებელ არს უფლისგან". გიჭირს, მაგრამ ბევრჯერ ძირს დანარცხებული მაინც ცდილობ. მუხლებზე ხოხვით მიდიხარ. ფრჩხილებით ებღაუჭები უფლის გამოგზავნილ ყველა დასაყრდენს და ცდილობ იარო სწორად... რაღაცეებს ღებულობ ცხოვრებისგან, ბევრს ის თმობს. ეს არის ჯანსაღი თანაარსებობის ფორმა.
4. ცხოვრება ხშირად უფრო რთულ სიტუაციებსაც გვთავაზობს! 5 ცხოვრება ხშირად უფრო რთულ სიტუაციებსაც გვთავაზობს! 5
3. გამიჭირდა ამის დაწერა... გაიხარე :-* გამიჭირდა ამის დაწერა... გაიხარე :-*
2. საოცრად ნაცნობია ეს ყველაფერი, კომენტარის გაკეთება გამიჭირდა... მოგიკითხეთ. საოცრად ნაცნობია ეს ყველაფერი, კომენტარის გაკეთება გამიჭირდა... მოგიკითხეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|