ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2009


ძველებურად.....

ძველებურად ვიხედები უკან,
ძველებურად ჩამოეშვა ფარდა,
უშენობით გადაფლეთილ სულში
ცრემლი ჩუმად მონატრებას კაფავს..

ზაფხულმა კი დამიტოვა მძევლად_
სიცივეში ჩითის კაბებს ვიცვლი,
გადათოვლილ სადარბაზოს კართან
ასკილების გვირგვინებით გიცდი...

გადაორთქლილ ყინვისაგან მინებს
თბილი თითით შენზე ფიქრებს ვაწერ,
სტუმრად მომდის განდეგილი ნისლი
შემოდგომის ოქროსფერი კაბით...

უკვე აღარ ვიხედები უკან,
ჩემში დარჩი სამუდამო სევდად,
მოგონებით მონატრებას ვებრძვი,
ზაფხულმა კი დამიტოვა მძევლად.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები