 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: დრამატურგია 26 თებერვალი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოქმედი პირები
გიგი - ყვავილების მიმტანი. ლეო - გიგის თანამშრომელი, გიგის უფროსი. მირო - გიგის თანამშრომელი, ბუკეტების ამწყობი. ბერმანი - ბიზნესმენი. ლანა - ბერმანის საცოლე.
_____
მოქმედება ყვავილების მაღაზიაში
(დიდი ოთახი, არეული, სადაც ხდება ყვავილებისგან ბუკეტების, მისალოცი ტექსტების დამზადება, სათამაშოების, ტკბილეულის და სხვა აქსესუარების დამატება და ა.შ.)
მირო: ვახ, ეკალი შემერჭო თქვენი დედაც ვატირე! ლეო: ჩვენ რას გვაგინებ, ჩვენ რა შუაში ვართ?! მირო: მაშინ იმის დედა ვატირე ვინც ეს ყვავილი შეუკვეთა! ლეო: ისიც რა შუაშია, შენი ბრალია, ცოტა ფრთხილად უნდა იმუშავო! მირო: წადი შენი! (ლეო ბრაზდება). გიგი: კაი, დაანებე თავი, ხო იცი ასეთი ხასიათი აქვს. მირო: ვისზე ამბობ? გიგი ვისზე ამბობ მაგას? იცოდე ჩემთან ეგეთები არ გაგივა! გიგი: კარგი მირო, დაწყნარდი. მირო: ვინ არი შენი მირო? ნუ მეძახი მიროს! გიგი: რას ჰქვია ნუ გეძახი, მირო არ გქვია?! მირო: წადი შენი. გიგი: ეეე (ხელს ჩაიქნევს). ლეო ბევრი შეკვეთა გვაქვს დღეს? ლეო: (კომპიუტერში ნახულობს) კი საკმაოდ, ოცდაათ ადგილას უნდა მიხვიდე. გიგი: რა ხდება, რამე დღესასწაული ხომ არ არის? ლეო: არა, ალბათ ბევრი დაბადების დღეა უბრალოდ. გიგი: კარგი წავალ მაშინ დავიწყებ დარიგებას. ლეო: დაიცადე, ბოლოს დაემატა რაღაც შეკვეთა. 35 ჰოლანდიური ვარდი უნდა მიიტანო, მირო მორჩება აწყობას და ბარემ ეგეც წაიღე. გიგი: კარგი. ისე 35 ცალი ვარდი რას ნიშნავს, ალბათ 35 წლის გახდა და მაგიტომ ჩუქნიან არა? ლეო: რავიცი მე, ალბათ. გიგი: (იღებს ვარდს) კარგი წავედი, აბა კარგად. მირო: კარგად ძმა (ხელს უწევს და იცინის).
მოქმედება ყვავილების დარიგება
(მანქანით დადის და სახლებში დააქვს ყვავილები)
გიგი: ინებეთ, თქვენ სახელზე ყვავილებია მაღაზია „ყვავილებისგან“. მიმღები: დიდი მადლობა. გიგი: პირადობის მოწმობა მომეცით თუ შეიძლება, რომ ჩაგაბაროთ. მიმღები: ახლავე (გამოუტანს პირადობის მოწმობას). გიგი: (კითხულობს) ეგრეც ვიფიქრე, რომ თქვენი დაბადების დღე იქნებოდა, გილოცავთ. მიმღები: გმადლობ. გიგი: კარგად ბრძანდებოდეთ.
მოქმედება ბიზნესმენ ბერმანის კაბინეტში
(კაბინეტი, ბევრი საქმე, მოძრაობა)
ბერმანი: შემომიტანეთ საბუთები! მდივანი: ინებეთ, დანარჩესაც ხუთ წუთში შემოვიტან (მიუტანს და გადის). ბერმანი: ცოტა უფრო მხიარულად იარე, როგორც მე გთხოვე ეგრე. დუნდულების ფათურით იარე. (მდივანი დუნდულებს უფრო გაამხიარულებს, გაუცინებს და ისე გავა). ბერმანი: ეს უკვე მომწონს. შემდეგ შემოსვლაზე საბუთებთან ერთად სხვა რაღაცეებიც შემომიტანე. ზედ რო ეყაროს პატარა თავთავები და ცოტა რომ მოძრაობდნენ (იცინის, გულისხმობს მკერდს და თან უხარია).
(ტელეფონზე ზარი, რეკავს ლანა).
ბერმანი: (ტელეფონზე) ხო საყვარელო. ლანა: რატომ არ იღებდი ყურმილს? ბერმანი: ხო იცი საყვარელო რამდენი საქმე მაქვს. შენთვის საჩუქარი მაქვს. ლანა: არ მინდა საჩუქარი, უკვე ერთი თვეა რაც არ მინახიხარ. ბერმანი: არაუშავს ძვირფასო, სულ მალე ერთად ვიქნებით. ლანა: როდის მალე? ბერმანი: ფანჯრიდან გადაიხედე. (ლანა მიდის გადასახედად). (შემოდის მდივანი, საბუთებზე დაყრილი ძუძუებით და თან ათამაშებს). ბერმანი: იფ, იფ, იფ, მიდი მიდი მიდი ეგრე იარე შენ. ლანა: რა თქვი? რა იფ,იფ, იფ? ბერმანი: აი გადაიხედე და ნახავ. ლანა: გადავიხედე. ბერმანი: აი ის ლურჯი მანქანა შენია. ლანა: ვაიმე რა ლამაზია, დიდი მადლობა. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ და მითხარი როდის გეცლება ჩემთვის? ბერმანი: წავედი საყვარელო ბევრი საქმე მაქვს. დაგირეკავ მერე. ლანა: კარგი. ბერმანი: (მდივანს უყურებს გახარებული, ცოტა ხანს ჩუმად არის და შემდეგ თხოვნით მიმართავს) კურდღელივით გადი რა. (მდივანი სკუპ-სკუპით გადის და ბერმანიც ასევე სკუპებით გაეკიდება).
მოქმედება ყვავილების მაღაზიაში
გიგი: გაუმარჯოს მირო. მირო: ნუ ხმაურობ, ხელი მეშლება! ფუ ამ ვარდს რა საშინელი სუნი აქვს. გიგი: რისი სუნი აქვს? მირო: ფსელის. გიგი: ჰმ, ფსელის სუნი რანაირად ექნება (იცინის)? მირო: არვიცი. ალბათ იმიტომ, რომ დავაფსი! (იცინის, უხარია) გიგი: რა? მართლა ამბობ მაგას? მირო: კი. ერთ ჩემ ძველ გოგოსთან მიდის და იმიტო. საშინელი ვინმეა. გიგი: მერე რა, მაინც არ შეიძლება მაგის გაკეთება, მერე ჩვენ შეგვექმნება პრობლემები. მირო: ეგ მე მაგარი მკიდია! გიგი: მე მაგ ვარდებს არ მივიტან! მირო: მიიტან. ძაან არ გაიგო რომელ ვარდს დავაფსი აჰაჰაჰა. (შემოდის ლეო). გიგი: ლეო გამარჯობა. ლეო: გამარჯობა. რა ქენი გუშინ, ხო ყველაფერმა კარგად ჩაიარა? გიგი: კი. გუშინ, რომ წავიღე 35 ვარდი, ხომ გახსოვს? ლეო: კი. გიგი: მართლა დაბადების დღე ჰქონია, ოღონდ 35 ის კი არა ორმოცი წლის გამხდარა. ლეო: მერე? გიგი: რა მერე, ე.ი. თავის ასაკს მალავდა. ლეო: ხო, მართალი ხარ. გიგი: ჰმ, რაში სჭირდებოდა, არ დაემალა და ხუთი ვარდით მეტი ექნებოდა. ლეო: ჰმ, რომ არ დაემალა საერთოდ არ ექნებოდა. მირო: ჰეჰე, ეგეც მართალია (იცინიან).
მოქმედება ბიზნესმენ ბერმანის კაბინეტში
(ბერმანი გადის კაბინეტიდან და მდივანს ეუბნება)
ბერმანი: მე გავდივარ საქმეებზე. ყველაზე ძვირიანი ყვავილები ამოარჩიე და ისინი სადაც გაგზავნე იმ მისამართზე გაგზავნე კარგი? მდივანი: კარგი. (წასულს მოაბრუნებს) დაიცადე, ტექსტი? ბერმანი: რა ტექსტი? მდივანი: კონვერტზე რაც უნდა დაეწეროს. ბერმანი: აა, საყვარელო ლანა, მიყვარხარ წარამარა ჰაჰაჰა. არა, არა ასე არა. (დაფიქრდება) რამე მოიფიქრე რა. მდივანი: კარგი. (მდივანი ინტერნეტით აფორმებს შეკვეთას).
მოქმედება ყვავილების მაღაზიაში
ლეო: გიგი, გიგი, დროზე მოდი. გიგი: რა ხდება? ლეო: „ფრანგული გვრიტების“ დიდი კონა გაიყიდა, ათასი დოლარი ღირს. გიგი: ვაა, მაგარია. ლეო: სასწრაფოდ უნდა წაიღო. მარტო ეს და სხვა არაფერი. გიგი: კი ბატონო, ახლავე წავიღებ. მირო: არ წაიღებ და ხო იცი რაც მოგივა? ჰეჰეჰე. ლეო: მირო ბევრ ლაპარაკს გირჩევნია სასწრაფოდ გაამზადო, თორე ნახავ მართლა რაც მოგივა. გიგი: კარგი, მანამდე კონვერტზე შევალ და ვინმეს ჩამოატანინე კარგი? ლეო: კარგი.
მოქმედება ლანა მანქანაში
(ლანა თავისი ახალი მანქანით სანაპიროზე იყო წასული, მოწყენილია რადგან ბერმანი არ ნახულობს და ისე ეს მანქანა დიდად არ უხარია. სანაპიროდან დაბრუნდა, სახლთან გააჩერა მანქანა რა დროსაც გიგის მანქანაც იქვე ახლოს გაჩერდა. გიგიმ დაინახა ლანა და მანქანიდან გადმოსვლა ვეღარ შეძლო. გაოცდა მისი სილამაზით. ლანა სახლში შევიდა).
გიგი: (თავისთვის ლაპარაკობს) ღმერთო ჩემო. რა ლამაზი ქალია. ნეტა მე ვიყო ეგეთი. არა კაცო, რა სისულელეს ვამბობ, ნეტა მე მყავდეს ეგეთი. არც მიკვირს, ამხელა ფასიან თაიგულს მარტო ამას თუ აჩუქებდნენ. ისე რაც გინდა იყოს ათასი დოლარი თაიგულში როგორ უნდა გადაიხადო?! მართლა მაგრად ჰყვარებია. ე.ი. თვეები უნდა ემუშავა, რომ მაგდენი ფული შეეგროვებინა. ან შეიძლება მაგას ჩემზე მეტი აქვს ხელფასი. ხო ალბათ ეგრე იქნება, თორე მე ასეთ თაიგულს ცხოვრებაში ვერ ვიყიდი. აბა ვნახოთ კონვერტზე რა წერია (ნახულობს). „საყვარელო ლანა, ეს ჩემგან დიდი სიყვარულით. ბერმანი“. ბერმანი არა გატუზო. მე ვიცი რასაც ვიზამ. (ყვავილების მაღაზიის ფორმას იხდის, კონვერტს დახევს და აკაკუნებს ლანას კარზე. კარს აღებს ლანა). გიგი: გამარჯობა ლანა. ლანა: გამარჯობა. თქვენ მე მიცნობთ? გიგი: არა. ლანა: აბა სახელი საიდან იცით? გიგი: არ ვიცი, მე ნანა ვთქვი, სხვა ვთქვი ანუ. ლანა: აა, უკაცრავად ნანა აქ არავინ ცხოვრობს (კარს ხურავს). გიგი: მოითმინეთ, მოითმინეთ. სახელს არ აქვს მნიშვნელობა, მე მინდა საჩუქარი გადმოგცეთ. ლანა: რა საჩუქარი? გიგი: აი ეს თაიგული. ლანა: ღმერთო ჩემო „ფრანგული გვრიტები“? კი მაგრამ რატომ? გიგი: იმიტომ, რომ დაგინახეთ და ძალიან მომეწონეთ. ლანა: უღრმესი მადლობა, მობრძანდით ყავას დაგალევინებთ. გიგი: არა გმადლობ, ახლახან დავლიე. ლანა: კარგი, მაშინ დიდი მადლობა და კარგად იყავით (დახურავს კარს). გიგი: კარგად (თავდახრილი წამოვა უკან).
მოქმედება ბიზნესმენ ბერმანის კაბინეტში
ბერმანი: რა ქენი გუშინ, გაგზავნე ყვავილები? მდივანი: კი, რათქმაუნდა, „ფრანგული გვრიტები“ შევარჩიე. ბერმანი: (მობილურზე იყურება გაკვირვებული) კარგია. დღეს უფრო კარგები შეარჩიე და კიდე რაღაც სათამაშო ან რამე და ისევ იქ გააგზავნე (უკვირს რომ არ დაურეკა). მდივანი: კარგი. ბერმანი: დღეს თავისუფალი ვარ და რო მორჩები შემოდი ახალი თამაში უნდა გასწავლო. მდივანი: ქონქოლით შემოვიდე? (ეპრანჭება) ბერმანი: არა. თვალთვალით. (თვალს უკრავს და შედის კაბინეტში).
მოქმედება ყვავილების მაღაზიაში
გიგი: გამარჯობა (ცუდ ხასიათზეა). მირო: რატომ აგვიანებ სამსახურში? გიგი: არ დამიგვიანია. მირო: შეხედე საათს. გიგი: (შეხედავს 9 საათია) რა გინდა, დროულად მოვედი?! მირო: ჰეჰე, მე შენზე ადრე მოვედი. გიგი: მირო შენ ხასიათზე არ ვარ. ლეო: რა ქენი გუშინ, მიიტანე? გიგი: კი, მივიტანე. მირო: არ მიიტანდი და... გიგი: კარგი რა მირო. მირო: რა არი მოხდა რამე? გიგი: არა არაფერი. ლეო: გიგი მზად ხარ გასასვლელად? გიგი: კი. ლეო: მოკლედ ისევ დიდი შეკვეთა გვაქვს, ჯერ მარტო ეგ წაიღე და შემდეგ დანარჩენზე დაბრუნდი კარგი? გიგი: დიდი სად? ლეო: სად და სადაც გუშინ მიიტანე იქ. გიგი: კარგი, მივდივარ. ახლავე მივდივარ! კარგად იყავით! მირო: დაიცადე, ყვავილები არ მაქვს ჯერ გამზადებული. გიგი: ხო, მიდი, გელოდები. დროზე რა ძალიან გთხოვ. მირო: ისე ეს ყვავილები რაში სჭირდებათ, მაინც ხო გახმება, ამდენ ფულს რაში იხდიან?! გიგი: რავიცი ყვავილია რა, ლამაზია. მირო: ზაფრანაც ხო ყვავილია? გიგი: კი. მირო: ეგეც ხო ლამაზია? გიგი: კი. მირო: ხოდა ეგ იყიდონ, საჭმელში მაინც გამოადგებათ. ლეო: მართალს ამბობს ხო იცი. გიგი: კი, მიდი რა დროზე, მეჩქარება. მირო: ეხლავე. აი მზად არის. გიგი: კაი წავედი.
მოქმედება ყვავილები მიაქვს ლანასთან
(აქაც იღებს კონვერტს, იცვლის კოსტიუმს და მიდის ლანასთან სახლში)
გიგი: გამარჯობა ლანა! აი ეს ყვავილები და სათამაშო ჩემგან. ლანა: მართლა? დღეს უკვე ნამდვილად აღარ მოველოდი ასეთ სიურპრიზს. გიგი: ხო, არც მე. ლანა: ჰმ, არც შენ მოელოდი? გიგი: ხო, უცებ ექსპრომტად მივიღე გადაწყვეტილება. ლანა: სახელი მაინც მითხარი შენი. გიგი: გიგი. ლანა: შემოხვალ? გიგი: არა, ეხლა ბევრი საქმე მაქვს. ლანა: მაშინ საქმეს, რომ მორჩები ჩემთან დაგპატიჟებ. გიგი: კარგი, საღამოს გამოვივლი. ლანა: კარგი, გელოდები.
მოქმედება ლანას და გიგის პაემანი
(გიგი სახლშია, იპრანჭება და მიდის ლანასთან შეხვედრაზე)
ლანა: საღამო მშვიდობის. მობრძანდი. გიგი: კეთილი იყოს ჩემი მობრძანება. ლანა: ეს სუფრა შენ საპატივსაცემოდ გავშალე, იმედი მაქვს მოგეწონება. გიგი: სუფრა კაია, მაგრამ მთავარი გემოა. ლანა: ჰმ, გასინჯე, გემოც არაჩვეულებრივია. გიგი: არა, ეგ არ მიგულისხმია. ლანა: მომიყევი რამე შენზე. გიგი: მე ვარ გიგი. 26 წლის. ლანა: რა პროფესიის ხარ? გიგი: 26 წლისას რა პროფესია უნდა მქონდეს?! ლანა: კარგი იუმორის გრძნობა გაქვს (იცინის). გიგი: შენ რამდენი წლის ხარ ლანა? ლანა: მე ოცდაათის. მე შენზე დიდი ვარ. გიგი: იცი ლანა, შენი სახელი მომწონს. განა იმიტომ, რომ ლანა მომწონს სახელი. ლანა: აბა რატომ? გიგი: იმიტომ, რომ კარგი სახელია. თან ძალიან გიხდება. რომ არ ვიცოდე რა გქვია შეიძლება მეთქვა ლანა მეთქი. ლანა: გმადლობ. შენც გიხდება გიგი. გიგი: არა, მე დიდად არ მიხდება. მე უფრო კაკო მიხდება. (იცინიან) ძალიან გემრიელი სტეიკია. ლანა: გმადლობ. გიგი: ხო სტეიკია? ლანა: კი. სასაცილო ვინმე ხარ. სად მუშაობ გიგი? გიგი: (დაფიქრდება) პიცა დამაქვს. ლანა: პიცა დაგაქვს? და ამხელა ფასიან საჩუქრებს მაგით როგორ ყიდულობ? გიგი: ჰმ, განა მართლა პიცა დამაქვს?! (იცინის) ლანა: აბა? ნუ კარგი, თუ არ გინდა თქმა... გიგი: არა გეტყვი. არ დამაქვს პიცა. ადრე დამქონდა და ეხლა აღარ დამაქვს. ლანა: აჰა, გასაგებია. გიგი: ლანა, ძალიან მომწონხარ და ვერ ვლაპარაკობ. ლანა: გიგი, მეც ძალიან მომწონხარ. (კოცნიან) მოდი ნუ ვიჩქარებთ. გიგი: კარგი. მე წავალ. მოდი ხვალ სადმე შევხვდეთ. ლანა: კარგი აზრია. დამირეკე. გიგი: კარგი. ლანა: ხვალამდე გიგი. (გიგი წავიდა, მეორე დილას ტელეფონი რეკავს) ლანა: ალიო. ბერმანი: საყვარელო როგორ ხარ? ლანა: კარგად. ბერმანი: მაპატიე ვერ გირეკავდი. ლანა: ბერმან საბოდიშო არაფერი გაქვს, არც უნდა დაგერეკა და აღარც დამირეკო, კარგად იყავი! ბერმანი: მაპატიე, ძალიან გთხოვ, დარეკვას ფიზიკურად ვერ ვახერხებდი, „ფრანგული გვრიტები“ მოგეწონა? ლანა: რა „ფრანგული გვრიტები“? ბერმანი: მე რომ გამოგიგზავნე, გუშინაც გამოგიგზავნე ყვავილი და სათამაშო. ლანა: ე.ი. შენ გამომიგზავნე ის თაიგულები? ბერმანი: კი, რათქმაუნდა, აბა ვის უნდა გამოეგზავნა?! ლანა: ბერმან, შენი თაიგულებიც და ყველა შენი საჩუქარი გთხოვ უკან წაიღე და არასდროს აღარ დამირეკო. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ბერმანი: (გაკვირვებული დადებს ყურმილს. ცოტახანს თავდახრილი ნერვიულობს. იქვე მდივანი ადგას თავზე, ანიშნებს, რომ დაიწყოს კურდღელივით ხტუნვა და დაიწყებენ ხტუნვას).
მოქმედება ყვავილების მაღაზიაში
გიგი: (გახარებული მიდის სამსახურში) გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ? დღეს რა კარგი დღეა არა? მირო: კი ძალიან მაგარი დღეა, და ძალიან მაგრად დაგერხევა დღეს. ჰეჰეჰე. გიგი: ჰეჰე, რატო დამერხევა? ლეო საით არის? ლეო: გიგი შემოდი ჩემთან! გიგი: გამარჯობა, რა არის მოხდა რამე? ლეო: კი. გიგი ცუდი ამბავი უნდა გითხრა. სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ. გიგი: კი, მაგრამ რატომ? ლეო: ძალიან კარგად იცი რატომაც. იმ გოგომ დარეკა. გიგი: გასაგებია. ლეო, მაპატიე ძალიან გთხოვ, ნუ გამიშვებ, ხომ იცი ამ სამსახურის გარდა სხვა საშუალება არაფერი მაქვს. ლეო: ვიცი გიგი, ვიცი, მაგრამ მეც სხვა გზა არა მაქვს, თორემ გამოსწორების შანსს აუცილებლად მოგცემდი. მირო: (მიუახლოვდება) ლეო, მე მაქვს სხვა საშუალება. მე შემიძლია სხვაგან წავიდე სამუშაოდ და შენ (გიგის მიმართავს) ჩემ ადგილას იმუშავე. ლეო: არა მირო, ეგრე არ გამოვა. აქ ადგილზე არა - გიგიზეა პრობლემა. მირო: გიგიზეა? მაშინ წავიდეს მაგის (მეგობრულად წამოარტყამს ხელს და უცინის). გიგი: წავალ მირო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის (მეგობრულად მხარზე მოეფერება). ლეო: ვერაფერს ვიზამთ, უნდა დაგემშვიდობო. გიგი: (შეტრიალდება და წავა იმ სანაპიროზე სადაც ლანა წავიდა)
მოქმედება სანაპიროზე, ფინალი
(აცრემლებული გიგი დადის სანაპიროზე. უცბად თვალს მოჰკრავს ლანას, ისიც აცრემლებული ზის. გაიქცევა ხელით დაკრეფს რაღაც უჯიშო ყვავილებს, გააკეთებს უშნო თაიგულს და მიდის ლანასკენ).
გიგი: ლანა! გამომართვი. ეს თაიგული უკვე მართლა ჩემგან არის და თან ჩემი ხელით არის გაკეთებული. მაპატიე. ლანა: (გამოართმევს, ცხვირთან მიიდებს) საშინელი სუნი აქვს. (გაეცინება, გადააგდებს ყვავილებს და ერთმანეთს გადაეხვევიან).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მირო: ვინ არი შენი მირო? ნუ მეძახი მიროს! გიგი: რას ჰქვია ნუ გეძახი, მირო არ გქვია?! მირო: წადი შენი.
აქ ისე კარგად ვიცინე.
მირო: ვინ არი შენი მირო? ნუ მეძახი მიროს! გიგი: რას ჰქვია ნუ გეძახი, მირო არ გქვია?! მირო: წადი შენი.
აქ ისე კარგად ვიცინე.
4. ავტორი: ebraeli2 ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
მაგარი ხარ ებრაელო,შენ უნდა წერო იუმორისტულები და დრამატურგია და პოეზიას ახლოს არ გაეკარო ;) :)))) ავტორი: ebraeli2 ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
მაგარი ხარ ებრაელო,შენ უნდა წერო იუმორისტულები და დრამატურგია და პოეზიას ახლოს არ გაეკარო ;) :))))
2. მართლა დრამატურგია ყოფილა:)
მოქმედ პირებში ბერმანის მდივანი გამოგრჩენიათ:)
მშვენიერი პიესაა.
მართლა დრამატურგია ყოფილა:)
მოქმედ პირებში ბერმანის მდივანი გამოგრჩენიათ:)
მშვენიერი პიესაა.
1. მართლა დაბადების დღე ჰქონია, ოღონდ 35 ის კი არა ორმოცი წლის გამხდარა. ლეო: მერე? გიგი: რა მერე, ე.ი. თავის ასაკს მალავდა. ლეო: ხო, მართალი ხარ. გიგი: ჰმ, რაში სჭირდებოდა, არ დაემალა და ხუთი ვარდით მეტი ექნებოდა. ლეო: ჰმ, რომ არ დაემალა საერთოდ არ ექნებოდა. მირო: ჰეჰე, ეგეც მართალია (იცინიან).
მიხარია აქ შემოსვლა.. მართლა დაბადების დღე ჰქონია, ოღონდ 35 ის კი არა ორმოცი წლის გამხდარა. ლეო: მერე? გიგი: რა მერე, ე.ი. თავის ასაკს მალავდა. ლეო: ხო, მართალი ხარ. გიგი: ჰმ, რაში სჭირდებოდა, არ დაემალა და ხუთი ვარდით მეტი ექნებოდა. ლეო: ჰმ, რომ არ დაემალა საერთოდ არ ექნებოდა. მირო: ჰეჰე, ეგეც მართალია (იცინიან).
მიხარია აქ შემოსვლა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|