ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2009


ნაშიერი

მე შენში უკანასკნელი დღე შევჭამე და წამოვედი,
დღეს მე მოგრთმევ აღელვებულ სიმებს,
მოვუსმენ მუსიკას, შენა და საკუთარ თავს...
ავდგები, მშვიდად დავდებ კალამს....
ვიტყვი, რომ არ გნანობ მაგრამ...
კვლავ, იქ კარის მოედანზე,
შესასვლელიდან მარცხნივ სკამზე მზინარეს,
მოგიტან რითმებს, ფიქრებს და დაგაპურებ,
ხვალ უკანასკნელი ფრანკით ჩაჯდები ეტლში,
არისტოკრატული მზერით გამივლი გვერდს...
ყოველი შეხედვისას გეტყვი,
რომ მე ცისფერი ფერი მიზიდავს,
და, რომ ის ჩემი და შენი უკანასკნელი ნაშიერია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები