ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
27 აპრილი, 2016


სესხი ბანკში

- გამარჯობა, ბანკია და სესხებს იძლევით, თუ ბანკია და სესხებს არ იძლევით, თუ არ არის ბანკი და ისე იძლევით სესხებს, თუ არც ბანკია და არც სესხებს არ იძლევით?
- პირველი. ბანკია და სესხებს ვიძლევით. სესხის აღება გინდათ?
- დიახ!
- მომეცით პირადობა.
- პირადობა არ მაქვს.
- მაშინ მართვის მოწმობა?
- დავარღვიე რამე?
- არა, უბრალოდ სახელი და გვარი რო ეწეროს.
- ა, ფურცელზე დავწერ.
- არა, რაიმე საბუთი დამჭირდება.
- ჭადრაკის დაფას მოვიტან, ფურცელზე დახატულს.
- ჭადრაკის დაფა რად მინდა?
- ფიგურებიც მაქვს.
- რამდენი გინდათ სესხი?
- ორასზე მეტი და სამასზე ნაკლები.
- 250?
- დიახ.
- კი ბატონო, სად მუშაობთ?
- სამსახურში.
- კონკრეტულად სად?
- კონკრეტულად არსად.
- არ გაქვთ სამსახური?
- არა.
- მაშინ სესხს ვერ მოგცემთ.
- მაშინ მაქვს.
- სად მუშაობთ?
- არსად.
- მაშინ ვერ მიიღებ სესხს.
- მაშინ ვმუშაობ.
- სად?
- არსად.
- კაი და ეგრე როგორ უნდა დაფარო სესხი?
- არ უნდა დავფარო.
- აბა?
- რატო უნდა დავფარო, ჯერ არ ამიღია.
- არა, რო აიღებ მერე როგორ უნდა დაფარო?
- რო ავიღებ მერე მოვიფიქრებ.
- არა, ეგრე არ გამოვა.
- მაშინ ეხლა მოვიფიქრებ და რო ავიღებ მერე გეტყვი რაც მოვიფიქრე.
- არა, ეხლავე უნდა მითხრა.
- ეხლავე არ გეტყვი.
- მაშინ სესხს ვერ აიღებ.
- მაშინ გეტყვი.
- მითხარით.
- არ გეტყვით!
- კარგი, მაშინ მითხარით რისთვის გინდათ სესხი?
- საქეიფოდ.
- საქეიფოდ?
- არა.
- აბა?
- ქორწილისთვის, ცოლი მომყავს.
- არა, ეგეთი სესხები არ არის ჩვენთან.
- თქვენ ჩემი მეჯვარე იქნებით.
- დიდი მადლობა, მაგრამ ეგეთ სესხებს მაინც ვერ გავცემთ.
- მაშინ არ იქნებით მეჯვარე.
- კი ბატონო.
- სიძე იქნებით თქვენ.
- არა, მე ვიყავი უკვე სიძე.
- კიდე იქნებით.
- არა, დიდი მადლობა, აღარ მინდა მეტი.
- მაშინ გიშვილებთ.
- რას იზამთ?
- გიშვილებთ! აბა სხვა გზა აღარდ დამიტოვეთ.
- მომისმინეთ, ეგეთი ტიპის სესხები უბრალოდ არ არსებობს, არის ბიზნეს სესხები, სამომხმარებლო და ავტო სესხები.
- ა, დიახ, ავტო სესხები მინდა.
- მანქანა უნდა იყიდოთ?
- არა, ავტომატი.
- არა ავტოსესხი ნიშნავს სესხს ავტომანქანისთვის.
- ხო, მეც ავტომანქანა მინდა.
- რავი ავტომატიო და.
- ხო ავტომატიკა.
- ა, ეგ იგულისხმეთ?
- არა, მაგრამ ეგრე გამოვიდა.
- კარგი, მაგრამ სამსახურის გარეშე მაინც ვერ მოგცემ სესხს.
- არ არი პრობლემა, უკვე ვიშოვე სამსახური.
- საიდან?
- მანქანა რო მეყოლება ვიტაქსავებ ხოლმე.
- არა, მანქანას ვერ მოგცემთ.
- მაშინ სამომხმარებლო სესხს ავიღებ.
- რისი ყიდვა გინდათ?
- გიტარის.
- მუსიკოსი ხართ?
- არა, მედოლე.
- თუ მედოლე ხართ, გიტარას რატო ყიდულობთ?
- მეორე მხარეს დავუკრავ.
- გასაგებია, კი ვიფიქრე, მაგრამ მომერიდა. და რა ღირს თქვენი გიტარა?
- ათასი დოლარი.
- ვა, ალბათ ძვირფასი იქნება.
- არა, არ არის ძვირფასი, მაგოიმებენ.
- მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა, სამსახურის გარეშე სესხს ვერ მიიღებთ.
- კარგი მაშინ ფულს შემოვიტან ბანკში.
- კი ბატონო.
- მომეცით სესხი და მთლიანად თქვენთან ჩავდებ.
- ჰმ, არა, ეგრე არ გამოვა.
- შემოტანაზე დამჭირდება სამსახურის ცნობა?
- არა.
- რატო, ხო უნდა იცოდე საიდან მაქვს ეს ფული, იქნებ მოვიპარე?!
- ხო, მაგრამ არ ვითხოვთ ცნობას.
- ხოდა, ახვრები ხართ თქვენ!
- დიახ, სამწუხაროდ ასეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები