ავტორი: არგონავტი ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2009
ფატალურად!..
ბავშვობის ოცნებების ნანგრევებს მიმოვედე, იმედიც ღრუბელივით ზეცაში გაფანტულა, ველური დაჟინებით ხელს ვიღებ სიცოცხლეზე დაწყებულს მოკრძალებით, ვასრულებ ფატალურად!
სიკვდილის და სიცოცხლის სევდიან გასაყარზე, ხელს ვუქნევ განვლილ დღეებს, დასასრულს ვაღიარებ, დამთბარი სტრიქონები უგულოდ გადავხაზე, და თქვენი სიყვარულით, უზომოდ დავიღალე.
სიჩქარე მატულობს და მუხრუჭმაც დამივიწყა, ზემფირას ისტერიკაც სარკეებს აზანზარებს, სულ უფრო მონდომებით, გამირბის დედამიწა, გაფრენილს სიკვდილისკენ, სიცოცხლის გასაყარზე...
და ისევ ხელაღებით მოვისვრი ჰოპოთეზებს, წარსულიც კედლებს მიღმა, ღამეში გაფანტულა ჰო, ასე დაჟინებით, ხელს ვიღებ სიცოცხლეზე, იმედით დაწყებული, ვსრულდები ფატალურად...

მეც ზუსტად ასე წარმომიდგენია...

გუც :-*
და ისევ ხელაღებით მოვისვრი ჰოპოთეზებს, წარსულიც კედლებს მიღმა, ღამეში გაფანტულა ჰო, ასე დაჟინებით, ხელს ვიღებ სიცოცხლეზე, იმედით დაწყებული, ვსრულდები ფატალურად...
სიკვდილის და სიცოცხლის სევდიან გასაყარზე, ხელს ვუქნევ განვლილ დღეებს, დასასრულს ვაღიარებ, დამთბარი სტრიქონები უგულოდ გადავხაზე, და თქვენი სიყვარულით, უზომოდ დავიღალე.
სიყვარულისგანაც იღლებიან.. ხო.. 5