 | ავტორი: რუსა ჟანრი: დრამატურგია 10 დეკემბერი, 2009 |
ეშმაკის მზერა
ადამიანი -– ჩემს ზურგს უკან რატომ დგახარ, ნუთუ გრცხვენია, რომ თვალებში მიყურო?! ... ეშმაკი - მე, რომ რამის მრცხვენოდეს, აქამდე ცოცხალი არ ვიქნებოდი... ადამიანი – - აბა რატომ ერიდები ჩემს პირისპირ დგომას, იმიტომ, რომ მახინჯი ხარ?!... ეშმაკი - რატომ გგონია, შემომხედე მეც შენსავით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არც მხედველობა მღალატობს და არც სმენა, შემომხედე გეშინია?!... ადამიანი –- როგორ შემოგხედო, არ ვიცი დაგინახავ თუ არა... ეშმაკი - რატომ იტყუები, რა ვიცი, როცა გინდა ყოველთვის მხედავ... აბა დაფიქრდი, ასე არაა?!... ადამიანი –- რას ამბობ, ყოველდღე შენი ყურება ღმერთმა დამიფაროს, აქამდე გავგიჟდებოდი კიდეც... ეშმაკი - ხომ ხედავ, არ გიჟდები, აწიე თავი და წესიერად შემომხედე... ადამიანი -– შემოგხედავ, რატომ ფიქრობ, რომ მეშინია, აჰა... (ადამიანი შეტრიალდება, ცოტა ხნით შეჩერდება, დათვალიერებას ფეხებიდან დაიწყებს) - რასაკვირველია, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ხელებიც გაქვს, ტანსაცმელიც გაცვია, სახეც... მოიცადე... ვაიმე დედა, როგორი ღრმა და საშინელი თვალები გაქვს, შენი ყურება შემზარავიც კია, საშინელება ხარ, არ მინდა გიყურო, მაგრამ თვალს ვერ გაშორებ, რატომ ნეტა?!... და მაინც საშინელება ხარ... ეშმაკი - რატომ კანკალებ, გეშინია?!... ადამიანი –- არა, არ მეშინია, შეიძლება ახლოდან შეგხედო?!... ეშმაკი - შეიძლება, შენგან განსხვავებით მე შენი არ მეშინია... ეს, ისე, რომ იცოდე... (ადამიანი ახლოს მივა, მზერას ვერ აცილებს) ადამიანი - რა გამჭოლი მზერა გაქვს, რატომ მიყურებ, რატომ გაქვს ასეთი კუპრივით შავი და დიდი თვალები, ნეტავ რას ფიქრობ, უნდა მომკლა?!... ეშმაკი - რად მინდიხარ, ჯერ ჩემი თავი ვერ დამიმარხავს და შენ სად დაგმარხო... ადამიანი –- მაშინ ასე რატომ მიყურებ, შეტრიალდი, შენი ყურება მზარავს... ეშმაკი - კარგი, თხოვნას აგისრულებ... ადამიანი –- ასე სჯობს, ისე თმებს, რომ იზრდი რად გინდა? მოდი ადამიანს დაგამსგავსებ... ეშმაკი - იდიოტო, თმებზე ხელის ხლება კი არა, სხეულზე თითის მოკარებაც არ გაბედო... ადამიანი –- ღმერთო ჩემო... ეშმაკი - გაჩუმდიი! სანამ ჩემთან მოხვდებოდი ღმერთთან მანამდე გელაპარაკა... ჩემთან ერთად აღარ... ადამიანი –- როგორ?!... ვინ ხარ, რომ მბრძანებლობ... ეშმაკი - (განრისხებული სახით, მოტრიალდება ადამიანისკენ) – ჰაა, თორემ... ადამიანი –- მომისმინე, შენ რა გგონია, შენი მეშინია?!... რატომ მიყურებ, შენ მართლა იდიოტო, შეტრიალდი, შენს დაშრამულ სახეს, რომ ვუყურებ მზარავს... (ეშმაკი ისევ ზურგს შეაქცევს ადამიანს) ადამიანი -– თორემ მე შენ გეტყვი ზურგიდან უფრო ლამაზი ხარ, საშინელება ხარ ამ ამობურცული კუზით და შავი გრძელი თმებით, იდიოტო, გასწორდი მაინც... ეშმაკი - ნუ გეშინია ხელის ხლება, მოდი დამეხმარე გასწორებაში, მოდი... ადამიანი –- ისე ხასიათის შეცვლაშიც ხომ არ დაგეხმარო?... ეშმაკი - როგორ ვერ ხვდები, ზუსტად ჩემი ასლი ხარ... და ვერ გაგიგია... ადამიანი -– რა დაბრეცილი თითები გაქვს, მეცოდები. Eეშმაკი - თავი შეიცოდე, მე აბა შენი შესაცოდი არაფერი მჭირს... ადამიანი –- საცოდავი ხარ, ყველას ძულხარ... ვერავინ გიტანს... ეშმაკი - ცდები... წარმოიდგინე სადღაც შენც გიყვარვარ და საერთოდ ქვეყნის გულზე, ადამიანების უმრავლესობა ჩემი მონები და ქვეშევრდომები არიან... შენც მათ სიაში ხარ, გიკვირს?!... ჩამოსათვლელად თითებიც არ გეყოფა საკუთარი ბოროტი აზრების ჩამოსათვლელად, ყველაფერს მისცემ საკუთYარი ტყავისთვისთვის ოღონდ ვინმე გადაჯეგო და გადათელო, სამშობლოს ისტორიიდან დაწყებული საკუთარ თავს გაყიდი ოღონდ შენი თავი უზრუნველად აცხოვრო, ოღონდ ფულები თავზე გეყაროს და არაფერს დაეძებ, შვილებს ყიდი…თ... მე ერთის თქმა შემიძლია, ბევრია შენნარი და ძაან ცოტაა მართალი... ისე შენ როგორი გგონია თავი... ჭკვიანი?!... ადამიანი -– ნუ, თუ სხვაზე ჭკვიანი არა... შენზე ჭკვიანი მაინც... ეშმაკი - (ხარხარებს) იცი, ბოლომდე არ მჯეროდა, რომ თავში ტვინი საერთოდ არ გქონდა, მართლა სულელი ყოფილხარ... (სერიოზული ხმით) - შენ მართლა იდიოტო... გაიღვიძე და მერე მელაპარაკე, სიზმრებში ყველა ჭკვიანები ხართ... სცენა იცვლება, ადამიანი ლოგინზე წამოჯდება და ხმამაღლა თავისთვის ფიქრობს: - ღმერთო ჩემო, რამ დამასიზმრა ეშმაკი, არა, აუცილებლად, სანთელი, სანთელი უნდა დავანთო, (ადგება, ტანზე დაიხედავს)- მორჩა, მგონი გადავრჩი არა?! Kკი, ცოცხალი ვარ (ადამიანი, პატარა იქვე მდგარ კომოდს მივარდება) - ღმერთო, სადღაც აქ სანთელი მედო, ხატი, სად წავიღე, (ისევ ეძებს)- სად წავიღე, ვითომ დავკარგე?! არა მგონია... აი, აი (ხელში დაიჭერს სანთელს და ხატს, კუთხეში მივარდება და თავისთვის) –ღმერთო ჩემო, (დაფიქრებული სახით) – კი, მაგრამ მომისმენს ღმერთი? ალბათ კი... ვიცი, აუცილებლად მომისმენს..
დაცულია საავტორო უფლება რუსა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეშმაკი - იდიოტო, თმებზე ხელის ხლება კი არა, სხეულზე თითის მოკარებაც არ გაბედო...
ეშმაკი - ნუ გეშინია ხელის ხლება, მოდი დამეხმარე გასწორებაში, მოდი...
როგორც სჩანს ქარაფშუტა ეშმაკია...
ეჰ.. ბოლო უფრო მომეწონა... "დაცულია საავტორო უფლება " ვისი შენი თუ ფაუსტის? კარგი ვწერ +5 მარა ეს არ არის დრამატურგია ეშმაკი - იდიოტო, თმებზე ხელის ხლება კი არა, სხეულზე თითის მოკარებაც არ გაბედო...
ეშმაკი - ნუ გეშინია ხელის ხლება, მოდი დამეხმარე გასწორებაში, მოდი...
როგორც სჩანს ქარაფშუტა ეშმაკია...
ეჰ.. ბოლო უფრო მომეწონა... "დაცულია საავტორო უფლება " ვისი შენი თუ ფაუსტის? კარგი ვწერ +5 მარა ეს არ არის დრამატურგია
9. აქედანაც გაიხარე ჩემო ტუხა, დიდი მადლობა. აქედანაც გაიხარე ჩემო ტუხა, დიდი მადლობა.
8. ++ მოსაზრება ჩემი იცის უკვე ავტორმა:) ++ მოსაზრება ჩემი იცის უკვე ავტორმა:)
7. "ჩამოსათვლელად თითებიც არ გეყოფა საკუთარი ბოროტი აზრების ჩამოსათვლელად, ყველაფერს მისცემ საკუთYარი ტყავისთვისთვის ოღონდ ვინმე გადაჯეგო და გადათელო, სამშობლოს ისტორიიდან დაწყებული საკუთარ თავს გაყიდი ოღონდ შენი თავი უზრუნველად აცხოვრო, ოღონდ ფულები თავზე გეყაროს და არაფერს დაეძებ, შვილებს ყიდი…თ... "
ეშმაკის სახესავით შემზარავია ეს სიმართლე!
"ჩამოსათვლელად თითებიც არ გეყოფა საკუთარი ბოროტი აზრების ჩამოსათვლელად, ყველაფერს მისცემ საკუთYარი ტყავისთვისთვის ოღონდ ვინმე გადაჯეგო და გადათელო, სამშობლოს ისტორიიდან დაწყებული საკუთარ თავს გაყიდი ოღონდ შენი თავი უზრუნველად აცხოვრო, ოღონდ ფულები თავზე გეყაროს და არაფერს დაეძებ, შვილებს ყიდი…თ... "
ეშმაკის სახესავით შემზარავია ეს სიმართლე!
6. გამეცინა... ეს თქვენი ნებაა, გინდა ორიანები წერეთ და გინდა ხუთიანები... დიდი მადლობა... გამეცინა... ეს თქვენი ნებაა, გინდა ორიანები წერეთ და გინდა ხუთიანები... დიდი მადლობა...
5. საინტერესო თემის გამო,ჩემი ,,ორიანი"-თქვენ ( სულ ესაა,რაც გამაჩია) :) საინტერესო თემის გამო,ჩემი ,,ორიანი"-თქვენ ( სულ ესაა,რაც გამაჩია) :)
4. ,,ეშმაკი - რად მინდიხარ, ჯერ ჩემი თავი ვერ დამიმარხავს და შენ სად დაგმარხო..."
მსგავს ნაწარმოებში პუნქტუაციური შეცდომები და ლიტ.ენის უგულებელყოფა-ასატანია,მაგრამ, ეშმაკი საკუთარი თავის ვერდამარხვაზე რომ ფიქრობს -გასაკვირი ,,ეშმაკი - რად მინდიხარ, ჯერ ჩემი თავი ვერ დამიმარხავს და შენ სად დაგმარხო..."
მსგავს ნაწარმოებში პუნქტუაციური შეცდომები და ლიტ.ენის უგულებელყოფა-ასატანია,მაგრამ, ეშმაკი საკუთარი თავის ვერდამარხვაზე რომ ფიქრობს -გასაკვირი
3. მოგისმენთ. აუცილებლად მოგისმენთ... მოგისმენთ. აუცილებლად მოგისმენთ...
2. მოგისმენთ. აუცილებლად მოგისმენთ... მოგისმენთ. აუცილებლად მოგისმენთ...
1. კი, მაგრამ მომისმენს ღმერთი? კი, მაგრამ მომისმენს ღმერთი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|