ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუსა
ჟანრი: დრამატურგია
13 დეკემბერი, 2009


კარგია ხალხს ჩემი რომ ეშინია...

                            კარგია ხალხს ჩემი რომ ეშინია...

ოთახში ბნელა, მაგიდაზე სანთელი საცოდავად ბჟუტავს, სავარძელში მჯდომი კაცი ფიქრებში წასულიყო და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა:
ადამიანი –- იცი, არაფერი ისე არ მძულს, როგორც შენ მძულხარ, ვიცი მკითავ, რატომ, რა დაგიშავეო, მე კი გეტყვი: შენ წელს ცვლი, საუკუნეს და რაც მთავარია ადამიანს, არა და რა საკვირველია არა?, კოლოფში მოთავსებულს, პატარა ისრებით რამხელა ძალა გაქვს... ჩემს თავზე ხანდახან ბრაზიც კი მომდის, როგორ შეიძლება მე სულიერ ადამიანს მაჯობოს და მმართოს პატარა უსუსურმა საგანმა, არა, ხომ წარმოგიდგენია რას გეუბნები...
დრო - მიხარია, ხალხს ჩემი, რომ ეშინია, არადა თუ ასე გძულვართ, რატომ მიყურებთ, რატომ მყიდულობთ, მე არაფერს გთხოვთ, უბრალოდ, თქვენ, ადამიანებს გჭირდებათ ჩემი არსებობა, იცი ახლა რას ვიზამ?!... საერთოდ გავჩერდები და შენთვის ხმას არასოდეს ამოვიღებ...
ადამიანი –- მე შენი არასოდეს შემშინებია, უბრალოდ არ მიყვარხარ...
დრო - მოდი სიმართლეს გეტყვი, თქვენ, ადამიანებს კი არა, პირიქით, მე არ მიყვარხართ ადამიანები და იცი რატომ?!.. ერთ ჩემს წამში ათასი სისაზიზღრე შეგიძლიათ გაიფიქროთ და ათასი დანაშაული ჩაიდინოთ, მე კი ჩემი არსებობით არაფერს ვაშავებ, უბრალოდ დრო გამყავს...
ადამიანი - და ჩუმად მაბერებ არა?!... (ღიმილით), კარგი მჯერა, რაც მართალია, მართალია, შენ, რომ არა ჩვენ ცხოვრებას აზრი მართლა არ ექნებოდა, მაგრამ დედამიწაზე, რომ სიცოცხლე არ არსებობდეს, აღიარე შენც აღარ იარსებებდი, საჭირო აღარავისთვის იქნებოდი, გამიგე?!...
დრო - რა სულელი ხარ... ახლა ჩემს და შენს არსებობაზე ლაპარაკი თუ რატომ გავჩნდით, გვიან არის, კარგი ვთქვათ შემქმენით, მაგრამ, რად გინდოდით, თუ არ გეყვარებოდით, მოდი სცადე გამაჩერე, ხომ შენს  საკუთრებად მთვლი... შეძლებ?!...
ადამიანი –- სიცოცხლეს თუ არ მაჩუქებდი არც მაგაზე გავბრაზდებოდი, ჩემი ბატონი არავინაა, ერთი შენ ხარ, რომელსაც ვერაფერი მოგიხერხე.
Dდრო - იცი რას გეტყვი!, შენნაირმა უსუსურებმა კი არადა მბრძანებლებმა ვერაფერი დამაკლეს, ხომ ხედავ ფარაონსა თუ მეფეს ყველას იქით ვისტუმრებ,ზოგს სამოთხეში და ზოგსაც ჯოჯოხეთი, ისე რატომ არ გეშინია ასეთი ლაპარაკით, რომ გამაბრაზო, თუ მოვინდომე ახლავე გაგაქრობ, ესეც ხომ იცი...
ადამიანი –- ვიცი, ვიცი, ისე თუ დაგითვლია რამდენი ადამიანი გყავს იმ ქვეყნად გასტუმრებული...
დრო - არ მახსოვს, ცოდვილებს არასდროს ვითვლიდი...
ადამიანი –- ეჰ, შენც ცხოვრებისა და დროის საზომი გქვია რა...
დრო - რომ გითხრა გული გაგისკდება, (ირონიით) ხომ ხედავ გიფრთხილდები...
ადამიანი –- თუ ასე ფიქრობ, რომ გული გამისკდება, შენთვითონ როგორ ცოცხლობ...
დრო - მე უგულო ვარ, ჩემი რა ბრალია შენ თუ ვერ მიყენებ... საერთოდ  ჩემი მოხმარება უნდა იცოდე...     
ადამიანი –- თავს ნუ იშტერებ, ხანდახან შენი ბრალიცაა რაც გვემართება, რატომ უარყოფ, თითქოს არაფერ შუაში იყო ჩვენს ცხოვრებასთან...
დრო - არაფერს ვუარყოფ, უბრალოდ ვამბობ ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ მიფრთხილდებით, დაუდევრად მექცევით...
ადამიანი - არა, მძულხარ და რა გიყო...
დრო - იმიტომ, რომ მოკვდავი ხარ, უმაღლესი ცხოველი ხარ... ზოგიერთები კი ისე გავხართ პირუტყვს, თქვენ შორის განსხვავებას ბეწვით თუ გაარჩევ...
ადამიანი –- არავინ გიყვარს და იმიტომ მეუბნები ასე...
დრო - იცი ახლა რას ვიზამ?!...
ადამიანი - (იცინის), რა უნდა ქნა იმაზე მეტი, რასაც საერთოდ კაცობრიობას უშვები...
დრო - შენ იცი რას ნიშნავს სიცოცხლე?
ადამიანი –- არა, არ ვიცი...
დრო - როცა გაქრები, მერე მიხვდები... მე კი შენგან განსხვავებით ვცდილობ მაინც კარგი სახელი დავტოვო ქვეყნიერებაზე...
ადამიანი - სისულელეა... თავს იტყუებ...
დრო - სისულელე შენი არსებობაა უჩემოდ... იცი ხანდახან, თქვენი სმენით იმდენად ვიღლები, საკუთარი თავიც მეზიზღება ხოლმე...
    უეცრად ოთახში საათის წიკწიკი შეწყდა, გულგახეთქილი კაცი სავარძლიდან წამოიწია, საათს ხელი დაავლო, ყურთან მიიდო, გაჩერებული საათი გაბრაზებულმა კედელს მიახეთქა, და ასე მოხდა: გაჩერებული საათის გულმა კაცის გულიც თან გაიყოლა, ეტყობა, დროს ადამიანმა უამრავი სულელური კითხვებით თავი მოაბეზრა, ძალიან დაღალა, სინამდვილეში დრო ხომ არავის უსმენს.
  მეორე დილით, ქუჩაში ვიღაცამ ისევ დრო იკითხა... 



                                                                    დაცულია საავტორო უფლება
           
                                                                                      რუსა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები