ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართული ფოლკლორი
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2008


ერის სული

თუკი ერსაც შეიძლება ქონდეს სული, მაშინ ეს მისი ფოლკლორია!..."

ეს არის უნიკალური ხელოვნება, რომელსაც ქმნის არა ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ კონკრეტული ერი, ხალხი, ხშირად თაობებიც კი!

ამიტომაც არის ის გენიალური, უბრალო და ღრმააზროვანი...


პირველად სიტყვა "ფოლკლორი" ინგლისერლმა არქეოლოგმა ჯ. ტომსმა იხმარა, რაც "ხალხურ სიბრძნეს" ნიშნავდა. ტომსი იყო ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, რომელიც კელტურ და დრუიდულ ხელოვნებაზეც მუშაობდა...

ფოლკლორი - ეს არის ხალხური პოეზია და ზეპირსიტყვიერება, ხალხური მუსიკა, ხალხური ცეკვა, ხალხური თეატრალური სანახაობა, ხალხური გამომსახველობით ხელოვნება, დეკორაცია, სტილი, არქიტექტურა. გონიერმა ადამიანმა ერთი დღეც ვერ შესძლო ხელოვნების გარეშე არსებობა, მისი გაგონიერება უშუალო კავშირში იყო მასში "შემოქმედი სულის" დაბადებასთან.


მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პირველი ხელოვნება ადამიანს არ შეუქმნია "სიმარტოვეში", ანუ იმ "მარტოობაში, რომელიც ყველას ერთობის ტოლია" (ჟ.ე.), არამედ თავისი მეგობრების, ნათესავების გარემოცვაში შექმნა. ანუ " ინდივიდის პოეტურ გარინდებებს", ხალხის საერთო ზეშთაგონება უსწრებდა წინ...

რაც უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დახვეწილია ფოლკლორი, მით უფრო დიდი წარსულის და გენის არის მისი "ავტორი-ერი". ქართული ფოლკლორი ამ მხრივ გამორჩეულია, ჩვენთან სახალხო ხელოვნების ნებისმიერ დარგს აქვს მკაფიოდ გამორჩეული და თავისთავადი სტილი, სიღრმე, ნიშანი...

აი, ეს არის ქართული ფოლკლორის უდიდესი მონაპოვარი - საოცრად ორიგინალურ და თავისთავად ხელოვნებას ქმნიდეს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები