ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
20 სექტემბერი, 2013


მაკლერთან

- გამარჯობა, რა არი, სადა ხარ, ცხრა საათიდან გელოდები.
- რა ცხრა საათიდან, ეხლა გახდა ცხრა საათი.
- ხო, ეხლა მოვედი. თქვენ ხართ მაკლერი?
- დიახ, მე ვარ, გისმენთ.
- ისეთი ბინა არ გაქვთ შესასვლელი რო არ ჰქონდეს?
- არა, ეგეთი ბინა არ არსებობს.
- ხო, არ არსებობს და თქვენ საიდან. რა მაინტერესებს, დუპლექსი გაქვთ?
- კი გვაქვს.
- და ეგ რა არის?
- დუპლექსი ორი სართული როა ერთად გაერთაინებული და კიბე რო გადის შუაში.
- არა, ეგეთი არ მინდა. ოთხ ოთხიანი ბინა არ გაქვთ? ან ორი ორიანი. ან ერთი სამიანი, ერთი ერთიანი. ან ოთხივე ერთიანი.
- კი, შემიძლია ერთი კარგი ოთხ ოთახიანი ბინა შემოგთავაზოთ.
- ეს ოთხ ოთახიანი რას ნიშნავს, ოთხი ოთახია და მეტი არაფერი?
- არა, ოთხი ოთახი და პლიუს შემოსასვლელი, ლოჯი.
- ტვალეტი არის?
- კი, როგორ არ არის.
- შეიძლება შევიდე?
- არა, ეხლა არა, სხვაგან არის ეგ ბინა.
- არა, სხვაგან რო არი ვიცი, უბრალოდ ვინმე ხო არ არის მეთქი შესული.
- არა, დაკეტილია სახლი, შიგნით არავინ არ არის.
- დაკეტილია? აბა რო ვიყიდო ვერ შევალ?
- როგორ ვერა.
- არა, უბრალოდ მაგის ჩიტი არ ვარ, რო ბინა ვიყიდო და შიგნით ვერ შევიდე.
- არა, ჩვეულებრივად გააღებ და შეხვალ.
- ოთახები დალაგებულია?
- დალაგებული რა, ახალი აშენებული კორპუსია, არაფერი არ არის შიგნით.
- არა, ოთახები დალაგებულია, ვგულისხმობ, ზალა, სპალნა, ხო დალაგებულია, ყველა ოთახი ერთად ხო არ არის შეყრილი?
- არა, არა, ოთახები გამოყოფილია.
- კარგი, წყალი მიყვანილია?
- კი.
- რა კი?
- მიყვანილია.
- აჰა, ეხლა გავიგე. ფანჯრები იღება?
- კი, რათქმაუნდა.
- ყველა ფანჯარა იღება?
- კი, ყველა იღება.
- მერე ყველა რო გააღო სკვაზნიაკი ხო არ იქნება?
- კი, ბუნებრივია იქნება.
- ოო, ეგ ცუდია.
- მერე შენც არ გააღო.
- ფანჯარა ჩემია, მინდა გავაღებ მინდა არა!
- კი ბატონო, თქვენი ნებაა.
- და რომელ სართულზეა ბინა?
- მეშვიდეზე.
- კერძო ბინაა?
- არა რა კერძო ბინა, კორპუსშია, მე-7 სართულზე.
- კარგი, ლიფტი მუშაობს?
- კი, მუშაობს.
- და მეშვიდე სართულამდე ადის?
- კი, ადის.
- მერვემდეც ადის?
- კი, მერვემდეც ადის.
- შეიძლება ხო, რო ჯერ მერვეზე ავიდე და მერე ფეხით ჩამოვატასავო?
- კი, რატომაც არა.
- ანდაც რაღაზე ვიწვალო, როცა დაღლილი ვიქნები ავალ პირდაპირ მეშვიდეზე, არა?
- კი, როგორც გნებავთ.
- შესასვლელი კარი გასაღებზეა ხო?
- კი.
- არის ეგ ვარიანტი უცებ რო დავკარგო გასაღები?
- რო დაკარგო, მერე?
- არა, თუ არის მეთქი ეგეთი ვარიანტი უცებ გასაღები რო დამეკარგოს.
- კი, როგორ არ არი.
- ხო, ეგ მაინტერესებდა. და თვითონ კარი გამჭირვალე ხო არ არი?
- არა, არ არის გამჭირვალე, რკინის კარია.
- არა, თუ გინდა იყოს, მე არა მაქვს პრობლემა.
- არ არის გამჭირვალე და როგორ უნდა იყოს.
- კარგი, ზარი არის კარზე დაყენებული თუ უნდა აბრახუნო?
- კი არის.
- ანუ წიხლებით უნდა შედგე თუ ცივილიზებულად დააზარინებ და რამე, როგორც ევროპაშია?
- კი არის მეთქი ზარი.
- კარგი და ზარს როგორი ხმა აქვს?
- ნუ რავიცი, როგორ გითხრათ.
- მითხარით, აბა რო ვიცოდე.
- აი ესეთი - კლინ-კლუნ.
- აჰა, რო დააჭერ კლინ და მერე რო აუშვებ კლუნ არა?
- კი, ზუსტად ეგრეა.
- მოდი აბა გავათამაშოთ, ვითომ ვაჭერ (აჭერს).
- კლინ-კლუნ.
- ვა, საკაიფოა. აბა კიდე ერთხელ.
- კლინ-კლუნ.
- არა, შეგეშალა, მარტო კლინ უნდა გეთქვა, დავაჭირე, მაგრამ ჯერ არ ამიშვია ხელი.
- ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას.
- კი ბატონო. ჩემს ზემოთ ცხოვრობენ?
- კი, ცხოვრობენ.
- ჩემს ქვემოთაც ცხოვრობენ?
- კი, ქვემოთაც ცხოვრობენ.
- ჩემს ქვემოთ რო ცხოვრობენ, ეგენი ხო არ ცხოვრობენ ჩემ ზემოთაც?
- არა, ეგენი როგორ იცხოვრებენ.
- რავიცი, დუპლექსიო რო ამბობდი, ჩემს სახლში ხო არა აქვთ ის კიბე გათხრილი, ეგეთი რაღაცა ნაღდად არ მაწყობს.
- არა, არ არის დუპლექსი.
- ძალიან კარგი, რო ვიყიდო რამდენ ხანში დაიცლება?
- რა დაიცლება, ხო გითხარი არავინ არ ცხოვრობს მეთქი.
- ხო გავიგე, მაგრამ პროსტა მითხარი, რო მალე დაცლიან, გადავლენ, რაღაცა, ცოტა გამისწორე რა.
- კარგი, ეგრევე დაცლიან.
- რა დაცლიან, აკი ახალიაო ბინა?
- ეს შენ გაგისწორე პროსტა.
- ხო, დამავიწყდა, ჯიგარი ხარ. ე.ი. რა არი ბინის ბოლო ფასი?
- ასი ათასი დოლარი.
- გასაგებია, ეხლა რაზე მოვედი, ბინის ყიდვას ჯერ არ ვაპირებ, საზღვარგარეთ მივდივარ საცხოვრებლად და თქვენ ბინის გაყიდვაზეც ხო მუშაობთ?
- დიახ! ვმუშაობთ!
- კარგი, ეხლავე აგიგხნით, დაახლოებით ეგეთი ბინა მაქვს გასაყიდი, ოღონდ ის სხვა ადგილას არის, კერძო ბინაა და ჩემი არ არის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები