ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუსა
ჟანრი: დრამატურგია
21 დეკემბერი, 2009


სარკე

                                                      სარკე

ორი პიროვნება ბაღში სეირნობს, თეთრი ხალათები უნდა ეცვათ, ერთი ცოტა სასაცილო შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს, უცებ მეორე სიცილს დაიწყებს, პირველი მივა და ეკითხება...

I –- გიჟიხარ?
II - რატომ მეკითხები, ნუთუ ვგავარ გიჟს?!
I - აბა რატომ იცინი?
II - გგონია მე ახლა ვიცინი?!
I - დავინახე როგორ იცინოდი...
II - არ ვიცინოდი, ერთს ვეძახდი...
I - ვის ეძახდი?!... (და გაკვირვებული მიიხედ-მოიხედავს ირგვლივ, მაგრამ ვერავის ხედავს)
II - შეგაწუხე?
I - არა, მოვედი, ვიფიქრე დაგეხმარებოდი…...
II - მითხარი, როგორ აპირებდი ჩემს დახმარებას?
I - ჩემს ოთახში წაგიყვანდი, წყალს დაგალევინებდი, არ გცხელა?
II - მოიცადე... შენ ამ ტრიალ მინდორზე როგორ მოხვდი?!
I - სად ხედავ აქ მინდორს, სახლებითაა აქაურობა სავსე...
(სინამდვილეში სცენაზე არაფერი არ უნდა ჩანდეს, გარდა დასასვენებელი სკამებისა)
II - საკვირველია, მე რატომ ვერ ვხედავ სახლებს?
I - ალბათ ხუმრობ...
II - არ ვიცი ხუმრობა, არავის უსწავლებია, შენ იცი ხუმრობა?!
I - რა გინდა ჩემგან, რას ჩამძიებიხარ...
II - არა,  ვერ გამიგე, აქ ხომ ტრიალი მინდორია და მეტი არაფერი...
I -საერთოდ აქ როგორ მოხვდი?
II - საიდუმლოდ გეტყვი, სახლიდან გამოვიპარე...
I - შენსავით მეც გამოვიპარე, მაგრამ ხომ ხედავ საგიჟეთში მოვხვდი...
II - მე გადავრჩენილვარ... ისე შენც ხომ ჩემსავით სულელი ხარ?
I - არა...
II - აბა, გგონია, რომ ჭკვიანი ხარ?!
I - შენზე ჭკვიანი მაინც ვარ...
II - შეიძლება, მაგრამ ასე რატომ ხარ დარწმუნებული?!
I - შენ როგორც იცინოდი, მე ასე უმზეზოდ, ვერ ვიცინებ...
II - ამიტომაც, მე კი არა, სწორედ შენ ხარ გიჟი, დავიღალე ცხოვრებით, ასეთი უსუსური, რომ ვარ, ვდგავარ და საკუთარ თავს დავცინი, ისე ხანდახან შენ არ გაგცინებია საკუთარ თავზე?
I - არა, მე ყოველთვის ჩუმად ვარ...
II - საინტერესოა, იცი, არასდროს უნდა იყო ჩუმად, ვერავინ მიხვდება რა გილხინს, რა გიჭირს და საერთოდ, ხომ ხედავ ვიცინოდი და მოხვედი, შენ,რომ არა კიდევ რამდენი შენნაირი მოვიდოდა და იგივეს მკითხავდა, წარმოგიდგენია?!
I - გიყურებ და ვერ გამიგია, ამ ქვეყანას ამდენი შერეკილი მაინც რაში სჭირდება... (პირველი გავა სცენიდან და კიდევ ერთ თეთრ ხალათიანს შემოიყვანს) (მანამდე მეორე დგას და ცას შეჰყურებს, ნელ-ნელა ხელებ გაშლილი ტრიალებს, სახე ბავშვივით უღიმის)
I - შეხედე... (თითით აჩვენებს ახალ შემოყვანილს)-ხომ გეუბნებოდი ვიღაც შერეკილი დგას და გიჟივით იცინის მეთქი...
III - რა დაემართა?!
I - არ ვიცი, აბა გააჩერე და კითხე...
III - (მივა სცენის შუაგულში მდგომ ადამიანთან, რომელსაც რაღაც უხარია და არ იცის რა უხარია) – შეჩერდი და გამომყევი... სწრაფად...
II - რა ხდება? (გაოცებული გაჩერდება და ცივად ხელსაც გააშვებინებს მაჯიდან)
III - დროზე ფეხი გამოადგი...
II - ნუ ხარ ასეთი მუტრუკი, თავი დამანებე...
III - ვინ არის მუტრუკი, პოლიციელი ვარ, შედი კამერაში (და იქვე მდგომ ფიცრულ საკუჭნაოში შეუძახებს II-ს (მერე პატარა სარკმლიდან თავს გამოყოფს და მე I-ს ეუბნება): ამით ახლა რა ქენი, მიშველე ვითომ? (და გამოდის საკუჭნაოდან)
II - მორჩა, გვეყო თამაში, შენ მართლა გიჟი ხომ არ გგონივარ?
I - მეგონე, რატომ არ უნდა მგონებოდი, აბა რატომ იცინოდი, თან იძახდი ტრიალი მინდორიაო...
III - ზოოპარკში რა უნდა ხალხნო ტრიალ მინდორს, ან სახლებს?
II - კარგით მორჩით კამათს, ცოტა ხნით ვიხუმრე თქვენთან, სინამდვილეში მე ხომ თქვენი მკურნალი ვარ... (თავისთვის) ეჰ, ჯერ სადაა თქვენი გამოსწორება, რა მეშველება თქვენს ხელში, მეგონა რაღაცა მაინც გიშველეთ და ისევ სულელი ბავშვებივით ხართ... ღმერთო, ნუთუ ტყუილად ვშრომობ... 
III - არაფერი მესმის...
II - შედით თქვენს ოთახებში, საუზმის დროა...
I - შენ აქ იქნები?
II - ჰო, თქვენ ზემოთ ადით, მე ჩემს ოთახში შევალ...
(სცენა იცვლება, ექიმი ყველასგან განმარტოებით ოთახში რჩება, ტანთ ისევ თეთრი ხალათი აცვია და თავის თავს სარკეში ღიმილით ელაპარაკება):
ექიმი - რა გაცინებს, ამ ხალხში დაბერდი და კიდევ ვერ გაგიგია, ცხოვრებამ რა უცებ გაგასულელა და დაგაბერა...
მისივე ხმა - არ ხარ ბედნიერი?! სწორედ ამ ხალხმა მოგიხვეჭა სახელი და დიდება...
ექიმი - ჰო, ოღონდ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ხომ ხედავ მეც ვაფრენ...
მისივე ხმა - რატომ, რა შესწირე...
ექიმი - ახლა, რომ მიყურებ ნორმალური გგონივარ?!
მისივე ხმა - მთლად ნორმალური არა, მაგრამ არც ქვებს ისვრი...
ექიმი - მერე ეს ცოტაა?! ჰა? რა ვქნა სად გადავიკარგო, ამათი ხედვით დავიღალე...
მისივე ხმა - რატომ დაიჩემე  ეს სადღაც გადაკარგვა, გგონია მარტოობა რამეს გიშველის? იქნებ პირიქით...
ექიმი - შენ ჩემზე არანორმალური ხარ...
მისივე ხმა - ამდენი წელია შენს მაგივრად ვლაპარაკობ და რა გასაკვირია ასეც, რომ იყოს და შენსავით ვაფრენდე, ისე სახლში არ მიდიხარ? წადი დაისვენე, მათთან ერთად დღეს ბევრი იცელქე...
ექიმი - ვიცი დამცინებ, მაგრამ იცი რა კარგი იყო?!
მისივე ხმა - ახლა არ გადამრიო, რა იყო კარგი სიგიჟე?!
ექიმი - ჰო, იცი ახლა რას ვფიქრობ, ხანდახან ადამიანმა უნდა გააფრინო, გაგიჟდე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება იმ დოგმებში იცხოვრო რასაც საზოგადოება გავალდებულებს, ოღონდ იცი, კეთილად, შენთვის უნდა გააფრინო, თუნდაც, როცა მარტო ხარ... რას მისმენ, ნუთუ არ ვარ მართალი?...
მისივე ხმა - შენ მართლა გაგიჟებულხარ და ვერ გაგიგია, ისე საუბრობ ამ ხალხზე თითქოს და გშურდეს კიდეც მათი... დასვენება გჭირდება, მოდი ცოტა ხნით შვებულება აიღე და სადმე წადი...
ექიმი - ჰო... იცი ხანდახან მშურს კიდეც მათი, წარმოგიდგენია, მთელი ცხოვრება გაატარო ისე, როგორც შენ გსურს, ჩარჩოების გარეშე, არაფერი გაღელვებდეს, არაფერი გატირებდეს, არაფერი გტკენდეს, მერე ყოველმიზეზგარეშე გივლიდნენ, გიფრთხილდებოდნენ, განსაკუთრებულად გექცეოდნენ, არ მესმის ამაში ცუდი რა არის, აი მითხარი... შენ ვინმე გიფრთხილდება? ან ვინმე განსაკუთრებულად გექცევა? არა... რა თქმა უნდა არა... ნორმალურისგან ითხოვენ განმარტებებს, სთხოვენ პასუხს, რაღაც სისულელეებზეც კი, მათ ამას არავინ სთხოვს... თავისუფლები არიან და მორჩა... ერთია, შედარებით მათზე ნორმალურები ვისჯებით და ეგაა... მეტი არაფერი... მათ ვუღიმით, ვეფერებით, აბა არაფერი ეწყინოთ, შენ გეფერება ვინმე?! არა... მერე ეს ნორმალურია?!
მისივე ხმა - გარეთ გაიხედე, მგონი ჩხუბობენ (კაცი სავარძელში ეშვება და დუმს) –გაუნძრევლად რატომ ზიხარ?
ექიმი - წარმოგიდგენია რამდენი ვილაპარაკე?! არ შემიძლია გასვლა... დავიღალე... მართლა მოდი ერთი კვირით ავიღოთ შვებულება და სადმე წავიდეთ... დასვენება მინდა...
მისივე ხმა - წავიდეთ, ოღონდ ახლა ამათ მიხედე... 
ექიმი - იცი რა გითხრა... უკვე მეთვითონ მოსავლელი და მოსახედი ვარ, არ გჯერა რომ დავიღალე?
მისივე ხმა - ჰო, ადამინი ხარ და იღლები, მე აბა ყოველთვის ჯანზე ვარ...
ექიმი - შენიც მშურს... (იღიმის)
მისივე ხმა - ჰო, იცინე, იცინე... ერთ საათში, შენობას თავზე დაგაფშვნიან თუ არ გახვედი და ეთამაშე...
ექიმი - კარგი, სხვა რა გზაა, და მაინც ეს ადამიანები ბედნიერები არიან, ხომ ხედავ გავდივარ ოთახიდან იმიტომ, რომ მათ მოვეფერო... მე კიდევ ერთი დღით ისევ გავგიჟდე... წარმოგიდგენია, ითხოვენ და ღებულობენ, აბა მე რამდენი წელია დასვენებას ვითხოვ და ახლაც ჩემს ოთახში ვზივარ...
(ბოლოს გმირი სავარძლიდან დგება, წინ დაკიდულ სარკესაც შორდება და სცენიდან გადის)...     

                                                              საავტორო უფლება დაცულია
                                                                            რუსა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები