 | ავტორი: რუსა ჟანრი: იუმორისტული 16 დეკემბერი, 2009 |
ატეხილი აურზაური
ეს ამბავი ქალაქის ავტობუსში ხდება, სოფლიდან ჩამოსული მსუქანი ქალბატონი თავის ქათმებთან ერთად ლამაზად მოკალათდება ქალაქის ტრანსპორტში, ამ დროს, მას შუა ხნის მამაკაცი თავზე წაადგება და ზრდილობიანად თხოვს: მამაკაცი - თუ არ შეწუხდებით ქალბატონო, იქნებ ჩაიწიოთ და ჩამომაჯინოთ. ქალი - სად მივიწიო შე კაცო, ვერ ხედავ ქათმები მიზის სკამზე მამაკაცი - მერე და ქალბატონო, ქათმები სკამზე ისხდნენ და ხალხი ფეხზე ვიდგეთ?! უცხო მგზავრი - ოჰ, როგორ ცხელა (მოისმა წინა რიგებიდან შეწუხებული ხმა) მამაკაცი - ჩასვით ქალბატონო ქათმები ქვევით! ქალი - კაცო, თავს არ დამანებებ? სხვასთან დადექი თუ ღმერთი გწამს, რას წამომყუდებიხარ ამხელა მუტრუკი თავზე... (მამაკაცი უხერხულობისგან მიიხედ-მოიხედავს) (ამ დროს ტრანსპორტში დაღლილმა გამყიდველმა მიიქცია ყურადღება, რომელიც საცოდავად იხვეწებოდა) გამყიდველი- იყიდეთ ცხელი ხაჭაპური, ახალი დამცხვარია... (სოფლელმა ქალბატონმა სიტყვა “”ცხელის” გაგონებაზე საშინელი აურზაური ატეხა) ქალი - ცეცხლი გვიკიდია ხალხს და ცხელი ხაჭაპური რა ჯანდაბად გვინდა, ხომ არ გადირიე კაცო? გამყიდველი - შენ თუ არ გინდა ნუ იყიდი, გეხვეწები თუ?! (ბოლო რიგებში მჯდომმა კაცმა, კაპას მგზავრს გამოეპასუხა) მგზავრი - კარგით ქალბატონო, ისედაც დასიცხულებს თქვენი ყვირილი ცუდად გვხდის…... რა დაგემართათ? ქალი - უყურე შენ ამას, ენას რაფერაა რომ მიტლიკინებს, ვინ გკითხავს მე ვის რას ვეტყვი... მგზავრი - უკაცრავად ქალბატონო, მეტს არაფერს გეტყვით... (სოფლელი ქალბატონი მაინც არ ისვენებს, ადგილზე ცმუკავს) ქალი - ჰო, ჰო, ჰო ”ბოდიში”, მე შენ გეტყვი დიდი საშველი სიტყვა აქვთ ამ ქალაქელებს მოგონილი, ქალო, შენ კიდევ ხაჭაპურით ხელში აქანა მიდგახარ, ჩაი ახლავე ქვემოთ! მგზავრი - კარგით ქალბატონო, რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ?! ადამიანს თავისი გასჭირვებია, დაანებეთ თავი... (მიაძახა მოპირდაპირე მჯდომმა, სხვათა შორის ძალიან ინტელიგენტმა ქალბატონმა, რომელმაც აღელვება ვერ დაფარა) ქალი - რაოო….. ახლა შენ დამიწყე ჭკუის სტავლება, გაგითხიპნია რაღაც კრასკებით მაი სახე და თავი ლამაზი გგონია, რომ იცოდე დეიდად გეკუთვნი, ”კეკელკა” (მიაძახა ქალაქელ ქალბატონს)(ატყდა ტრანსპორტში ხარხარი) მგზავრი ქალბატონი - როგორ მელაპარაკებით ქალბატონო, (თან იღიმოდა) მეტად საინტერესოა სად მოკარით მაგ სიტყვას ყური?! ქალი - შეგშურდეს, ვიღაცამ ბაზარში კომპლიმენტად მითხრა, ჰო რა გაცინებთ? ოჰ, რა გახდა აი გამყიდველიც, ძლივს არ ჩავიდა?! მMე შენ გეტყვი, ამ ცეცხლ შენთებულებს, კიდო ცეცხლი და ნავთი გვაკლდა. მგზავრი - უკაცრავად, მაგრამ რას გიშლიდათ, ყოფილიყო... ქალი - რას მიშლიდა და ნერვებს... სხვა მგზავრი - თუ ღმერთი გწამთ, ქალბატონო, რა საჭოროა ამდენი საუბარი, თავი ამტკივდა თქვენი სმენით... ქალი - ჩადი მერე, ნეტაი მაცოდინა რას მიზიხარ ცხვირ წინ... კიდევ სხვა მგზავრი - კარგით რა ქალბატონო, არ დაიღალეთ?! (ამასობაში მძღოლიც ამოვიდა) მძღოლი - რა იყო ხალხო, რა გაბრაზებული მიყურებთ, ვალი მაქ თქვენი თუ?! ახლავე გაგართობთ, მოვუსმინოთ კაი მუსიკებს... (და რადიოლას ღილაკს თითი მიაჭირა, მუსიკაც ჩაირთო) ქალი - ჰე, დაგვაყენე საშველი, დევიწვით ხალხი, ჩართე აი შენი ჟაბახანა... მძღოლი - ვაა, ეს რა კაპასი მგზავრი გვყოლია, ხედავ შეენ?! ქალი - კაპასი კი არა და თუ მოვედი, სულ ღერა-ღერა დაგაწიწკნი მაი თმებს, რაც თავზე გაბია.. (მძღოლი გამოხედავს ქალს) ქალი - რა იყო, ვერ მცნობ?! Hო, იცინე, იცინე... მე შენ გაგაცინებ სადაც საჭიროა... მგზავრი - თუ არ შეწუხდებით, გამოაღეთ ფანჯარა, ასე მგონია საქათმეში ვზივარ... საშინელი სუნია... ქალი - ოჰ, ბოდიში გენაცვალე, ეს ქალაქელი ხალხი რაფერ შეგაწუხეთ, აწი სახლიდან დაბანილ ქათმებს წამეყვიყვან ხოლმე... (მერე ისევ მძღოლს მიუბრუნდება) – ე, შოფერ, შენ გელაპარაკები, წაიღო ყური მაგ პატიფონმა, დოუწიე ერთი თუ კაცი ხარ... მძღოლი - შენ ეხლა ქალბატონო, მეტის მეტი არ დაგემართოს, თორემ აი ხალხი მოწმეა, მომხდარზე პასუხს არ ვაგებ... ქალი - რაა, მომკლავ?! თითსაც ვერ დამადობ, შე უდღეურო და მაიმუნო შენა... შეხედეთ ერთი რეებსაა, რომ მემუქრება აი ყაზახი?! ლამაზი ქალბატონი- ქალბატონო, ნუთუ არ გესმით, მძღოლის განერვიულება არ შეიძლება... ქალი - თუ გამორთავს აი პატიფონს, თავს დავანებებ, აბა სახლში ცოლად ჩემი მტერი გაყვა აი მათხოვარს... (ქალის დაწყნარებას ბოლო არ მოეღო, ყველა დაიღალა და მძღოლმაც დაამუხრუჭა) მძღოლი - ქალბატონო ან ნებით დაგვტოვე, ან ძალით დაგატოვებინებთ აქაურობას. (ქალი ცოტა ხანს უხმოდ იჯდა, მერე გაბრაზებულმა ქათმებს დაავლო ხელი და კარისკენ გაქანდა, თან კიდევ ბუტბუტებდა) ქალი - ჰო, იდექი ახლა და მიყურე სატრფოსავით, შენ, რომ არ ჩამაგდო, მეთვითონ ვერ ჩავალ?! (კიბეზე ჩამსვლელს ვიღაცამ ხელი გაუწოდა) ქალი - გაწი ეგ კრემიანი ხელი (მერე ხალხისკენ შემობრუნდა)- მე რა მენაღვლება, მაინც ჩემი ჩასვლის დროა, აგერ ახლოში ვიყავი მისასვლელი, ჰო შენ გეუბნები, რას მიყურებ, არ მითხრა ახლა შენი ჩასვლა მწყინსო. მგზავრი - არა ქალბატონო, მაგას როგორ გეტყვით, პირიქით, მახარებს კიდეც თქვენი ჩაბრძანება... მძღოლი - დროზე, დროზე, მეჩქარება... ქალი - დამაცადე კაცო, შენ მოგეკიდოს ცეცხლი... (ტრანსპორტი დაიძრა, რატომღაც ყველამ შავებში ჩაცმულ მოხუცს გააყოლა მზერა, იმ დროს ყველა მგზავრი მასზე ფიქრობდა, უკვირდათ მისი საქციელი) (ქათმებით ხელში, გზაზე მიმავალი ქალი იხტიბარს არ იტეხდა და თავისთვის ბუტბუტებდა): ქალი - ვერ გავიგე, რაი დოვუშავე აი ხალხს, ისე ამ ქალაქელებთან ვერ იმგზავრებ, მუნჯებივით ზიან მთელი გზა, რა იყო კაცო ადამიანი არ ხარ? ან გამოელაპარიკე გვერდით მჯდომს, ან რაღაც თქვი... არა კაცო, გაგიგონია?! ა ესე კიდო, წაიცხობენ ამ თმაზე რაცხას, მოითხიპნიან სახეს და ჰაიდაა დადიან, წინ და უკან, ოღონდ სახლში ნუ გააჩერებ და ჯოჯოხეთში წავლიან... ამას წინათ ქალების ჩხუბი ვნახე, რა იყო ეს, რა ვიცინე, ასე იდგნენ და ცხვირსახოცებს ურტყამდნენ ცხვირპირში ერთმანეთს, ამას ეძახიან ჩხუბს და თავ-პირის ერთმანეთიზა დამტვროვას?! დავიღალე კაცო, იქ იმის თქმა არ შეიძლებაო, აქ ამისიო, ასეთი ცუდი სუნი რეიზა არისო, (ცოტა გაკვირვებული) (დიდ ძელზე ჩამომჯდარი, თვალებს მოიჩრდილავს ტრანსპორტს გახედავს) ქალი- ისე ეს ცხონებული დედაჩემი ქე მეუბნებოდა, ამ ენის პატრონი დარჩები გოუთხოვარიო, და აჰა, ისე აგისრულდეს ყველა სურვილი.. რაფერც მე...
დაცულია საავტორო უფლება
რუსა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კი,ია-კანცოვკა იყო კაი მარტო. ავტორმა ძალიან მოინდომა პუბლიკის გამხიარულება და გამოუვიდა კიდეც ნაძალადევი იუმორი მე უფრო კეთილი იუმორის მომხრე ვარ. წარმატებებიიიი კი,ია-კანცოვკა იყო კაი მარტო. ავტორმა ძალიან მოინდომა პუბლიკის გამხიარულება და გამოუვიდა კიდეც ნაძალადევი იუმორი მე უფრო კეთილი იუმორის მომხრე ვარ. წარმატებებიიიი
2. სახალისოა,მაგრამ ვფიქრობან სულ დიალექტით ასაუბრე ეს ქალი,ან დაუხვეწე ლექსიკონი,ხან ისე და ხან ასე რარაც ვერ გამოდის,ყურში არ შედის...:) სახალისოა,მაგრამ ვფიქრობან სულ დიალექტით ასაუბრე ეს ქალი,ან დაუხვეწე ლექსიკონი,ხან ისე და ხან ასე რარაც ვერ გამოდის,ყურში არ შედის...:)
1. :)) კანცოვკა იყო კარგიი ;) :)) კანცოვკა იყო კარგიი ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|