ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია კახიძე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


შეგრძნების საოცრება.….

ვიწექი უხმოდ და ვთრგუნავდი სურვილებს,
არადა მიწევდნენ ტუჩები საკოცნელად.
ვიწექით, ჰაერმაც შეიგრძნო სურნელი,-
ჩემს ზურგზე ხელებმა შენი საოცრება.

შენგან წამოსული სულ ყველა იმპულსი,
ჩუმად ავირიდე ჩემი სხეულიდან.
მივხვდი, რომ რჩებოდი უვადოდ ჩემს გულში,
მე უკვე ვიყავი  შენით სნეული და…

შენ ის ხარ, ამ ქვეყნად ვცხოვრობდი ვისთვისაც.
ვხუჭავდი თვალებს და თან თავს  ვაჯერებდი,
რომ ვერ გაგიმეტე ჩემი თავისთვისაც...
ღამეს კი ვეგონეთ ალბათ დასჯილები.

წავალ და არ ვისვრი ზურგსუკან მონეტებს,
წავალ და დაბრუნებას აღარ დავაპირებ.
კოცნას დაგიტოვებ დილის მონატრებად,
და სველ წამწამებს უცრემლოდ ნატირებს.

ჰო, თუკი ოდესმე იგრძნობ რომ გჭირდები,
შენ უხმე ჩემს სულს და ის შენთან გაჩნდება,
ნელნელა მტოვებენ მორუხო  ბინდები
და ვრჩებით მე, შენ და შეგრძნების საოცრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები