ავტორი: მახვილკუთხა წრე ჟანრი: იუმორისტული 18 დეკემბერი, 2009
გემრიელი ბანანის პუდინგი მდოგვითა და რაჭული ლორით (ადოლფს)
დროს გაუფუჭდა საათი და აღარ ვბერდებით დრო დროზე ჩქარა ვეღარ მირბის, ფეხი იტკინა... აღიარებენ "აბხაზიებს" კაბო ვერდები მტრის ზურგში უნდა გადაგვესვა მისტერ პიტკინი...
მუხამედ ალი, რ___ო___იალი სახეს იხოკავს დღის განათება გაუთიშეს სატურნის ეტლს და... და რა აზრი აქვს მაროს ჰგავს თუ შვილი მიხოს ჰგავს, მთავარია, რომ მეზობელს და არ ჰგავდეს მედდას...
"ჰოდა, ქარია, (ვტელეპატობ)" გრიპია ღორის ონკოლოგიურ გალაქტიკას ესტუმრა მთვარე... დღეს კითხვით ნიშანს ჩამოჰგავდა სპიკერის მძღოლი და დეპუტატებს სიდედრები ტოვებენ გარეთ...
მთვარეს კიბო აქვს, უსათუოდ კიბო აქვს მთვარეს, და ამით ალბათ ამაყობენ მთვარეულები... ჩვენი წაგება კაზაკებს და ჩეჩნებს ვაბრალეთ. რომ ქარიშხალში არ შეცივდეს ქარებს სრულებით...
ადოლფ კომუნისტ გადასახლდი ვოლფგანგ მთიულში, (საწ)ყალი ჩავა... (წ) ყალი ჩავა ზედა სართულზე... ჩავა, ჰო, ჩავა! თქვა მიშამ და ზორტი მიუშვი სწორედ იმ რამეს დავცოლდი და რითმა ავტუზე...
ჩემო ადოლფი,ალბათ ამ ლექსს ვერ მიხვდებიან, "დამრიგებლები, ზემდგომები, მეთაურები" ისეთ მამიდას მიხედონ ან ასეთ ბებიას... და მარტო დავრჩიტ ბნელ ოთახში მე და ურემი...
ამოხსნა ორწ: A პუნქთიდან კათარზისამდე B ქვეითს უსწრებს ვარდისფერი ავტობუსები... "ვის რა ხელი აქვს, ვინრას დაწერს," ანდა ვის რამდენ... ქულას უწერენ ლიტ.ჯეელი მთვრალი რუსები...
გამინუსდება დღეს უთუოდ ტემპერატურა... ამაღამ ტბაში ვერ მოხარშავს მთვარე ორეულს... თუ ქურციკის ცოლს დიდი ხანი ეფერა ტურა. ნოკიას ვირჩევ უფრო ფინურს, თუმცა კორეულს...
გამინუსდება დღეს უთუოდ ტემპერატურა... ამაღამ ტბაში ვერ მოხარშავს მთვარე ორეულს... თუ ქურციკის ცოლს დიდი ხანი ეფერა ტურა. ნოკიას ვირჩევ უფრო ფინურს, თუმცა კორეულს...
მომწონს....
გამინუსდება დღეს უთუოდ ტემპერატურა... ამაღამ ტბაში ვერ მოხარშავს მთვარე ორეულს... თუ ქურციკის ცოლს დიდი ხანი ეფერა ტურა. ნოკიას ვირჩევ უფრო ფინურს, თუმცა კორეულს...