| ავტორი: ბოდი ჟანრი: პოეზია 8 ივნისი, 2008 |
დაუოკებელმა გრძნობამ შეიპყრო სული მალული, კავკასიის ქედს გადამალული, ფიქრნი და აზრნი ჩაუკლა ვითარც ანარქისტს, წყურვილი ბრძოლის. სევდა განაგებს დღეიდან ჩემ თავს, ვერ ამჩნევს ფოთოლთ ვერცერთსა რხევას, ლაზღანდარობის სურვილით იპყრო, ბაგე ტკბილი და მდუმარე ენა. მმართავს, ვითარცა იმპერატორი, მისი სიტყვა არს მკაფივ ბრძანება, თვალთა სხივების იწყო დათრგუნვა, ღვარძლ პირამიდის მყისი აგება. ეს არის შური ! მარადიული... მჟავე ღვინოის მძიმე ფიალა, ნიჭის და ხედვის მთრგუნავი ფენა, საკუთრივ თავის განდიადება. დამადგა უღელი, როგორც სჩვევია და საძირკველი უქრო გონებას, ლაჟვარდ ღაწვიან მშფოთვარე სახეს, უწყო დაფლითვა – დაზიანება. მის სამფლობელოს თავს ვერ დაახწევ ჩარაზულ ჭიშკრებს კლიტე არ უჩანს, თუმც გამბედავი, იყო – ორფეოს ვერას მოიხდი მის შავ – სომბრეროს. უფსკრული ღრმაა, მაგრამ არ ვნებდები ნუთუ ამ გრძნობას ვერ შეველევი ?! ჩემი ტკივილის ბუდედ ვბერდები, რატომ იფეთქა შურმა, ვერ ვხვდები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბოლო ორი ტაეპი მომეწონა ბოლო ორი ტაეპი მომეწონა
6. ორთოგრაფიული შეცდომა მომივიდა, მომიტევეთ :) ორთოგრაფიული შეცდომა მომივიდა, მომიტევეთ :)
5. წავიკითხე. შეფასებისგან ამჯერად თავს შევიკავებ. წავიკითხე. შეფასებისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
4. დაახწევ ღ
ჰო, ნეკერა დაახწევ ღ
ჰო, ნეკერა
2. ძალიან ვწუხვარ, არ მომეწონა. ძალიან ვწუხვარ, არ მომეწონა.
1. ''ვერას მოიხდი მის შავ – სომბრეროს'' _ კარგი შედარებაა, მომეწონა! შინაარსი გასაგებია, თუმცა ფორმა უფრო მარტივიც შეიძლებოდა, მაგრამ ნება თქვენია, რა თქმა უნდა. ''დააღწევ'' _ ოღონდ! 4 ``ვერას მოიხდი მის შავ – სომბრეროს`` _ კარგი შედარებაა, მომეწონა! შინაარსი გასაგებია, თუმცა ფორმა უფრო მარტივიც შეიძლებოდა, მაგრამ ნება თქვენია, რა თქმა უნდა. ``დააღწევ`` _ ოღონდ! 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|