ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2009


გამახსენდა

აი, ჩემი სირცხვილისგან ალეწილი შუბლი!

გდია ზამთარი - მშიერი აფთარი.
წკრიალებს ყინული - წყაროთა ბინული.
მოფრინდა აპრილი - ქალივით ჩამთბარი,
იცვლება სამყარო - ფერების წრიულით!

აი, ჩემი სიხარულით ალეწილი შუბლი!


ვარდისფერი ოცნება კიდევ მოგეჩვენება
თაფლისფერი თვალებით...
გამოჩნდება კოცნებად -
(მწვანე სიხარხარეთი)
ყველაფერი მორჩება!
შეუხსნელი კარები,
აივსება ხარებით,
ლუკასი და მათესი...
უმღერებენ თარებით -
(სიკვდილს შენისთანები)
ყველაფერი ხორცდება!
წარსულს ვეღარ აიტან...
ჩამორეცხავს გობელენს სისხლის ნაკადულები,
გახსენდება გოგენის კომშის ქალბატონები,
ყვითლად დაკაწრულები!
საით, საით გაფრინდა -
ცეროდენა ოცნება,
(აუუუ, როგორ მეტკინა)
არაფერი თოლიგე -
ყველაფერი ხორცდება!
ყველაფერი მორჩება!

აი, ჩემი სიყვარულით ალეწილი შუბლი!

მწვანედ დააყრის ტანზე კოპლებს და
აახამხამებს თვალებს აპრილი...
ამდენი თეთრი უკვე მომბეზრდა,
სულგანაბული და თავდახრილი...
ველი...
ველი და ვიცი,
აჭრილი ქალივით,
თვალში სხივებს ჩაიყრის...
სისხლია ახლა - ,,ლურჯი აპრილი\\\\'\\\\'!!!
რომ გაგაგიჟებს სადაც გაივლის...
მოაფრიალებს ნუშებს, ალუბლებს,
გადარეული ,,ლურჯი მაყარი\\\\'\\\\',
სიყვარულისგან როცა გაბოდებს,
სიკვდილთან რომ გაქვს წილი ნაყარი!
მაშინ ხარ,
მაშინ უფლის, იესოს,
მოჭირნახულე და მოამაგე,
კარი გახსენი,
კარი გააღე...
გემუდარები სულის ალაგე!
დაიმახსოვრე და იამაყე -
რომ გალეწილი ხარ სიყვარულით...
გადმოალაგე, სული ანახე
და ამაღლდები ეჟვნის წკარუნით!
მაშინ ხარ,
მაშინ უფლის, იესოს,
მოჭირნახულე და მოამაგე!
ქალი აგებდა ციხე-დარბაზებს,
ქალი ანგრევდა მეგა-ქალაქებს!
მწვანედ დააყრის ტანზე კოპლებს და
აახამხამებს თვალებს აპრილი...
ამდენი თეთრი უკვე მომბეზრდა,
მიყვარხარ!
გელი!
თვალებდახრილი...




გიორგიც ცაშია...

შენ, გეშინია მწვერვალების!
და... ხშირად ლაპარაკობ ამაზე.
ჩაკიდებ თავს.
მალავ ცრემლებს.
აწვალებ ქურთუკის თამასებს...
ჩვენ ყველამ ვიცით, შენ,
მაინც წახვალ.
თან წაიყოლებ შიშის თვალებს...
გულში გურამის სიტყვებს იმეორებ -
,,ავაი! მახლას...\\'\\'
ხმამაღლა - შეხვედრამდე!
ყინულმა დანდობა არ იცის,
ყინული მწვერვალის დარაჯია!
ნინო, თამუნიას დაგაფიცებს,
კარებს ოჩო-კოჩო გადაიარ...
მერე...
გათანგული დაბრუნდები
თვალებში სიამაყის ნაპერწკლებით!
თვეები ბახუსს გადაჰყვები...
დუმილში სიტყვების ჩაკერებით...
მერე...
დაიწყება ლაპარაკი,
ახალი მწვერვალების მოძიება...
ბოლო წასვლააო - დაიფიცებ!
მთვრალებს, ამ, იმედით გვეძინება.
ხოდა,
თითისტოლა თამუნია
დაგვყურებს, სიცილით იგუდება,
-როგორ გჯერათო, მამაჩემის
ასე, ოჩო-კოჩო დაფიცება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს