 | ავტორი: mwvane_adamiani ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 დეკემბერი, 2009 |
ვიცი, რომ კალამი ვერ იტყვის სათქმელს. ისიც ვიცი, რომ ვერც ეს ფურცელი დაიტევს აზრებს, სიტყვა ვერ ჩასწვდება გრძნობის უხილავ ძაფებს რომელთაც შენამდე მოვყავარ. ირგვლივ სიბნელეა. ჩემი ამინდია, ცა საშინლადაა გაშავებული თითქოს გაძარცვულია ყოველგვარი სინათლისაგან. მიყვარს ასეთი განთიადი დილა ისეა დამძიმებული თითქოს ვეღარც ვერასდროს ინათებსო. ყველაფერი ისე უხდება ერთმანეთს, რომ არ დავწერო არ შემიძლია. წვიმს ჩუმად, უხმაუროდ. წვიმის წვეთები გადაღლილ არე-მარეს ჩამოარეცხავს სევდით დამძიმებულ ამბებს... მუსიკა სურნელებას შეაფრქვევს მძიმე ცხელ ჰაერს... ჰაერი გაიჟღინთება საოცარი ფერის ჰანგებით, ერთიანად დამძიმდება და თავზარდაცემული ჩემს წინაშე ჩამოსაქცევად გაემზადება. ნოტები ხარბად შეესევიან მის სიცხისგან გამომშრალ ნაწილაკებს, მუსიკის ფერები დახატავენ ჩემთვის ნაცნობ სახეს. ყველაფერი გაშავდება, ყველაფერი გაშავდება მწვანედ. ნიავი დაუბერავს, ცივი სიო გამიგრილებს სულს. მომიყვება ათასნაირ მითს შავ-თეთრ ცხოვრებაზე, მძიმედ მოსასმენ უსიამოვნოდ დახორკლილ ისტორიებს. ადამიანების მიერ გახევებულ ამაოებაზე სიცარიელით, რომ ავსებენ სივრცეს. მე კი შენზე ვუამბობ მას, შენ საოცარ ღიმილზე, ვერაფერი, რომ ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე. შენს უძირო თვალებზე სამუდამოდ რომ დაგკარგავენ მწვანე მარადისობაში. ასე მის უსასრულობაში დაკარგულ მოუყვები თუ როგორ მიყვარს მწვანე ადამიანები. მოუყვები იმაზე, რომ გაზაფხულივით ლამაზი ხარ. იმ გაზაფხულივით სიცოცხლის ძალას რომ შთაბერავს ყოველივეს მის ირგვლივ, იმას თუ რაოდენ დიადი შენი სადა სილამაზე, ყველაფერი როგორ უფერულდება მის ირგვლივ. იქნებ სწორედ ეს უბრალეობა მიყვარს მე შენში. ახლაც ასე ფერმკრთალდება განთიადი შენი ’’სიმწვანის’’ წინაშე. მზის სხივები მართმევენ ფიქრის უკანასკნელ ხაზებს... ცოტაც და ინათებს... ისევ ინათებს მწვანედ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დასაწყისში აღწერილ ამინდზე მეც ვგიჟდები და არც მე შემიძლია, არ ვწერო ხოლმე :) კარგია დასაწყისში აღწერილ ამინდზე მეც ვგიჟდები და არც მე შემიძლია, არ ვწერო ხოლმე :) კარგია
15. ძალიან მომეწონა :) წარმატებები და წარმატებებიიი ძალიან მომეწონა :) წარმატებები და წარმატებებიიი
14. ნიავი დაუბერავს, ცივი სიო გამიგრილებს სულს. მომიყვება ათასნაირ მითს შავ-თეთრ ცხოვრებაზე, მძიმედ მოსასმენ უსიამოვნოდ დახორკლილ ისტორიებს. ადამიანების მიერ გახევებულ ამაოებაზე სიცარიელით, რომ ავსებენ სივრცეს. მე კი შენზე ვუამბობ მას, შენ საოცარ ღიმილზე, ვერაფერი, რომ ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე. შენს უძირო თვალებზე სამუდამოდ რომ დაგკარგავენ მწვანე მარადისობაში. ასე მის უსასრულობაში დაკარგულ მოუყვები თუ როგორ მიყვარს მწვანე ადამიანები. მოუყვები იმაზე, რომ გაზაფხულივით ლამაზი ხარ. იმ გაზაფხულივით სიცოცხლის ძალას რომ შთაბერავს ყოველივეს მის ირგვლივ, იმას თუ რაოდენ დიადი შენი სადა სილამაზე, ყველაფერი როგორ უფერულდება მის ირგვლივ. იქნებ სწორედ ეს უბრალეობა მიყვარს მე შენში.
+7:) ემოციაა დიდი ნიავი დაუბერავს, ცივი სიო გამიგრილებს სულს. მომიყვება ათასნაირ მითს შავ-თეთრ ცხოვრებაზე, მძიმედ მოსასმენ უსიამოვნოდ დახორკლილ ისტორიებს. ადამიანების მიერ გახევებულ ამაოებაზე სიცარიელით, რომ ავსებენ სივრცეს. მე კი შენზე ვუამბობ მას, შენ საოცარ ღიმილზე, ვერაფერი, რომ ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე. შენს უძირო თვალებზე სამუდამოდ რომ დაგკარგავენ მწვანე მარადისობაში. ასე მის უსასრულობაში დაკარგულ მოუყვები თუ როგორ მიყვარს მწვანე ადამიანები. მოუყვები იმაზე, რომ გაზაფხულივით ლამაზი ხარ. იმ გაზაფხულივით სიცოცხლის ძალას რომ შთაბერავს ყოველივეს მის ირგვლივ, იმას თუ რაოდენ დიადი შენი სადა სილამაზე, ყველაფერი როგორ უფერულდება მის ირგვლივ. იქნებ სწორედ ეს უბრალეობა მიყვარს მე შენში.
+7:) ემოციაა დიდი
13. კი, მივხვდი :) მაგრამ აქ თუ გნახავდი არ მეგონა :) :* გამიხარდა აქ შენი ნახვა :) კი, დიდი ემოციითა, მადლობ ნი კი, მივხვდი :) მაგრამ აქ თუ გნახავდი არ მეგონა :) :* გამიხარდა აქ შენი ნახვა :) კი, დიდი ემოციითა, მადლობ ნი
12. ძლიერი ემოციით დაწერილია...:)))მომწონს....განსხვავებულიცაა...:):) 555+ გიო,მოგძებნე მაინც......ეს წერილი ადრე წამაკითხე...:):) იმედია მიხვდი ვინც ვარ...;) კეთილი სურვილებით...:) ძლიერი ემოციით დაწერილია...:)))მომწონს....განსხვავებულიცაა...:):) 555+ გიო,მოგძებნე მაინც......ეს წერილი ადრე წამაკითხე...:):) იმედია მიხვდი ვინც ვარ...;) კეთილი სურვილებით...:)
11. კავშირი კი :) კავშირი კი :)
10. ეგ ინტერპრეტაცია ძალაინ მომეწონა ;) შენია ? ეგ ინტერპრეტაცია ძალაინ მომეწონა ;) შენია ?
9. "მწვანე ადამიანები" ძალიან მაგარია ;) მე პირადად ზღვისფერ ალუბლებს ვეძახი :) "მწვანე ადამიანები" ძალიან მაგარია ;) მე პირადად ზღვისფერ ალუბლებს ვეძახი :)
8. gaixare madlob ;) gaixare madlob ;)
7. მწვანედ პოეტურია მწვანედ პოეტურია
6. sevdiani, lamazi da chamcvdomia. tumca ar miyvars mcvane feri. ;) sevdiani, lamazi da chamcvdomia. tumca ar miyvars mcvane feri. ;)
4. აუუუ მეც მაგრად მიყვარს მწვანე ადამიანებიიიიიიიი ... ერთს ვიცნობდი ეგეთს არ გინდათ გაგაცნოთ??? მწვანე კიარადა როგორი იყო იცით?? აი ღია კოსმოსის ფერი სილურჯეში რო გადადის... მარცხენა ყედა კუთხეში იზო მწვანე, მარჯვენა ქვედა კუთხეში მოლურჯო... აუუუ მეც მაგრად მიყვარს მწვანე ადამიანებიიიიიიიი ... ერთს ვიცნობდი ეგეთს არ გინდათ გაგაცნოთ??? მწვანე კიარადა როგორი იყო იცით?? აი ღია კოსმოსის ფერი სილურჯეში რო გადადის... მარცხენა ყედა კუთხეში იზო მწვანე, მარჯვენა ქვედა კუთხეში მოლურჯო...
3. კი მწვანე ადმიანების პლანეტიდან:D მადლობა ია :) რომელი თამრიკოს ?
მაგარია მწვანე ოცნებები :)
კი მწვანე ადმიანების პლანეტიდან:D მადლობა ია :) რომელი თამრიკოს ?
მაგარია მწვანე ოცნებები :)
2. მე მწვანე ოცნებები მაქვს :), ოღონდ მიფრინდებიან ხოლმე. მე მწვანე ოცნებები მაქვს :), ოღონდ მიფრინდებიან ხოლმე.
1. მწვანე ადამიანები...:) შენ შემთხვევით თამრიკოს რომელიმე პლანეტიდან ხომ არ მოგვევლინე? ;) :-* ლამაზი ჩანახატია :) მწვანე ადამიანები...:) შენ შემთხვევით თამრიკოს რომელიმე პლანეტიდან ხომ არ მოგვევლინე? ;) :-* ლამაზი ჩანახატია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|