ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რიდი1
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2008


ოცი ნება

-ბაბუ ..
    ოცნება რას ნიშნავს?  შეეკითხა შვილის შვილი ბაბუას
-მიდი ბაბუ ,გამოიტანე ნარდის დაფა ..
                                                                ჰაერზე ...
                                                                        იქნებ მოუხდეს ,რომელიმე ნერგს ...
შვილის შვილმა მორჩილი გაკვირვებით
                                                            გაჰყვა აზრს, გაგონილს თან ფიქრად, თავის კითხვას ატრიალებდა,
      ნეტავ ,რატომ მიპასუხა  ასეო
შვილის შვილმა თავის მოტანილს ,რიგზე დაუწყო ფილებს დალაგება და როგორც  ნანახი ჰქონდა ,მწვერვალები მწვერვალებს გაუტოლა
              და ბაბუს , მზერით ...ლოდინი დაუწყო

ბაბუ კი თვალს ასეირნებდა ჰორიზონტზე ,როგორც კი შეენიშნათ ყურებს, ფილების სიწყნარე ,დახედა დაფას
თითქოს და მონათლაო ,ღიმილი გადაატარა დაფას და ეუბნება:

-როგორც ყველგან ...
ყველაფერში...და აქაც  დაფა ერთია ,როგორც სამყარო, და აქაც შეგიძლია ნახო ორი მხარე,
                                            სადაც ერთ მხარეზე ყოველთვის პირადად გიწევს ყოფნა
და პატივის სცემა იმისა, ვინც არის მეორე მხარეს
        ვინაიდან თუ არა ის ,ვერ ყალიბდება თუნდაც,
                                                                                  დღე და ღამეც....
  ფილები წარმოიდგინე თითეულის მოძრაობაა ,რასაც აკეთებს ადამიანიც ცხოვრებაში და ასე იფანტება ყოველი ფილა დაფაზე,
არის დრო ,როცა შენ აკეთებ სვლას დაკვირვებით ,ხოლო შემდეგ მოწიწებით ელოდები მეორე მხრიდან სვლას.
                    და ასე ხდება ყოველი ფილა საზრუნავი
უყურებ , ხედავ შენს საქციელს ....
                                                    სიმაღლიდან
                                                                          დისტანციიდან
როგორც ეხლა დასცქერი.....სიამოვნებას განიცდი, როცა ძლიერს ეთამაშები ,სწავლობ ,იზრდები,მარტო შენი სვლა კი არაა საინტერესო არამედ ორივე და ამ ორივეში ყველა ფილა....

მაგრამ ....ამ სვლეებს ,მართავს განა სურვილი ჩვენი, არამედ ,უხილავი გონი ,რომელიც გაძლევს..... იმას ,რაც სჭირდება,ის ორივეს ემსახურება, კრავს, აერთიანებს..
ყოველი შენი მოქმედების სისწორეს გიდასწურებს შემდეგ ჯერზე...
ამის დასტურად იმკიან ადამიანებიც .გუშინდელ საქმიანობაზე დღეს ,დღევანდელზე ხვალ და ასეც ხდება აქ .ამ დაფაზეც
ყოველი  სვლა ერთი დღის ტოლფასია თითქმის, ან ერთი საქმისა...........ან                ერთი წამისა
         
                                                "და ბაბუამ ხელში აიღო კამათლები"
და ყველაფერ ამას მართავს  ეს...
                      აბა......... დააკვირდი ამ ოთხკუთხას ....ყველა მხარეს თავისი ნიშანი ააქვს ,სავსეა ყოველი კედელი
    აბა თუ მეტყვი  ?
                          ამ ორი კამათლის ,შესაძლებლობის კომბინაცია არის რამდენი??....

....შვილის შვილმა გონში ოთხკუთხედი ოცდაერთ ჯერ აააკოტრიალა
და პასუხი სხარტად მიუგო.


-ოცდაერთი ბაბუ    ...
                 

-ხოდა როცა გორდება, ამ ოცდაერთიდან.. ....
                                                          ერთია ...სათამაშო..
             
                                                                          ის    რომელიც მაღლიდაან იკითხება
      ხოლო  დანარჩენი ....                     
                                    დანარჩენი ნებაა ...რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ....
ოცი სურვილი,.....
                          ოცი    ნეებაა......

რა შემეკითხე როგორ იყო???.....



ოცი ნება 
          ბაბუ...

ჰმ..
- ეხლა კი რახან მიხვდი, რას ნიშნავს ოცნება
მოდი  ვნახოთ ,...
                            ვის მოუწევს წამოწოლა და ვის ....ადრე დაფიდან ადგომა.......
                                               
                                              ვინც ადრე მორჩება თამაშს ,იმას მეტი დრო და ტრიუმფი ექნება ...
  ვინაიდან  გამარჯვებულს უწოდებენ, მოწინააღმდეგის თავდაბლობის გამო..

  ...ასეთი ხელიდან დარგული ნერგიც, სულ ცეკვა თამაშშით მოისხამს ნაყოფს და შეგვარგებს თავის ტკბილ გემოს
  იღბლიანს
   

        .............................  ხოლო მერე კი...   




...ბაბუ წამოწოლი მხარ თეძოზე  უყურებდა შვილის შვილს ,
                                                                    თუ როგორ რგავდა გამარჯვებული ღიმილით  ნერგს,
                                          და როგორ უცემდა სიხარულისგან ტერფში გული..
                                                                                                                            ხოლო თვალებში კი ,
                                                                                                                                                          ნაპერწკალი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები