ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2010


მე ის ნივთი ვარ...

მე ის ნივთი ვარ უმოწყალოდ, რომ მიატოვე,
ქარიან ღამეს, წვიმის თოვლში, ეულად მყოფი,
ცაში ვარსკვლავთა ქორწილია, ჭექაა მოწმე,
მე ის ნივთი ვარ, რომ დატოვე სევდიან თოვლში.

შენ ალბათ მალე მისთხოვდები, იმ ვიღაც სატრფოს,
ჭიქა-ჭიქაზე აივსება ალადასტურით
და მე ვიქნები ერთადერთი ტაძრის ბაქანზე,
ჩუმი ტირილით, ჩუმი სევდით ეულად მდგომი.

რა ვქნა თუ ბედმა მიღალატა, ფიქრი გამექცა...
რა ვქნა თუ მართლა გაიყარა ჩვენს შორის გზები
და მაშინ მართლა დაიმსხვრევა ჩემთვის ყოველი
ანთებულ სანთლად დავილევი იქვე ეული...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები