ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2009


დავინიშნები...

ნუშის ყვავილით  გადაათოვს უმწეო ფიქრებს,
დავინიშნები ისევ შენი მოლოდინებით,
უეცრად სევდა ჩემს საწოლში მოილოგინებს,
და მომიწვება ცივ  ფეხებთან უარყოფილი....

ვერმიჩვეული უშენობას არ დავიჯერებ,
ზაფხულის ბინდებს მოვიფარებ უშენო ტანზე,
მე აღარ გეძებ შემოდგომის აკორდებს შორის,
და მაპატიე, თუ ვერ შევძელი აღარ მიყვარდე...

ნუშის ყვავილი შეიფუთნა ჩემი ოცნებით_
აპრილის თოვლში შევიფარე ნაძარცვი გრძნობა,
მე შენ გაგაიშვი ხელი მხოლოდ გაზაფხულამდე,
გაზაფხულამდე, უშენობა რომელშიც მოთოვს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები