ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


სიყვარულის მელოდია...

გარეთ წვიმს, ცა ცრემლებად ჩამოიცალა,
სევდის მორევში ჩაიძირა გრძნობების გემი,
ცა სიყვარულის მელოდიად ჩამოიღვარა
და ჩემი გული ამ ნაცნობი ჰანგებით მღერის...
ეს მონატრებამ აამღერა შენი თვალების,
და ოცნებებში გათენდება ეს თეთრი ღამე,
ეს სიყვარულის მელოდია ასე ნაცნობი,
მინდა გესმოდეს და ჩემსავით ითვლიდე წამებს....
გარეთ ისევ წვიმს, სიცივეა და სიმარტოვე
და ძლიერ მინდა სიყვარული შენი მათბობდეს,
ეს სიყვარულის მელოდია მე არ დამტოვებს,
მინდა გესმოდეს, მინდა გახსოვდეს,
რომ ჩემი გული შენთან დავტოვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები