 | ავტორი: რუსა ჟანრი: დრამატურგია 1 იანვარი, 2010 |
კედლებში
ლამპიონების მკრთალი სინათლე სცენას უნდა ანათებდეს, ციხის ნაცრისფერი სარკმელიც სადღაც ბუნდოვნად უნდა მოსჩანდეს, კამერაში რკინის საწოლი უნდა იდგას და იატაკზე რკინის ჭიქა მისივე ლამბაქით, რომელზეც ერთი ნაჭერი შავი პურის ნაჭერი დევს. ერთ კუთხეში<, ძონძებში ჩაცFFმული ორი კაცი უნდა იჯდეს. D ერთი გმირი თავის დარდს ელაპარაკებოდეს მეორეს, საკნის მეორე კუთხე შედარებით მკაფიოდ განათებული უნდა იყოს, სწორედ ის კუთხე, საიდანაც პატიმარს მისივე ხმა პასუხობს. პატიმარი - რამდენი წელია აქ რომ ვართ და გამხმარი პურის მეტი არაფერი მინახავს ... მეორე - ჰო, შენს შემხედვარეს მეც მომბეზრდა ცხოვრება, რას ვერჩოდი თავს, ნეტავ რატომ აღარ ვკვდები... პატიმარი - მოიცადე რა დროს სიკვდილზე ფიქრია, მერე მარტოდ დარჩენილმა ვის ველაპარაკო, მუნჯი ხომ არ ვარ... მეორე - თორემ მე შენ გეტყვი ისეთი განათლებული ხარ, რომ მაოცებ მჭემეტყველებით, ისე ოდესმე მადლობა გითქვამს ვინმესთვის... პატიმარი - თუ არავის არაფერი გაუკეთებია, ქუჩაში, გიჟივით ხომ არ ვიყვირებდი მადლობას... მეორე - მაგიჟებს შენნაირი ხალხი... ისე, თავად შენთვის თუ უთქვამთ მადლობა... პატიმარი - კი, უთქვამთ... მეორე - მაინც რა დროს, რაღაცის მოპარვაში, ან თავის მოჭრაში?! (ირონიული ღიმილი) პატიმარი - ცხოვრებაში მსაგავსი არ მიკადრებია,მაბრალებ … მეორე - ჰო არა, საწყალი, ტყუილად მოუსჯიათ სამუდამო პატიმრობა... პატიმარი - რას მემართლები, რა უფლება გაქვს განმიკითხო, ერთი მითხარი//... შენ რა ჩიტი ხარ... მეორე - თავი დამანებე... პატიმარი - საწყალი./.. უდანაშაულოდ ზიხარ ჰო?! მეორე - კი, უდანაშაულოდ... პატიმარი - და შენი მოკლე ჭკუით, გგონია მატყუებ? მეორე - აშკარად ვიღაცაში გეშლები... პატიმარი - იქნებ პირიქით... მეორე - რატომ მიყურებ ასეთი თვალებით, ასე მგონია უნდა მომკლა, არა, თუ დააპირებ გამაფრთხილე მაინც... პატიმარი - აუცილებლად (იღიმის) მეორე - დამცინი?! პატიმარი - რატომ გგონია, შენ თავს შენ თვითონ აყენებ შეურაცხყოფას და მერე მე მაბრალებ... არანორმალური ხარ, მეცოდება შენი ოჯახის წევრები, სამკურნალო ხარ... (დუმილი)-რატომ დუმხარ, შეგრცხვა?! აAმხელა ადამიანი ხარ და ტირი… მეორე - (დუმილი) ოდესმე შენ გყავდა ოჯახი? დედა, მამა... პატიმარი - კი, მყავდა. რატომ მეკითხები…?! მეორე –- მე არასდროს მყოლია მშობლები ... პატიმარი - (დუმილი) აბა ვინ გაგზარდა... მეორე –- ქუჩაში გავიზარდე და აქაც ქუჩის წყალობით მოვხვდი... მითხარი, რა არის ოჯახი, როგორია დედა, რას აკეთებს, როგორ იქცევიან დედები... P პატიმარი - მშობლები ყველაფერს გპატიობენ... მეორე - როგორ სულ ყველაფერს?! პატიმარი - ჰო, სულ ყველაფერს... მეორე –- ციხეში არ გსვავენ?! პატიმარი - (იღიმის) არა, ციხეში არ გსვავენ, პირიქით ყოველთვის ძალიან ბევრს გეფერებიან... მეორე -– როგორია მოფერება... კარგია? პატიმარი - კი, ძალიან კარგია ... მეორე –- რომელი უფრო ლამაზია, დედა თუ მამა... პატიმარი - ამხელა ადამიანი მიზიხარ წინ და ასე მგონია პატარა ბავშვი მისვავს შეკითხვებს... შვილისთვის ორივე ლამაზია, ისე, არავინ მოგფერებია? მეორე - არა, ქუჩაში გავიზარდე, აბა, ვინ მომეფერებოდა... ძალიან მშია... პატიმარი - აიღე ეს პური, შენი დანატოვარი ლუკმაა ... მეორე –- შენც ხომ გშია... პატიმარი - არა,მე არ მშია ... (და მეორე პატიმარი პურს წაწვდება) მეორე -– დაილოცოს გამომშრალი პური... ცივა, ნეტავ, ამ ზამთარში რატომ გვყინავენ, რას გვერჩიან... პატიმარი - მოდი, რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ მიწყინო, აქ ვინც მოხვდება, არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახი ჰყავს თუ არა, ყველა ერთნი ვართ, მშობლიანიც და უმშობლოც, დამიჯერე... მეორე –- ვიცი, მამშვიდებ, მაგრამ შენ დედა მაინც გყავდა, მოფერება და ალერსი იცი როგორია... აი, მე კი არაფერი ვიცი მშობლებზე... (დუმილი) ძალიან მცივა... შენ? პატიმარი - არა, აი, გამომართვი მოსასხამი, იქნებ გათბე, ძალიან გალურჯებული ხარ, ვერ გხედავდი... რატომ აქამდე არ მითხარი, რომ გციოდა... მეორე –- მომერიდა... შენც ხომ ადამიანი ხარ, თან ეგ მოსასხამი ხომ შენებმა მოგიტანეს... მე რა შუაში ვარ... პატიმარი - ჩემები რაღა შუაში არიან, აქ ხომ მარტო მე და შენ ვართ,მე და შენ... მეორე –- მეძინება... პატიმარი - ცუდად ხომ არ ხარ? მეორე - – მგონი არა, სიცივისგან ვეღარაფერს ვგრძნობ... პატიმარი - დაწექი და ჩემს გადასაფარებელსაც დაგაფარებ... (მეორე დაწვება, გაირინდება) პატიმარი - მართლა რა საშინელი ამინდია, ცივა, გათენდა, რა გემრიელად სძინავს (თავისთვის) ხმა –- კი არ სძინავს, ის უკვე აღარაა... (პატიმარი წამოხტება, მივარდება ცხედარს და უაზროდ აჯანჯღარებს) Pპატიმარი - გაიღვიძე, ახლავე გაიღვიძე, ადექი, გესმის?! არ დამტოვო... რატომ... რატომ... რატომ... ნუთუ ილუზიებით მაინც ვერ გაგათბე, ვერ გიშველე... არის აქ ვინმე?! (ხმამაღლა) ადამიანი გაიყინა, უშველეთ რამე... ციხის მცველი - რა გაყვირებს, პირველი შემთხვევაა თუ რა... მომეხმარე... პატიმარი - ჯალათო, ოჯახი გყოლია ოდესმე?! ციხის მცველი –- რას ჰქვია მყოლია, მყავს... პატიმარი - ამას არასდროს ჰყოლია, ამიტომ პატივით მოექეცი. ციხის მცველი - ასეთი იცი რამდენი დამიმარხავს?! მოვა დრო და შენც დაგმარხავ... აქ სანამ მოხვდებოდით თავის შეცოდებაზე მანამდე გეფიქრათ... პატიმარი - წაეთრიე, ჯალათOო და არა ადამიანო! II ხმა - არ მოგბეზრდა ასე ყოფნა, დამღალა ამ ბორკილების ჩხარაჩხურმა... პატიმარი - შენ დაიღალე და მე არა”?! იქნებ ეს ღამეც გავათენოთ... ხმა - მერამდენე წელია ამას მეუბნები, ეს ღამეც და რამე გვეშველებაო, ხომ ხედავ ჩვენი პატრონი არავინაა... შენ რა გიჭირს, ახალგაზრდა ხარ, მე კიდევ, ყველაფერი მომბეზრდა... წარმოიდგინე შენი სმენაც. პატიმარი - ასე ნუ ამბობ, მეც ხომ შენთან ერთად, ამ კედლებში მხდება სული, მაგრამ არ ვწუწუნებ. ხმა - მე შენში ვარ, შენ კი არავისში, დავიღალე გესმის შენი ყურებით. პატიმარი - ჰა, წადი ბატონო, შემეშვი, ნეტავ რა ქნეს, საფლავზე ქვა მაინც თუ დაადო იმ არა ადამიანმა... ეი, ჯალათო! ციხის მცველი - რა გინდა, რას მეძახი, გააქ სურვილი დაგმარხო ცოცხლად... პატიმარი - შენი დროც მოვა... ციხის მცველი - ჯერ შენი... ხვალ გიშვებენ... პატიმარი - სად… ციხის მცველი -სინათლეზე... პატიმარი - დაუჯერებელია, ერთი დღეც და მას დედას ვანახებდი... შენ კი გესმის?!, დღეს და ხვალიდან გეშველება... ხმა - მე გტოვებ და შენი არ ვიცი... (სიბნელე ნათდება, მოხუცი ქალი და შვილი ჩუმად ტოვებს სცენას)
დაცულია საავტორო უფლება რუსა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მე ვფიქრობ როგორც მხატვრობას არ აქვს ჩარჩო და არც შეიძლება ჩავსვათ,ხანდახან ისეა წერაც,ნუ ესაა ჩემი აზრი და რა ვქნა, ჩარჩოში ვერ ჩავჯდები... პატივისცემით ყველას. რუსა. 2010-01-06 02:21:51
--------------------------------------------------------------------------------
4. gramatikuli shecdomebia blomad პუნქტუაცია? არც არავინ გსვამთ ჩარჩოებში-მხოლოდ რჩევებია!იმიტომ ვკითხულობთ ერთმანეთს -მივუთითოთ და დავიხვეწოთ,თორემ..ვისი ვის რა გვმართებს? მე ვფიქრობ როგორც მხატვრობას არ აქვს ჩარჩო და არც შეიძლება ჩავსვათ,ხანდახან ისეა წერაც,ნუ ესაა ჩემი აზრი და რა ვქნა, ჩარჩოში ვერ ჩავჯდები... პატივისცემით ყველას. რუსა. 2010-01-06 02:21:51
--------------------------------------------------------------------------------
4. gramatikuli shecdomebia blomad პუნქტუაცია? არც არავინ გსვამთ ჩარჩოებში-მხოლოდ რჩევებია!იმიტომ ვკითხულობთ ერთმანეთს -მივუთითოთ და დავიხვეწოთ,თორემ..ვისი ვის რა გვმართებს?
7. ძალიან კარგი თემაა.მომეწონა :)
ძალიან კარგი თემაა.მომეწონა :)
6. სულის შემძვრელი თემაა! ყოჩაღ, რუსა! მომეწონა! 5555555 სულის შემძვრელი თემაა! ყოჩაღ, რუსა! მომეწონა! 5555555
5. მე ვფიქრობ როგორც მხატვრობას არ აქვს ჩარჩო და არც შეიძლება ჩავსვათ,ხანდახან ისეა წერაც,ნუ ესაა ჩემი აზრი და რა ვქნა, ჩარჩოში ვერ ჩავჯდები... პატივისცემით ყველას. :) მე ვფიქრობ როგორც მხატვრობას არ აქვს ჩარჩო და არც შეიძლება ჩავსვათ,ხანდახან ისეა წერაც,ნუ ესაა ჩემი აზრი და რა ვქნა, ჩარჩოში ვერ ჩავჯდები... პატივისცემით ყველას. :)
4. gramatikuli shecdomebia blomad amis gaketeba kargad sheizleba cota shishvelia aris mxolod chonchxi gramatikuli shecdomebia blomad amis gaketeba kargad sheizleba cota shishvelia aris mxolod chonchxi
3. გილოცავთ ახალ წელს!
ციხეში არ გსვავენ?-ჩასმა!
ბავშვი მისვავს შეკითხვებს.-კითხვის დასმა! გილოცავთ ახალ წელს!
ციხეში არ გსვავენ?-ჩასმა!
ბავშვი მისვავს შეკითხვებს.-კითხვის დასმა!
2. 5555555555 სულ ბედნიერად, მრავალ ახალ წელს მრავალჟამიერ! 5555555555 სულ ბედნიერად, მრავალ ახალ წელს მრავალჟამიერ!
1. ვაიდედა რას მერჩოდი ამ ლამაზ დღეს? ძალიან მომეწონა:) 555 მრავალ ახალ წელს!!! ვაიდედა რას მერჩოდი ამ ლამაზ დღეს? ძალიან მომეწონა:) 555 მრავალ ახალ წელს!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|