ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2009


აბსურდი მეჩვევა...

მოდუნდა საბელი, აბსურდი მეჩვევა_
და აღარ მაღელვებს ყოფის ანემია,
ჩვეულ ინფექციის მწუხარე ფრაგმენტად
მაწევს ნაცრისფერი კედლის არითმია...

ალბათ ვენაღვლები ისევ დეპრესიას,
უჩემოდ ვერ ძლებს და რაც გინდა ის ქენი,
ძვლებამდე აღწევენ ნაცნობ ნაკუწებად
უკვე ძველისძველი ახსნილი შიშები!

ისევ არა უშავს, კედლის ორნამენტის
ერთსა და იმავე თხრობას ვეგუები,
სიგარეტს კი მოსწონს დამამშვიდებელი
რუხი წინაღობის როლი გახედნილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები