ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 დეკემბერი, 2009


წმინდა ნინოს ცხოვრების რედაქციები

"წმინდა ნინოს ცხოვრება", როგორც ქართული მწერლობის უძველესი ძეგლი მრვალ საკითხს წამოჭრის, რომელთაგან საყურადღებოა ის ძირითადი რედაქციები და ავტორები, რომლები ნინოს ცხოვრებას აღწერენ და ამ თემას უშუალოდ უკავშირდებიან. "ნინოს ცხოვრების" ორი ძირითადი რედაქცია ასებობს: შატბერდულ-ჭილიშური და "მოქცევაი ქართლისაი" ანონიმი ავტორის. უკვა შემდეგ ხდება ის რომ ლეონტი მროველი "მეფეთა ცხოვრების" საისტორიო ჟანრის კვალობაზე ნინოს ცხოვრების ახლებურ გადამუშავებას ახდენს. არსენ ბერი, მას მეტაფრასტიკის მოთხოვნათა მისედვით ამუშავებს. ნიკოლოზ გულაერისზე კი, თამარის ეპოქის რელიგიურ-სახელმწიფოებრივი იდეალების შესატყვისად და ასე მოდის ვახუშტი ბატონიშვილამდე.
საინტერესოა თითოეული ავტორი როგორ ამუშავებს ნინოს ცხიოვრებას, ხოლო შემდეგ არსენ ბერთან, ნიკოლოზ გულაბერიძესთან  და ვახუშტი ბატონიშვილთან როგორ ხდება სახეთა გადააზრება.
შატბერდ-ჭილიშურ რედაქციასა და ანონიმ ავტორს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ანონიმა ავტორთან არის ვრცელი და მოკლე ვარიანტი, შატბერდის კრებული მხოლოდ ამ მოკლე ვარტიანტს მიჰყვება. მოკლე ვარიანტში, ხშირად ბევრი ფაქტია გამოტოვებული. ამ შემთხვევაში შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია ვრცელი ვარიანტიდან იღებს ამ ადგილებს(ძელის ეკლესიის აშენება, მოციქულთა წარგზავნა კონსტანტი კეისართან). ზოგჯერ შატბერდის კრებულში შიტყვები გადანაცვლებულია:
ანონიმი ავტორი:
"რამეთუ ჯუარცმასა შენსა ამას ქალაქსა მამანი ჩუენნი მეფობდეს."
შატბერიდს კრებული:
"რამეთუ ჯუარ-ცმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი."
ქართლის გაქრისტიანებაზე როცაა საუბარი ანონიმი ავტორი მოკლე რედაქციაში ნინოს მიაწერს ლოცვის თქმას: "მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქუა:"კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისი…" ვრცელ ვარიანტში კი ამ სიტყვებს ნანა დედოფალი ამბობს: "მაშინ სანატრელმან დედოფალმან ნანა თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი და მამა უფლის ჩუენისა იესუ ქრისტეისი..." შატბერდის კრებულში ეს მოკლე ვარიანტია შესული.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ნინო ხალხს ნათლავს მხოლოდ მოკლე ვარიანტშია საუბარი თრდატ მეფეზე- "თრდატ მეფემან მოიყვანა და მონათლნა {ყუარელნი}" ვრცელში ეს ეპიზოდი არ გვხვდება. შატბერდულ რედაქციაში კი არის შესული.
ნინოს სიკვდილის შესახებ მოკლე ვარიანტი ამბობს: "და შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისაითა ქართლად მოსვლითგან მეათხუტმეტსა წელსა და ქრისტეს ამაღლებიდანტლეი-335 წელსა, დასაბამითგან ჭყლეი- 5838 წელსა."
ვრცელი რედაქცია:
"ქართლს მოსვლითგან მისით ოც და მეათხუთმეტსა წელსა და ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოც და ათხუთმეტსა წელსა, დასაბამითგან ხუთი ათას რვაას ოცდამეათხუთმეტსა წელსა."
ამის შემდეგ მოთხრობლილია, თუ რომელი მეფე ეკურთხა და რომელი კათალიკოსი იყო ქართლში ქრონოლოგიის მიხედვით.
ამ ძირითადი მონაკვეთის დასრულების შემდეგ იწყება ნინოს ცხოვრების აღწერა ისევ და ისევ ვრცელი და მოკლე ვარიანტებით ანონიმ ავტორთან. რაც შეეხება შატბერდულ რედაქციას, ეს ეპიზოდი ამჯერად ვრცელი და მოკლე რედაქციის შეჯერებით ხდება.
ანონიმავთორთან ჩართულია სოჯი დედოფლის ეპიზოდი, რომელსაც მოჰყვება სალომე უჟარმელისა და პეროჟავრ სივნიელის თხოვნა, რათა აღწერონ ნინოს ცხოვრება. შატბერდის რედაქციაში სოჯი დედოფლის ეპიზოდი არ არის შესული და პირდაპირ იწყება ნინოს ცხოვრებით.
ანონიმ ავტორთან ვრცელ ვარიანტში მოცემულია შემდეგი თავი: "აღწერი სიდონიასი, რომელ იხილა, აღწერა მირიან მეფისა მოქცევაი და ჯუარისა აღმართებისთვის და ეკლესიათა"-ეს სათაური მოკლეს შემდეგნაირად აღწერს: "თქმული მისივე" და შატბერდის კრებული კვლავ მოკლე რედაქციას მიყვება…
"ნინოს ცხოვრება" ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაშიც" გვხვდება. თავდაპირველად უნდა აღინიშნო, რომ თხზულების პირველ ნაწილში საუბარია მეფე ფარნავაზის მიერ არმაზის კერპის აღმართვის შესახებ:
"და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა: ესსე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა."
ბოლოს:
"და მოკუდა ფარნავაზ და დაფეს წინაში არმაზისა კერპისა…'
ამავე დროს, არის ჩანართი სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ხვდა წილად ღვთისმშობელს საქართველო და აქვე, ქვეთავში: "მეათე მეფე ადერკი, ძე ბარტომისი არშაკუნიანი." ავტორი მოგვითხრობს ქრისტეს დაბადების, წამებისა და მისი კვართის ჩამოტანის შესახებ  საქართველოში ლონგინოს კარსნელისა და ელიოზ მცხეთელის მიერ. ასევე ნათქვამია ანდრეა პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის შემოსვლის შესახებ დასავლეთში.
"მეფეთა ცხოვრების" II ნაწილი იწყება ნინოს მიერ ქართლის მოქცევით. როგორც ჩანს, ლეონტი მროველის ცნობა და სხვა რედაქციები ზუსტად არაა, მაგრამ ერთმანეთს შინაარსით მიჰყვება. თუ შატბერდის კრებულში ავტორის თხრობას Aშიგადაშიგ ერთვის I პირში თხრობა ნინოს მიერ, მროველთან თხრობა III პირშI მიდის. ეს გასაგებიცაა, რადგან საისტორიო ჟანრშია ჩართული ნინოს  ცხოვრების ეპიზოდი და სტილი ამგვარი უნდა იყოს.
რაც შეეხება ათ მცნებას, რომელიც ნინოს ცხოვრებისგან ეუწყა ლეონტი მროველთანაც ზუსტად არის გადატანილი.
არსენ ბერი არ მოგვითხრობს ნინოს ცხოვრებას, ეს არის "გალობაი წმიდისა მოციქულისა ნინოისი". აქვეა მინაწერი: "თავნი იტყვიან: ქებით უგალობ სასოსა ჩემსა ნინოს არსენი."
უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმართავს მაცხოვარს, რათა აქოს წმინდა ნინო. იგი ამბობს, რომ ნინოზე გადმოვიდა სული წმიდა და უწინამძღვრეა ქართველ ერს. "სიტკბოებათათვისითა მიერ დუმილით ხელთ უხსნა შემოქმედსა."
ადვილად შესამჩნევია, რომ ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანება, პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ თითქოსდა შედარებულია ქრისტეს დაბადებას. "განღებულ იქმნა ქუესკნელისა ბჭები... არმაზს შეედვა ძრქოლათ მეხისტეხითა და ზადენისნი უხმარ იქმნეს სიცბილნი. აღვებართებით შენ მიერ გამოვისნილნი, ჰე ღვთისმშობელო, რაჟამს სათნო იჩონე დედაკაცისა მიერ განბანაი ჩუენი და ემბაზითა სრულ-ქმნაი ნინოს მიერ ღისისა…" პირველად მიმართავს მაცხოვარს-ნინოს- ღვთისმშობელს და ბოლოს სდება მიმართვა მორწმუნე ქრისტიანებთან:
"მეფობაო ქართველთაო, იხარებდ რამეთუ ნინო დაგადგა შენ Gვირგვინი ქრისტეს მიერი"- აქ ჩანს დამოიდებულებაავტორისა, რომელმაც შემდგონი ფრაზა აუცილებლად ამგვარად უნდა დაასრულოს: "ნაწილთა შენთაი სავსე მადლიტა უპყრიეს ზღუდედ ქართველთა მეფობისა, ხმობენ შენდამი: უკუნ აქციენ მტერნი, დასცენ ჯუარისსა ქრისტესა მგბობელნი, ჰე, ღირსო ნინო, დასცავდ სამწყსოსა შენსა."
მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძე წერს "გალობანი სუეტისა ცხოველისასნი", სადაც პირდაპირ სხეტიცხოველის შესხმაა: "ჰე სანატრელო სუეტო, უცხოდ ხილულო წმიდისა დედაკაცისაგან, ზეცისა ჰაერთა ამაღლებულო და კუალად ღმრთის მოწყალებითა მოწევნით ჩუენ თანა გებულო". - მიუხედავად იმისა, რომ ჟანრობრივად არსენ ბერიცა და ნიკოლოზ გულებერისძეს სხვა ნაწარმოებს წერენ, თხრობა მაინც ჩანს. ნიკოლოზ გულაბერიძე ამბობს:
"გიხაროდენ სუეტო ცხოველო, რამეთუ კვართსა ზედასაღმრთოისა ხცისკაროი!" გასაგებია, რომ ორივე ავტორი "ნინოს ცხოვრების" მცოდნე მკითხველს გულისხმობს. ნიკოლოზ გულაბერისძე ბოლოს მორწმუნე ქრისტიანებს მიმართავს.
"ნინოს ცხოვრების" ეპიზოდი ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფიაშიც" არის შეტანილი. ქვეთავში: "ზნენი და ჩვეულებანი საქართუელოსანი" თავდაპირველად ჰყვება ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ და მიდის ნოემდე. შემდეგ ამბობს, რომ ქართველთა ტომი წარმომდგარია "ნოეს ძის იაფეტისაგან ვიდრე ქართლოსოსა და ძმათა მისთამდე..."
ვახუშტი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ქართველნი "ერთსა დამბადებელსა ღმერთსა თაყვანს სცემდნენ… ხოლო შემდგომადAდაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თვისი და თაყვანის-სცემდნენ მზესა, მთოვარესა და ნივთიერთა პირ-უტყვთა…" და სჭამდნენ ადამიანის ხორცს. ალექსანდრე მაკედონელმა შემდგომ ქართლში აზო დატოვა, რომელმაც აღმართა კერპნი (გაც, გაი) და ათაყვანა ქართლი. აზო ფარნავაზმა მოლა და აღმართა კერპი არმაზი ქართლოსის საფლავზე, რომელსაც ასულებს სწირავდნენ.
ქართლთა ზნე-ჩვეულებების აღწერის შემდეგ ჰყვება, თუ როგორ ხდება ნინოს მიერ არმაზის მსხვრევა. და მირიამნის მიერ ქრისტეს რჯულის აღიარება.
"შემუსრა ძალთა ზეგარდმოთა წმიდამან ნინომ არმაზ, უდიდესი ღმერთი ქართველთა." ამ ფაქტის შემდეგ ვახუშტი ბაგრაიონი მოგვითხრობს ეპისკოპოსობის განწესებას მცხეთაში ასევე ნახსენებია ცამეტი ასურელი მაის მოსვლა ქართლში და უდაბნო მონასტრების მშენებლობა. თხრობის ამ ხაზით წაყვანა იმისი დამადასტურებელი იყო, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ქრისტიანობის გავრცელებას სწორედ ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანებას უკავშირებს.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ნინოს ცხოვრების" ორი ძირითადი რედაქციაა- ანონიმი ავტორისა და შატბერდულ-ჭილიშური ერთმანეთს აშკარად მისდევს. სწორედ ამ რედაქციათა გათვალისწინება ხდება ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაშიც." არსენ ბერი და ნიკოლოზ გულაბერისძე წმინდა ნინოს სახესა და სხვეტი ცხოველის მხატვრულ გაგანსაზღვრებას სძენენ. ვახუშტი ბტონიშვილი ისევ თხრობით სტილში გადაიტანს "ნინოს ცხოვრების ამ ეპიზოდს…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები