 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2010 |
- უუჰ! რა დარია! ჩიტი, ბუდის შენებას რომ შეწყვეტს – დამსვა და დამატკბოო, ათქმევინებს, ისეთია ნამდვილად. საღამოსაც არ იწვიმებს მგონია. არა, რის წვიმა? დადგა ამინდი, დადგა. არ იყო დრო თუ? სამი კვირაა არ გამოუდარია. წავიდე, დავხედო ბიჭებს, ბულვარში იქნებიან უკვე. სარკეში ჩაიხედა. ყოველშემთხვევისთვის, ულვაშზე გადაისვა ხელი, ოფიცრის სამხედრო ქუდი მოირგო, კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი, კმაყოფილი დარჩა, უდავოდ. ჭადრაკის ყუთი ამოიღლიავა, კიდევ ერთხელ მიათვალიერა ოთახი, დაკეტა კარი, ქუჩაში გავიდა და ბულვარისკენ მიმავალ გზას, დინჯი ნაბიჯით გაუყვა ისიდორე. ისიდორეო, ვამბობ თორემ ისე, ზამთარ-ზაფხულ, სამხედრო ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილ, ქალაქის ქუჩებში ამაყად მოსიარულე მოხუცს, დიდი თუ პატარა, ,,გენერალს” ეძახდა. აჰ! პირდაპირ ვინ შებედავდა თადარიგის უფროს ლეიტენანტს, მეტსახელს. ჩუმად, ზურგსუკან, რომ არ გაეგო, ისე. ისიდორემაც იცოდა საკუთარი თიკუნი. მაგრამ, არ იმჩნევდა და ,,ცოდვა გამხელილი სჯობიაო" - ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც. ბოლო დროს, ცოტა კი მოტყდა ,, გენერალი”. წნევა და ტახიკარდია დასჩემდა, ომისდროინდელმა ჭრილობებმა სიბერეში წამოჰყვეს თავი, ძველმა კიტელმაც თავის პეწი დაკარგა და აღარც ჩექმებს გაუდიოდათ ძველებური კრიალი. გულს მაინც არ იტეხდა ისიდორე. ან რა ჰქონდა გასატეხი? მილიონობით უწვერული ბიჭის სიცოცხლე შეიწირა იმ დაწყევლილმა ომმა, თვითონ კი, სხეულში დარჩენილი ყუმბარის რამდენიმე ნამსხვრევს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, საღ-სალამათი დაბრუნდა. ოჯახსაც მალე მოეკიდა, შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც. არც სამსახურში აკლდა პატივი და დაფასება, არც ხალხში და არც ოჯახში. ვეტარანებთან შეხვედრა იყო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პიონერებში, ან კომკავშირის რიგებში მიღება, სამხედრო და სახალხო აღლუმი, თუ სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიება, ისიდორეს გარეშე არ ჩაივლიდა. მთლად პრეზიდიუმში თუ არა, პირველრიგებში მაინც ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ახლა, წნევა და გული თუ შეაწუხებდა ზოგჯერ, რა მოხდა მერე, 70-ს იყო გადაცილებული. -ისიდორეს გაუმარჯოს, ისიდორეს! როგორ გიკითხო ბატონო ჩემო?! – ქუჩის მეორე მხრიდამ მოესმა, აპოლონის - ,,ბულვარელი” მეგობრის, ხმა. -ოჰ, აპოლონს ვახლავარ! კარგად ვარ ბატონო, თავად ხომ კეთილად ბრძანდები? – მიესალმენ ერთმანეთს. -რა გაგვაწვალა კაცო ამ ამინდებმა? აპრილმა ისე ჩაიარა, მზე არ გვაღირსა. გინახავს ასეთი? -შენ ეგა თქვი, ჩემო ისიდორე, წელს მაინც ნამეტანი მოუვიდა.. ადრე, ამ დროს გლეხი, სათოხარში იყო გასული, ახლა კი დათესილიც არა აქვთ მგონია. ნახე შენ, რა ფასი დაედოს ბაზარში სიმინდს. -მარტო სიმინდს? ხილსაც ცეცხლის ფასი ექნება და ყველაფერს. -ისე, შენ კი წაგადგა ალბათ ეს უამინდობა, ჩემო აპოლონ? -? -დრო ბევრი გქონდა და იმეცადინებდი ჭადრაკში? -შენ რა გითხარი ისიდორე! – გაეცინა აპოლონს, - შენი სამყოფი ჭადრაკი, წვიმებამდეც ვიცოდი მე. -თუ იცოდი, ვერ გამოიყენე მერე შე დალოცვილო? დღეს ვნახე რვეულში და 346-თ, 233-ს გიგებ. -შენ რაც გინდა იმას წერ შენს რვეულში. -აბა! აბა! ორივეს ხელი გვაქვს ანგარიშებზე მოწერილი, კარგად იცი შენ მაგ ამბავი! -კარგი ბატონო, რაღა დარჩა, მალე მივალთ ბულვარში და იქ ვნახოთ, ვინ რა ბიჭია. -კი ბატონო! აგერ შენ, აგერ მე და აა, ბატონო ბულვარიც. ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ მეგობრები ბულვარს, ბევრისთვის უკვე კარგა ხნის, მეორე ოჯახად ქცეულ ადგილს. -ბიჭებს გაუმარჯოს! როგორ ხართ, როგორ?! კაი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი? ასლანს გაუმარჯოს! როგორ ხარ ნური? იოსებ, ხომ არ დაბერდი კაცო? ტიტეს ვახლავარ! ქალი როგორ გყავს, ტიტე, აწუხებს რევმატიზმი? მურმანი და ზია სად არიან? ჯერ არ მოსულან? – მოიკითხეს დამხვდურები და ჯერ არ მოსულებიც. -მოვლენ, სად წავლენ აბა? თქვენ როგორ ხართ? შვილები და შვილიშვილები, ხომ კარგად ბატონო ისიდორე? არ ჩამოვლენ აგვისტომდე? აპოლონთან აპირებთ თამაშს თუ, სხვას გამოიწვევთ დღეს? -აპოლონთან. უვარჯიშია ეს დღეები და წყალში ხომ არ ჩავუყრი, შრომას! რამდენიმე წუთში ისეთი ბრძოლა გაჩაღდა ჭადრაკის დაფასთან, მიმიქარავს კარპოვ-კასპაროვის მატჩი.
*************************** - ფიშერის, სპასკის, ბოტვინიკის და ტაიმანოვის პარტიებს რომ არჩევ, კია კარგი ჩემო აპოლონ, მარა, ჩემებიც გაგერჩია, იქნებ წაგადგეს უფრო? ვერ გშველიან ხომ ხედავ დიდოსტატები? - კარგი ახლა ისიდორე, ბეწვზე გადამირჩი ვერ ნახე?. მივქარე, დედოფალი არ უნდა გამეცვალა შენთვის ორ ტურაში და ნახავდი მერე შენ ამბავს.მოგებული პარტია გაჩუქე! ისეთი შეწუხებული სახე გქონდა, ისე წამოგაწითლა ერთი-ორჯერ ენდშპილში, ვიფიქრე - ამ კაცის ცოდვა არ დამედოსო და დაგითმე ბატონო. - კრინტი აპოლონ! ჯერ ერთი, რა მჭირდა შენი შესაცოდი და საჩუქებელი? და მეორეც - კაცი, ანგელოზივით დედოფალს, ტურებში რომ გაცვლის, იმან ჭადრაკზე კი არა, ულვაშის ტარებაზეც უნდა აიღოს ხელი! ასეა ეს, შენ ნუ მომიკვდები და თუ არ გჯერა, აგერ არიან ბიჭები და დავეკითხოთ. 60 წელს გადაცილებული ,,ბიჭების" გადაწყვეტილება აშკარად ისიდორეს უჭერდა მხარს. - აპოლონ, ჭადრაკშიც და სიტყვაშიც მოგიგო ისიდორემ! მოკაკვე ახლა თითი და მოემზადე რევანშისთვის! - ასეთი იყო გამხიარულებული თემიდის საბოლოო ვერდიქტი. საღამოსპირზე, კმაყოფილი დაბრუნდა შინ ისიდორე. სიხარულის მიზეზი (გარდა იმისა 4,5-ით 3,5 რომ დაამარცხა მეტოქე) ფოსტაში შეიტყო. რძალი და შვილიშვილი, აგვისტოში კი არა, ივნისის დასაწყისშივე აპირებდნენ ჩამოსვლას და მთელ სამ თვეს დარჩებოდნენ მამამთილ-ბაბუასთან. მარტომყოფი მუხუცისთვის რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ალჩუ? სწორედ ასეთი სამაღარიჩო შემთხვევებისთვის ჰქონდა, ხუთი სამლიტრიანით გადანახული საბარძიმე, ორბელიდან მოკითხული ოჯალეში. წითელი ღვინო კი უწევდა წნევას, მაგრამ - წინასწარ ნახევარ აბ კლოფელინს დავლევ და აღარ იქნება საშიშიო - გაიფიქრა. საკუჭნაოში შევიდა. იქიდან ნახევარი თავი ყველი და სამლიტრიანი ქილით, ღვინო გამოიტანა. ყურმილი აიღო და რაღაც ნომერი აკრიფა: - აპოლონ! თუ არაფერს აკეთებ, გაუარე გზად ტიტეს და შემოიარეთ ჩემთან. - ...... - არა, შე დალოცვილო რის ჭადრაკი, რა ჭადრაკი. ისეთი ღვინო უნდა გაგასინჯოთ, შენ და ტიტეს კი არა, ალიოხინს და კაპაბლანკასაც არ ექნებოდათ დალეული! ამაზე კარგი რა გინდა, შე კაი დედ-მამისშვილო, მე მოვიგე და მევე ვკისრულობ?! - ...... - არა, ბატონო, არაფერი გამოაყოლო ხელს! მაგი როგორ გეკადრება აპოლონ? ჩვენი სამყოფი ყველაფერია სახლში. შენ მხოლოდ ტიტეს გაუარე და ნახევარ საათში აქ იყავით. - დადო ყურმილი და კვლავ საკუჭნაოსკენ აიღო გეზი ,,გენერალმა". შეიძლება სულელურად გამომდის მაგრამ, ისე მგონია ისიდორეზე არანაკლებ, საკუჭნაოს დააკლდა ელიკოს მზრუნველი ხელი. მიხვდებოდით ალბათ, ელიკო, ისიდორეს აწ გარდაცვლილი მეუღლე რომ გახლდათ. სიცოცხლეში საოცრად თბილი, უხმო, მზრუნველი, შრომაში დამდნარ-გამქრალი ქალი. შესახედავად ვერ იყო ნესტან-დარეჯანი, გარეგნობით ქმარი სჯობდა ცოლს, მაგრამ სხვა მხრივ, სანთელივით ქალი იყო, ცხონებული. წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც და საქმითაც. სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი, ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა. ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა. რომ ვთქვა, ,,გენერალი" ითხოვდა ცოლისგან ამგვარ პატივსო, არ ვიქნები მართალი. ელიკო იყო თავად ასეთი. ოჯახზე ზრუნვა და ქმრის პატივისცემა, მცნების რანგში ჰქონდა აყვანილი და რაც შეეძლო ათამამებდა მეუღლეს. ისიდორე არ გახლდად ჭკუაზე მწყრალად. ამიტომაც იფერებდა და არ ეწინააღმდეგებოდა ცოლის ინიციატივას. სამაგიეროდ, ასეთი მეუღლის დაკარგვამ, არა მარტო დააქვრივა - დააობლა კიდეც მოხუცი. ყველაფერი მისი საკეთებელი შეიქმნა სიბერეში. - სადაც სამართალია, ჯერ მე უნდა წავსულიყავიო... - ხშირად შეუჩივლია, კედელზე ჩამოკიდებული ელიკოს გადიდებული ფოტოსთვის მოხუცს და გადმოსვლამდე გამშრალი ცრემლიც არაერთხელ მოუწმინდავს.
- მობრძანდი ჩემო ტიტე, ჩემო აპოლონ! უჰ, რა გამახარეთ! გიშველოთ ღმერთმა სუფრა გავშალე და თქვენც მოხვედით! - რა ხდება ისიდორე ბატონო? დღესასწაულია რამე და შევრცხვით და არ ვიცით? - კარის ზღურბლზევე იკითხა ტიტემ. - ისეთი არაფერი ტიტე ჩემო. მობრძანდით, დაბრძანდით. ღვინოს ჩამოვასხამ და მოგახსენებთ ბატონო. ორიოდ წუთში ღვინოც იქნა ჩამოსხმული და სერობის მიზეზიც - განცხადებული.
( იმედია, მალე ჩავაჯახირებ ამ ამბავს)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ღმერთამნი სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას!!! გაიხარე შენა კახაბერ!!! მოგიკითხე ძამია!!! იდღეგრძელე შენა!!! ღმერთამნი სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას!!! გაიხარე შენა კახაბერ!!! მოგიკითხე ძამია!!! იდღეგრძელე შენა!!!
31. საინტერესო დასაწყისი..... სულ პირველი წინადადებიდან უკვე გამიტაცა..... დამატკბო და წამახალისა...... გაიხარეთ!....:) საინტერესო დასაწყისი..... სულ პირველი წინადადებიდან უკვე გამიტაცა..... დამატკბო და წამახალისა...... გაიხარეთ!....:)
30. მშვენივრად დაიწყო და დასასრულიც მშვენიერი ექნება - გული მიგრძნობს შესანიშნავად ყვებით
იმ ჭადრაკის ამბავზე და დიალოგებზე ჩემი მეგობარი გამახსენდა, თითქმის ეგ დიალოგები გვქონდა :)
-აბა რა ქენი, იმეცადინე გუშინ? არა??? ახლა რა გვეშველება ჩვენ? -კაი, გადავდოთ და როცა იმეცადინებ მერე გეთამაშები.
-ეს ჩემგან საჩუქრად. -რა არის? -ჭადრაკის ანბანია... გამოგადგება.... :)
ეეჰ კაი დრო იყო :)
ნაწყვეტს 5 მშვენივრად დაიწყო და დასასრულიც მშვენიერი ექნება - გული მიგრძნობს შესანიშნავად ყვებით
იმ ჭადრაკის ამბავზე და დიალოგებზე ჩემი მეგობარი გამახსენდა, თითქმის ეგ დიალოგები გვქონდა :)
-აბა რა ქენი, იმეცადინე გუშინ? არა??? ახლა რა გვეშველება ჩვენ? -კაი, გადავდოთ და როცა იმეცადინებ მერე გეთამაშები.
-ეს ჩემგან საჩუქრად. -რა არის? -ჭადრაკის ანბანია... გამოგადგება.... :)
ეეჰ კაი დრო იყო :)
ნაწყვეტს 5
29. ჰა-რა-ლე ველოდებით გაგრძEლებებს, გილოცავთ დაბადების დგეს ჰა-რა-ლე ველოდებით გაგრძEლებებს, გილოცავთ დაბადების დგეს
28. ძალიან საინტერესოა :)
ძალიან საინტერესოა :)
27. - უუჰ! რა დარია! ჩიტი, ბუდის შენებას რომ შეწყვეტს – დამსვა და დამატკბოო, ათქმევინებს, ისეთია ნამდვილად. დასაწყისიდანვე იგრძნობა მკითხველს რომ დიდი სიამოვნება ელოდება ულამაზესი ნაწარმოების კითხვისა! მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას! 5555555 - უუჰ! რა დარია! ჩიტი, ბუდის შენებას რომ შეწყვეტს – დამსვა და დამატკბოო, ათქმევინებს, ისეთია ნამდვილად. დასაწყისიდანვე იგრძნობა მკითხველს რომ დიდი სიამოვნება ელოდება ულამაზესი ნაწარმოების კითხვისა! მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას! 5555555
26. კაცი, ანგელოზივით დედოფალს, ტურებში რომ გაცვლის, იმან ჭადრაკზე კი არა, ულვაშის ტარებაზეც უნდა აიღოს ხელი!
და საერთოდაც რა კარგად წერთ ბატონო ჰა-რა-ლე,გემრიელად რაღაცნაირად,მშვიდად,ხალისიანად,კეთილად... მოგიკითხეთ უდიდესი პატივისცემით. კაცი, ანგელოზივით დედოფალს, ტურებში რომ გაცვლის, იმან ჭადრაკზე კი არა, ულვაშის ტარებაზეც უნდა აიღოს ხელი!
და საერთოდაც რა კარგად წერთ ბატონო ჰა-რა-ლე,გემრიელად რაღაცნაირად,მშვიდად,ხალისიანად,კეთილად... მოგიკითხეთ უდიდესი პატივისცემით.
25. 5555, ველოდებიტ გაგრდზელებას ნანი 5555, ველოდებიტ გაგრდზელებას ნანი
24. რაცხა ცუდს უპირებ ისიდორეს , ვატყონ მე და არ ქნა მაი, ხომ იცი ვაფასებ მაგ კაცს და ჩემთან გექნება საქმე:) გეიგე? რაცხა ცუდს უპირებ ისიდორეს , ვატყონ მე და არ ქნა მაი, ხომ იცი ვაფასებ მაგ კაცს და ჩემთან გექნება საქმე:) გეიგე?
23. მოგესალმებით ბატონო კახა, ვიფიქრე ძლივს გვაღირსა კეთილმა ადამიანმა დასარული-მეთქი, მაგრამ ჯერ სადაა, ისე მე კი მიგრძელდება სიამოვნება და კიდევ უფრო საინტერესოს მოლიდინი, მაგრამ მაინც მოკრძალებულად გთხოვთ იქნებ როგორმე ცოტა მეტი დადოთ წასაკითხად. გაგრძელებას თავისთავად 5. მოგესალმებით ბატონო კახა, ვიფიქრე ძლივს გვაღირსა კეთილმა ადამიანმა დასარული-მეთქი, მაგრამ ჯერ სადაა, ისე მე კი მიგრძელდება სიამოვნება და კიდევ უფრო საინტერესოს მოლიდინი, მაგრამ მაინც მოკრძალებულად გთხოვთ იქნებ როგორმე ცოტა მეტი დადოთ წასაკითხად. გაგრძელებას თავისთავად 5.
22. წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც და საქმითაც. სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი, ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა. ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა.
უუფ, ჩემი ანიკო გამახსენდა... :)) :)) გაიხარე, კახა... დამავიწყდა, ადრე რომ წამაკითხე გაგრძელება და... 4-5-ჯერ გადავედი და გადმოვედი ერთი "ისიდორედან" მეორეზე... I-ში არ ეწერა ის, რაც მე უკვე წანაკითხი მქონდა... :)))))))))
კიდევ კარგი, დროზე გამახსენდა, თორემ კარგა ხანს ვირბენდი "ისიდორეებს" შორის... :P :)) წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც და საქმითაც. სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი, ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა. ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა.
უუფ, ჩემი ანიკო გამახსენდა... :)) :)) გაიხარე, კახა... დამავიწყდა, ადრე რომ წამაკითხე გაგრძელება და... 4-5-ჯერ გადავედი და გადმოვედი ერთი "ისიდორედან" მეორეზე... I-ში არ ეწერა ის, რაც მე უკვე წანაკითხი მქონდა... :)))))))))
კიდევ კარგი, დროზე გამახსენდა, თორემ კარგა ხანს ვირბენდი "ისიდორეებს" შორის... :P :))
21. თქვენ მე შემპირდით ბატონო კახა, აარ მალოინოთ დიდხანს /:) :D :-* როგორც ყოველთვის, ძაააალიან მაგარია ! თქვენ მე შემპირდით ბატონო კახა, აარ მალოინოთ დიდხანს /:) :D :-* როგორც ყოველთვის, ძაააალიან მაგარია !
20. ისე, შენ კი წაგადგა ალბათ ეს უამინდობა, ჩემო აპოლონ? -? -დრო ბევრი გქონდა და იმეცადინებდი ჭადრაკში? -შენ რა გითხარი ისიდორე! – გაეცინა აპოლონს, - შენი სამყოფი ჭადრაკი, წვიმებამდეც ვიცოდი მე. -თუ იცოდი, ვერ გამოიყენე მერე შე დალოცვილო? დღეს ვნახე რვეულში და 346-თ, 233-ს გიგებ. -შენ რაც გინდა იმას წერ შენს რვეულში. -აბა! აბა! ორივეს ხელი გვაქვს ანგარიშებზე მოწერილი, კარგად იცი შენ მაგ ამბავი!
წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც და საქმითაც. სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი, ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა. ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა.
555555 და რომ იცოდე, როგორ მიყვარს თქვენი მადლიანი ნაწერების კითხვა! რა დიალოგები, რა თხრობა! კლდიაშვილს შეშურდებოდა! გაიხარეთ და გააგრძელეთ! ისე, თქვენს ადგილას, ერთ კაი რომანსაც დაწერდა კაცი! :)
ისე, შენ კი წაგადგა ალბათ ეს უამინდობა, ჩემო აპოლონ? -? -დრო ბევრი გქონდა და იმეცადინებდი ჭადრაკში? -შენ რა გითხარი ისიდორე! – გაეცინა აპოლონს, - შენი სამყოფი ჭადრაკი, წვიმებამდეც ვიცოდი მე. -თუ იცოდი, ვერ გამოიყენე მერე შე დალოცვილო? დღეს ვნახე რვეულში და 346-თ, 233-ს გიგებ. -შენ რაც გინდა იმას წერ შენს რვეულში. -აბა! აბა! ორივეს ხელი გვაქვს ანგარიშებზე მოწერილი, კარგად იცი შენ მაგ ამბავი!
წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც და საქმითაც. სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი, ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა. ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა.
555555 და რომ იცოდე, როგორ მიყვარს თქვენი მადლიანი ნაწერების კითხვა! რა დიალოგები, რა თხრობა! კლდიაშვილს შეშურდებოდა! გაიხარეთ და გააგრძელეთ! ისე, თქვენს ადგილას, ერთ კაი რომანსაც დაწერდა კაცი! :)
18. დიდი მადლობა, თბილი სიტყვებისთვის ჩემო ძვირფასო ხალხო.:) ღმერთმა გაგახაროთ ყველა! ოთარ ბატონო, ფიშერ-კარპოვის მატჩის ბედი, არც მთლად ასე უბრალოდ გადაწყდა, ისე.:) დიდი მადლობა, თბილი სიტყვებისთვის ჩემო ძვირფასო ხალხო.:) ღმერთმა გაგახაროთ ყველა! ოთარ ბატონო, ფიშერ-კარპოვის მატჩის ბედი, არც მთლად ასე უბრალოდ გადაწყდა, ისე.:)
17. გადმოსვლამდე გამშრალი ცრემლი :)
კარგად წერთ.
მაგრამ ჰოი საოცრებავ... ფინალი არ შედგა!!! ფიშერმა მწვანე დაფის მაგივრად შავი დაფა მოითხოვა [თუ პირიქით] ოთარ რურუა. 2010-01-20 20:24:57
:D პირიქით,ასინეთა,პირიქიით :D:D გადმოსვლამდე გამშრალი ცრემლი :)
კარგად წერთ.
მაგრამ ჰოი საოცრებავ... ფინალი არ შედგა!!! ფიშერმა მწვანე დაფის მაგივრად შავი დაფა მოითხოვა [თუ პირიქით] ოთარ რურუა. 2010-01-20 20:24:57
:D პირიქით,ასინეთა,პირიქიით :D:D
16. რა თქმა უნდა 5 ჰარალე. საოცრად მიყვარს თქვენი პროზა.
ველი გაგრძელებას რა თქმა უნდა 5 ჰარალე. საოცრად მიყვარს თქვენი პროზა.
ველი გაგრძელებას
15. კარგია ბატონო, მართლაც რომ სასიამოვნო წასაკითხია ყველა შენი პროზა, და ყველა შენი გმირის ისტორია :) +2 კარგია ბატონო, მართლაც რომ სასიამოვნო წასაკითხია ყველა შენი პროზა, და ყველა შენი გმირის ისტორია :) +2
14. მიყვარს ამ გვერდზე,გასვლა აღარ მინდა ხოლმეე :) მიყვარს ამ გვერდზე,გასვლა აღარ მინდა ხოლმეე :)
13. ძლივს არ ვეღIრსე, ჩვენგან555 ძლივს არ ვეღIრსე, ჩვენგან555
12. მართალი სიტყვა. გილოცავ გუშინდელ დღეს-ნათლისღებას.
მართალი სიტყვა. გილოცავ გუშინდელ დღეს-ნათლისღებას.
11. 1975წელი უნდა დამეწერა. 1975წელი უნდა დამეწერა.
9. 975 წელი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჭადრაკში. ერთმანეთს ხვდებიან ალექსანდრ კარპოვი და რობერტ [ბობ] ფიშერი. მაგრამ ჰოი საოცრებავ... ფინალი არ შედგა!!! ფიშერმა მწვანე დაფის მაგივრად შავი დაფა მოითხოვა [თუ პირიქით] , რაზეც უარი მიიღო. მაშინ მან უარი განაცხადა ფინალში თამაშზე. მოგება ავტომატურად ჩაეთვალა ალექსანდრ კარპოვს. ასე გახდა კარპოვი მსოფლიო ჩემპიონი.:D:D:D საერთოდ უცნაური კაცი იყო ფიშერი.:D:D:D ღმერთმა აცხონოს! 975 წელი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჭადრაკში. ერთმანეთს ხვდებიან ალექსანდრ კარპოვი და რობერტ [ბობ] ფიშერი. მაგრამ ჰოი საოცრებავ... ფინალი არ შედგა!!! ფიშერმა მწვანე დაფის მაგივრად შავი დაფა მოითხოვა [თუ პირიქით] , რაზეც უარი მიიღო. მაშინ მან უარი განაცხადა ფინალში თამაშზე. მოგება ავტომატურად ჩაეთვალა ალექსანდრ კარპოვს. ასე გახდა კარპოვი მსოფლიო ჩემპიონი.:D:D:D საერთოდ უცნაური კაცი იყო ფიშერი.:D:D:D ღმერთმა აცხონოს!
8. მიყვარს შენი ყველა პერსონაჟი...სულ ჰარი-ჰარალეს მღერიან...:) "გენერალი" ისიდორეც შემიყვარდა..გაგრძელებას დაველოდები... მიყვარს შენი ყველა პერსონაჟი...სულ ჰარი-ჰარალეს მღერიან...:) "გენერალი" ისიდორეც შემიყვარდა..გაგრძელებას დაველოდები...
7. რავარც იქნა... და(გ)ადგა საშველი :D
რავარც იქნა... და(გ)ადგა საშველი :D
6. გამაღიმე ეს ცხვირჩამოშვებული....
მიყვარს ,საღი იუმორით გაჯერებული პროზა შენი.... გამაღიმე ეს ცხვირჩამოშვებული....
მიყვარს ,საღი იუმორით გაჯერებული პროზა შენი....
5. მოგიკითხეთ, ბატონოჩემო... დაველოდები გაგრძელებას... მოგიკითხეთ, ბატონოჩემო... დაველოდები გაგრძელებას...
4. აბა, გააგრძელე წარმატებით! უკვე თებერვალი გვიახლოვდება!
აბა, გააგრძელე წარმატებით! უკვე თებერვალი გვიახლოვდება!
3. ამას მოვუბრუნდები ..ჩავუჯდები ... მეც ვისურვებ რომ დიდხანს არ იჯახირო :)
ეხლ აკი 5 წაუკითხავად .ვიცი ,რომ ნაკლებს არ იმსახურებს... :) ამას მოვუბრუნდები ..ჩავუჯდები ... მეც ვისურვებ რომ დიდხანს არ იჯახირო :)
ეხლ აკი 5 წაუკითხავად .ვიცი ,რომ ნაკლებს არ იმსახურებს... :)
2. რა ვქნა, ნამეტანი დატვირთული თვეა იანვარი, ქალბატონო მედეა. თან ჰარირამასაც რომ კარგად ვიცნობ, ნამეტანი იტვირთება:) რა ვქნა, ნამეტანი დატვირთული თვეა იანვარი, ქალბატონო მედეა. თან ჰარირამასაც რომ კარგად ვიცნობ, ნამეტანი იტვირთება:)
1. მალე ჰარალე,მალე,მენატრება შენი გულიანები. მალე ჰარალე,მალე,მენატრება შენი გულიანები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|